ბათუმის საზღვაო ნავსადგური - თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ტიპის საკონტეინერო, საბორნე და გენერალური ტვირთების ნავსადგურში, ქალაქ ბათუმში.
ბათუმის ნავსადგურთან მდებაორებს აგრეთვე ბათუმის იახტკლუბი, საიდანაც შესაძლებელია გემით გასეირნება და ბათუმის ხედებით ტკბობა ზღვიდან.
ისტორია
ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ისტორია თავის სათავეებს ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იღებს, როცა ადრიან მე-3 მმართველობის პერიოდში ბათუმის ნავსადგური იყო რომაელების სავაჭრო ქსელის ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი.
ბათუმის ნავსადგური გამოირჩეოდა და ახლაც გამოირჩევა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით. კერძოდ:
– ნავსადგური მდებარეობს ბუნებრივ ღრმაწყლიან უბეში, რაც იძლევა დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალებას;
– კარგადაა დაცული სანაპიროდან;
– ნავსადგურში შემოსასვლელად არ არის საჭირო არხის გავლა, რაც ათავისუფლებს გემფლობელს არხის მოსაკრებლის გადასახადისაგან. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ქსელის ფორმირებისას, ზემოთ ჩამოთვლილმა უპირატესობებმა განაპირობა ის, რომ ბათუმის ნავსადგურმა მიიღო “პორტო-ფრანკო”-ს (თავისუფალი პორტი) სტატუსი 1878-1885 წლების განმავლობაში. ქალაქ ბათუმისა და ნავსადგურის განვითარების მთავარი ფაქტორი გახდა ბაქოდან ბათუმში რკინიგზით ტრანსპორტირებული ნავთობი. ნავთობის გადამუშავებასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა მოთხოვნებიც, რამაც გამოიწვია ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ეს გამოვლინდა იმით, რომ 1900 წელს აშენდა ბაქო-ბათუმის მილსადენი. ეს იყო ერთერთი პირველი ნავთობმილსადენი მსოფლიოში.
კემბრიჯის ენერგომაძიებელი ასოციაციის პრეზიდენტი დანიელ ერგინი, თავის წიგნში “The Prize” აღნიშნავს, რომ ნავსადგურის გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, მსოფლიოში პირველად სწორედ ბათუმის ნავსადგურიდან მოხდა ნავთობის ტრანსპორტირება 1892 წლის აგვისტოში ტანკერის “მიურექსი” მეშვეობით და ის იყო აგრეთვე პირველი ტანკერი, რომელმაც გაიარა სუეცის არხი იმავე წლის 22 აგვისტოს.
ამ პროექტის ავტორები იყვნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან ნობელი, როტშილდი, სამუელი (ფირმის “შელი” დამაარსებელი), მანთაშევი და სხვები. ასე, რომ ბათუმის ნავსადგური ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც ევროაზიური და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. დღეისათვის ბათუმის ნავსადგური წარმოადგენს შემაერთებელ სატრანსპორტო ხაზს, რომელიც აერთებს ევროპას აზიასთან და პირიქით. ნავსადგური უკავშირდება კავკასიის, ცენტრალური აზიის, რუსეთის და თურქეთის ქვეყნებს საავტომობილო და სარკინიგზო გზებით.
ნავსადგური გამოიყენება აგრეთვე, როგორც მთავარი სატრანზიტო ნავსადგური ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავთობის გადასამუშავებლად. ბათუმის ნავსადგურს გააჩნია შესაძლებლობა დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები სხვადასხვა ტვირთებთან, გემებთან და მგზავრებთან მიმართებაში. ნავსადგურს გააჩნია 5 ტერმინალი: ნავთობტერმინალი, მშრალი ტვირთის ტერმინალი, საკონტეინერო ტერმინალი, სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი და სამგზავრო ტერმინალი. აღნიშნული ტერმინალები აღჭურვილია სათანადო ამწე-მოწყობილობებით, რაც ხელს უწყობს ტვირთების დროულ და ხარისხიან გადამუშავებასა და ნავსადგურის კლიენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამაინტერესებს ვინ არის ბათუმის საბორნე გადასასვლელის ოფიციალური მფლობელი..
Gamarjoba. Mainteresebs ragirs bileti odesamde. Erti srulwlovani da ori arasrulwlovani viqnebit 8 wlis da 1 wlis da 3 tvis
მოგესალმებით, ჩვენ ვართ ტურისტული პლატფორმა და სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას ბილეთებთან და რეისებთან დაკავშირებით. პორტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მეილზე: info@batumiport.com
gamarjoba minishnebuli tf nomeri batumis portis aravin pasuxobs, mainteresebs aris tuara reisebi samgzavro paromis ukrainashi , (vgulisxmob samoqalaqo reisebs) mainteresebs reisebis ganrigi da fasi, madloba,
sdaromel qalaqshi,
მოგესალმებით, ჩვენ ვართ ტურისტული პლატფორმა და სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას ბილეთებთან და რეისებთან დაკავშირებით. პორტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მეილზე: info@batumiport.com
prıvet mne ınteresno u vas est reıs gruzıa ukraına ılı net
ı eslı est skolko stoıt bılet
Добрый день Зураб, мы туристическая платформа и не продаем билеты.
Вы сможете связаться с Портом Батуми по мейлу: info@batumiport.com или по телефону 0422 274 912
Mariam gamarjoba...dges ukrainidan paromi romel saatze shemodis shegidzlia mitxra?