
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი — კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი ბათუმში, აჭარაში. დაარსდა 1998 წელს.
ხელოვნების მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის, კახა ჯავახიშვილის, მიერ (1949 წ.). ეს მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალური სტრუქტურით და ესთეტიკური გამომსახველობით, ხასიათდება მკაცრი, დახვეწილი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით. ფასადს ამშვენებს გამოჩენილი მოქანდაკის - თამარ აბაკელიას - მიერ შესრულებული რელიეფური ფრიზი (1951-52 წწ.).
მუზეუმში დაცულია 400 მდე ექსპონატი, ცნობილ ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული ტილოები (ნიკო ფიროსმანი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ელ. ახვლედიანი, სტ. ბაკალოვიჩი, ზომერი, ა. ტერნი, რ. ფეტვიაშვილი, ნ. იგნატოვი, ა. ზანკოვსკი, გ. წერეთელი და სხვა), გრაფიკული (ნ. ჭურღულია, ლ. ზამბახიძე და სხვა) ნამუშევრები, კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები, სკულპტურა (ე. ფანტარელის ”ნიმფა და პატარა ფავნი”, გ. ოჩიაურის ”პორტრეტი” და სხვა).
აჭარის ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს და იგი თანამედროვე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. მუზეუმი ფლობს ექსპონატების სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი:
უფროსი | სტუდენტი | მოსწავლე |
2 ₾ | 1 ₾ | 0.50 ₾ |
უბილეთოდ დაიშვებიან:
6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა