დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ნურის ტბა ( ნური-გელი )

ნურის ტბა ( ნური-გელი ) - Nuri lake, Nuri-geli lake ნურის ტბა ( ნური-გელი ) - Nuri lake, Nuri-geli lake ნურის ტბა ( ნური-გელი ) - Nuri lake, Nuri-geli lake ნურის ტბა ( ნური-გელი ) - Nuri lake, Nuri-geli lake ნურის ტბა ( ნური-გელი ) - Nuri lake, Nuri-geli lake

ნურის ტბა ( ნური-გელი )ს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ნურის ტბა (ყოფ. პიონერთა ტბა; სხვა სახელწოდებებია: ნური-გელი ან გელ-ბაში) — ბუნებრივი წარმოშობის ტბა აჭარაში, ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 0,2 მ სიმაღლეზე. უმეტესწილად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით.

XIX საუკუნეში წარმოადგენდა ჭაობიან ტერიტორიას. 1933 წელს ქალაქის ბაღი ბავშვთა პარკად გადაკეთდა. მოხდა პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობა. არხით უკავშირდებოდა შავ ზღვას. 1947 წელს ტბაში პირველი გემი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წლის 28 ოქტომბერს გემი „აისი“. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება კეფალი, სქელშუბლა, კობრი და სხვა. ნურის ტბას არაერთი ლეგენდა და ისტორიული ფაქტი უკავშირდება.

ნურის ტბაზე შესაძლებელია ნავის ქირაოდა და ტბაში შესვლა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ კაპიტნობა გამოსცადოთ და ნავი თავად მართოთ.

ნურის ტბის სანაპირო ზოლზე გაშენებულია 6 მაისის სახელობის პარკი იგივე ,,ბათუმის ცენტრალური პარკი“, რომელიც საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის და გართობისთვის. პარკში არის ბავშვტა გასართობი სივრცეები და მცირე ზოოპარკი.


ლეგენდა

“ნური-გელის” ტბა, რომელსაც ადრე “გელ-ბაშის” ტბას უწოდებდნენ, ადგილობრივების თქმით, ტრაგიკულ ისტორიასთანაა დაკავშირებული. ლეგენდის თანახმად, ტბაში ბავშვი დამხრჩვალა სახელად – ნური. დედა კი ყოველდღე ტბასთან გადიოდა და ეძახდა – ნური, გელი.


ისტორია

ტბის გარშემო 1881 წელს ბათუმის გუბერნატორმა გენერალ-მაიორმა სმეკალოვსკიმ გადაწყვიტა, ბაღი გაეშენებინა. ბაღის მშენებლობა კი პრუსიელ მებაღეს, რესლერს, დაევალა. გუბერნატორის დავალებით, რესლერს ბაღის მშენებლობა 10 წელიწადში უნდა დაესრულებინა. ბაღი ორი ნაწილისგან შედგებოდა: პარკისგან და ბაღისგან. შეთანხმების თანახმად, რესლერს ბუჩქოვანი მცენარეები, წიწვოვანი და დეკორატიული ხეები უნდა დაერგა. მათი ზრდა-განვითარებისთვის კი ყურადღება მიექცია. რესლერს მისი თანამემამულე მებაღე რეიერი ეხმარებოდა.

სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა, რადგან ქალაქი რუსეთის იმპერატორის მოლოდინში იყო. 3 წლის განმავლობაში რესლერმა და მისმა დამხმარემ შეძლეს ტბის ტერიტორიის ველური მცენარეებისგან გაწმენდა, ხეივანის გაშენება და მარადმწვანე მცენარეების დარგვა. 1884 წელს რესლერი გარდაიცვალა, მისი საქმე ფრანგმა მებაღემ განაგრძო.

1888 წელს ბათუმს, რუსეთის იმპერატორი მართლაც ეწვია. იმპერატორის პატივსაცემად ბაღს “ალექსანდროვის ბაღი” ეწოდა. იმ დროისთვის, ბაღის ფართობი 78000 კვ.მ-ს წარმოადგენდა.

1933 წლიდან პარკს “ბავშვთა პარკი”, მოგვიანებით კი “პიონერთა პარკი” დაარქვეს. პარკში ბერძნული სტილის კოლონადების მშენებლობა დაიწყო. აქ, პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ფადიაკო გოგიტიძის ძეგლი დაიდგა. ამავე დროს, “ბავშვთა პარკში” ზოოკუთხის აშენებაც გადაწყდა. ამ დროს, პარკისთვის 0,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო. 1971 წლიდან, ხის ვოლიერები ნაგებობებით შეიცვალა, გაიზარდა ზოოკუთხის მობინადრეთა რიცხვიც. ოცწლიანი პაუზის შემდეგ, როდესაც პარკმა რეკონსტრუქცია განიცადა, ზოოკუთხეც გააუმჯობესეს. დღეს მისი ფართობი 20 ჰექტარია. კეთილმოეწყო ცხოველთა ვოლიორები, როგორც საზაფხულო ასევე ზამთრის სადგომებიც. ზოოკუთხე სამ სექტორადაა დაყოფილი: ფრინველებისთვის, ჩანთოსნებისა და ჩლიქოსანი ცხოველებისთვის. უახლოეს მომავალში, კონტაქტური კუთხეც ამოქმედდება, ამისათვის უსაფრთხო ცხოველები შეირჩა: ბოცვრები, ზღვის გოჭები და ცხენები. კონტაქტური კუთხის მიზანია, როგორც პატარებში, ასევე დიდებში ცხოველებისადმი სიყვარულისა და მათ წინაშე პასუხისმგებლობის სურვილის აღძრვაა.

1936 წლიდან პარკი აქტიურად იღებს მონაწილეობას ბავშვების სააღმზრდელო პროგრამებში. იხსნება საზაფხულო თეატრი. რამდენიმე წელიწადში კი “ნორჩ მეზღვაურთა კლუბი”, საჭადრაკო კლუბი “ციცინათელა”. პარკში სულ 15 კლუბი იყო, სადაც ბავშვები ცოდნას იღრმავებდნენ.

1947 წლიდან პარკში პირველი საქანელები და ატრაქციონები დაამონტაჟეს. საბჭოთა კავშირის დროს, 1975 წელს პარკში დელფინარიუმი აშენდა. იმ დროს, ის მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმს მიეკუთვნებოდა. დელფინარიუმი არამხოლოდ ადგილობრივების, ტურისტებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი იყო. ამიტომ, ბათუმის სიმბოლო დღესაც დელფინია. 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების გამო, დელფინარიუმი დაიხურა. ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის მერიისა და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ძალისხმევით, დელფინარიუმი კვლავ ამოქმედდა. დელფინარიუმი შპს “შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევით ცენტრის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” დელფინარიუმს 7 დელფინი საჩუქრად გადასცა. დელფინარიუმში ამჟამად, 14 დელფინთან ერთად, წითელ წიგნში შეტანილი შავი ზღვის აფალინებიც ბინადრობენ, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან და შოუში მონაწილეობას არ იღებენ. ბავშვებსა და მოზარდებს მათი უფრო ახლოს გაცნობის შანსიც აქვთ, მათ შეუძლიათ აუზში დელფინებთან ერთად იცურავონ.

1966 წელს პარკში აკვარიუმი გაიხსნა, სადაც მტკნარი წყლების, სხვადასხვა ზღვისა და ოკეანის ცხოველთა 60-მდე სახეობა ბინადრობდა. ამჟამად, აქ 100-მდე სახეობაა. მათ შორის, სელექციური მუშაობის შედეგად გამოყვანილია იაპონური კობრიც.

2006-2007 წლებში პარკმა ძირეული რეკონსტრუქცია განიცადა. დაირგო ახალი მცენარეები, გამაგრდა ტბის ნაპირი, გაკეთდა ინგლისური სტილის გაზონები. დღეს პარკს “6 მაისის პარკი” ეწოდება, ფართობიც გაცილებით უფრო მეტია 165 000 კვ.მ-ია.

130 წლის განმავლობაში, პარკში ბევრი რამ შენდებოდა და იცვლებოდა. დღეს-დღეობით, პარკი აჭარაში ერთ-ერთი საინტერესო დასასვენებელი კომპლექსია, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია დაისვენოს და საინტერესოდ გაატაროს დრო.


თეგები: #ბუნება #ტბა #წყალი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ნურის ტბა ( ნური-გელი )

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!