დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი - St. Nicholas Cathedral of Batumi ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი - St. Nicholas Cathedral of Batumi

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი - ქალაქ ბათუმში, აჭარაში. XIX საუკუნის სამოციან წლებში აშენებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ამ უძველეს ქრისტიანულ კუთხეში თურქთა ბატონობის ბოლო ჟამის დადგომის მაუწყებელი აღმოჩნდა.


ისტორია

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აიგო1865 წელს. ტაძრის აშენების თხოვნით თურქეთის სულთანს ბათუმელ ბერძენთა დელეგაციამ მიმართა. თხოვნაზე თანხმობა მიიღეს, იმ პირობით, რომ ტაძარში ზარები არასოდეს დაირეკებოდა.

პირველი ლიტურგია 1871 წელს არევლინა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესიამ შეწყვიტა ფუნქციონირება 10-12 წლით, ხოლო 1946 წელს მართლმადიდებელი მრევლის შემოწირულობით ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და აღდგა მღვდელმსახურება.

1878 წელს თურქეთისაგან განთავისუფლებულ ქალაქში რუსის ჯარის შემოსვლა წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ზარის საზეიმო ახმიანებამ აუწყა ბათუმის მცხოვრებთ. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ. ახლადაშენებული ეკლესია იმ პერიოდის ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენდა. ”ეს ეკლესია კარგად არის აგებული. უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, თითქმის მთელი შენობა ქვისაა. ინტერიერი კი ღარიბია და მის შეკეთებას გარკვეული ხარჯები სჭირდება” - წერს ა. ფრენკელი.

ტაძრის რემონტისათვის თანხის შეგროვება 1895 წელს დაიწყეს. დადებითად გადაწყდა მასზე სამრეკლოს მიშენების საკითხიც. 1894-1898 წლებში ეზო-მიდამო ეკლესიის საკუთრებაში გადავიდა, რის შემდეგაც ტაძრის ტერიტორიაზე ვაჟთა და ქალთა სკოლები გაიხსნა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში კუნძულ ხიოსის ბერძნებმა ეკლესიას სამი დიდი ხატი შესწირეს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმიდა ნოკოლოზისა და წმიდა გიორგის.

1896 წელს წმიდა ნიკოლოზის სახ. ეკლესიის მღვდლად აკურთხეს კონსტანტინე ცანდეკოვი. მღვდელი კონსტანტინე 1917 წლის ჩათვლით წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მოღვაწეობდა. აჭარის სახელმწიფო არქივის ფონდებში აღმოჩნდა მღვდელ კონსტანტინეს და მასთან ერთად მოღვაწე მღვდელ მიხეილ მანოსის ბიოგრაფიები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბათუმელმა ქალბატონებმა - თამარ ნაკაშიძემ და ელიზავეტა კოტიდიმ, ეკლესიის გახსნის შესახებ მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს უწმიდესსა და უნეტარესს, პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე). უმაღლესი მთავრობის თანხმობის შემდეგ, 1948 წელს, წმიდა ნიკოლოზის სახ, ტაძარში წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქმა კალისტრატემ.

1998 წელს, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს დიმიტრის (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი) ლოცვა_კურთხევით და ბატონ ზურა ჯაიანის თაოსნობითა და ფინანსური დახმარებით ჩატარდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. შეკეთდა ტაძრის ექსტერიერი და კეთილმოეწყო ეზო.

1999 წელს, აწ განსვენებულ ბატონ ოლეგ გალოგრეს ფინანსური დახმარებითა და ბატონ ალექსანდრე ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოხდა ტაძრის ინტერიერის განახლება, ჩამოიყარა არსებული მოხატულობა და ბათქაში, ძველი, ხის კანკელის ნაცვლად დაიდგა ახალი, ვარდისფერი ტუფის ქვის კანკელი, დაიგო იატაკი გრანიტის ფილებით, გაფართოვდა და კეთილმოეწყყ'ო ტაძრის ეზო, ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოსახატი სამუშაოები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
ilia khomeriki
ilia khomeriki

რა წესები უნდა დავიცვათ, როცა ვათვალიერებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში, აუცილებელია დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!