![ბათუმი-ბოტანიკური ბაღი](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/files/batumi-botanikuri-baghi.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი - სალიბაურის წმინდა სამების ტაძარი მდებარეობს აჭარაში, ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამების მთაზე.
სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი. იგი ორი ტაძრისგან შედგება და აშენდა, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის შალვა ბრეუსის შემოწირულობით. მონასტრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ილია მეორემ უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი — წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა ბიზნესმენი შალვა ბრეუსი.
ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია.
ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი მე-19 საუკუნის II ნახევარშია აგებული. იგი წლების მანძილზე სასაფლაო მეურნეობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აქაც შეწყდა წირვა-ლოცვა. იგი საწყობად გამოიყენეს - ინახებოდა სამეურნეო ინვენტარი.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბათუმის მრავალეროვანი მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები გრიგოლ პუხნოსა და ლუკა შევჩუკის ხელმძღვანელობით გაერთიანდნენ წმიდა სამების ეკლესიასთან, შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე) ნებართვისათვის აღნიშნული ეკლესიის ამოქმედების შესახებ.
1947 წელს ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი გაიხსნა. წინამძღვარი იყო ლუკა შევჩუკი. ტაძარს მგალობელთა 30 კაციანი გუნდი ჰყავდა. ტაძრის რესტავრაციის შემდეგ მრევლმა შემოსწირა საეკლესიო წიგნები, ხატები და სხვა ნივთები. ტაძარს არასოდეს აკლდა მრევლი, რასაც ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ იმ დროისათვის ქალაქში ორი მართლმადიდებლური ტაძარი მოქმედებდა. ერთი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ქალაქში და მეორე აქ, სასაფლაოზე.
1976 წლის ზაფხულში ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოს დავითს (ჭკადუა) დაავალა ახალი ტაძრის აგება დამწვარი ტაძრის ფუძეზე.
ტაძარი აშენდა, გადახურეს და დაიწყო მღვდელმსახურება 1979 წელს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამთავრებ ამ სახით, რომელიც ამჟამადაა წლების მანძილზე მიმდინარეობდა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაძალიან გთხოვ დაწეროთ სწორი ინფორმაცია,ტაძრის მთელი ისტორია რაც წერია არის სასაფლაოსთან არსებულ სამების ეკლესიაზე.ფოტოზე ნაჩვენები არია დედათა მონასტერში არსებული სამების ტაძარი საერთოდ სხვა ისტორიით
მადლობა, აუცილებლად შევასწორებთ ხარვეზს. თუ რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ აღნიშნულ მონასტერზე გთხოვთ მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: info@georgiantravelguide.com