დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий Дельфины ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий Dolphins ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий Dolphins Дельфины ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий ბათუმის დელფინარიუმიბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий Дельфины ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий Dolphins Дельфины ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium Батумский дельфинарий Dolphins Дельфины

ბათუმის დელფინარიუმის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის დელფინარიუმი - დელფინარიუმი აჭარაში, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში. გაიხსნა 1966 წელს.

ბათუმის სტუმართა ერთ-ერთი საყვარელი ადგილი დელფინარიუმია, სადაც მუდამ ხალხმრავლობაა. აქ თქვენ ნახავთ დელფინების საოცარ წარმოდგენას. ბათუმის დელფინარიუმი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დღევანდელი დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის უახლესი შესაძლებლობებითა და საოცარი წარმოდგენებით.


დელფინების შოუ

დელფინების შოუ შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობაა, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმართება. შოუ ორენოვანია - ქართულ და ინგლისურ სანახაობაში 10 დელფინი მონაწილეობს – მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე ნომერს, სამ ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს, დაუვიწყარ Foot Push-სა და მრავალ სხვა ახალ და ძველ შთამბეჭდავ ნომერს.

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 795 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

დელფინების შოუ - სადემონსტრაციო პროგრამა ტარდება ყოველდღე (ორშაბათის გარდა).


ისტორია

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. თავდაპირველად აქ წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვის სელაპები. მნახველებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ინდოეთის ოკეანის მობინადრე გიგანტური კუ, ე.წ. „ცრუ კარეტა“, რომელიც დაახლოებით 100 კგ–ს იწონიდა. დეკორატიული თევზების მრავალფეროვნება მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. აკვარიუმში მტკნარი წყლების, სხვადასხვა ზღვისა და ოკეანის ცხოველთა 60–მდე სახეობა ბინადრობდა.

ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).

ბათუმის დელფინარიუმი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივით კვლავ გაიხსნა სრულიად ახალი ბათუმის დელფინარიუმი.


თეგები: #გართობა #ვაჭრობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 422 221730; +995 595 33 5****
*****@dolphinarium.ge

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+64
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

დელფინების შოუ:

16:00 სთ19:00 სთ21:00 სთ
15 ₾20 ₾20 ₾

6 წლამდე ასაკის პატარები უფასოა (თუკი ის არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს).


დელფინებთან ცურვა (15 წთ):

5–დან 16 წლამდე
16 და ზემოთ
150 ₾200 ₾

დელფინებთან ინტერაქტივისთვის, ჩაწერა ხდება წინასწარ.


აკვარიუმის ღირებულება - 2 ლარი.




ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის დელფინარიუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 422 221730; +995 595 33 5****