დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard ბათუმის ბულვარი - Batumi Boulevard

ბათუმის ბულვარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბათუმის ბულვარი - ზღვისპირა გასართობი პარკი, მდებარეობს აჭარაში, ქალაქ ბათუმში. ბულვარი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, სანაპირო ზოლის გასწვრივ. მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს.

ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

ბულვარში მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, მაღაზიები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები, არქიტექტურული მონუმენტები. 


ისტორია

ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. იდეა ეკუთვნოდა სამხედრო გუბერნატორ სმეკალოვს. რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება პრუსიელ მებაღეს, რესლერს დაავალა, მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარის დაგეგმილი მშენებლობის გაგრძელება საქართველოში მოწვეულ ფრანგ თავადს, მებაღე-დეკორატორს, მიხეილ დალფონსს დაევალა, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია როგორც “ბათუმის სანაპიროს კეთილი გენია”.

ბულვარის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში განსწავლულ ი.გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარის და სანერგის მმართველად. 1933 წლამდე მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქის პარკისა და ბულვარის ნარგავთა თითქმის მთლიანი განახლება.

2009 წელს კი ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი.


თეგები: #გართობა #ბუნება #ბაღი #პარკი #ვაჭრობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
gio mari
gio mari

გამარჯობა მაინტერესებს ელექტრო მოტოციკლით თუ შეიძლება სეირნობა ბულვარში

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ბათუმის ბულვარში შეგიძლიათ ისეირნოთ ველოსიპედით და ფეხით.

gia gobadze
gia gobadze

ტურისტებისათვის რომელიმე ლოკაციები, ფასიან თუა? მაგალითად ბილეთების სახით?

1 შეფასება
5
Ani Lomidze

მე ძალიან მომეწონა ეს ადგილი და კიდე მინდა რომ წავიდე ძალიან კარგი ადგილი არის

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმის ბულვარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!