სათხილამურო კურორტი ბაკურიანი - ski resort Bakuriani

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი

სათხილამურო კურორტი ბაკურიანის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ზამთარი

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი?

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანი თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრში, ხოლო ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებითაა. ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და  ამ მიზეზით, ბაკურიანში ყოველ სეზონზე ბევრი დამსვენებელია. იანვარი და თებერვალი ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო თვეა. ამ პერიოდში თოვლის რაოდენობა და ხარისხი საუკეთესოა.


როგორ მოვხვდეთ ბაკურიანში?

ბაკურინში ჩასვლა თბილისიდან დაახლოებით 2 საათშია შესაძლებელი. მოგზაურები საკუთარი მანქანით ან მიკრო ავტობუსებით მიდიან კურორტზე. მიკრო ავტობუსები დიდუბიდან და სადგურის მოედნიდან გადიან. სანამ ბაკურიანში ჩახვალთ, ბორჯომამდე გზა ყოველთვის გაწმენდილია თოვლისგან. ბაკურიანის გზა ზოგჯერ თოვლით ან ყინულითაა დაფურული, ამიტომ მანქანით მგზავრობისას აუცილებელია ზამთრის საბურავები. ასევე, შესაძლებელია სადგურის მოედნიდან ბორჯომამდე მიკრო ავტობუსით ან მატარებლით იმგზავროთ, შემდეგ კი ბორჯომი-ბაკურიანის "კუკუშკას" გაყვეთ. "კუკუშკა" პატარა მატარებელია, რომელიც ბაკურიანისკენ მისასვლელ ულამაზეს გზას გადის.


სასრიალო ტრასები

ბაკურიანი, როგორც სათხილამურო კურორტი 1935 წელს დაარსდა. აქ ძირითადად 23 განსხვავებული სახის სასრიალო გზებია, რომლებიც მოთხილამურის დონეების მიხედვით იყოფა. დამწყებ, საშუალო დონისა და გამოცდილ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისრიალონ ბაკურიანის სასრიალო ტრასებზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანი პროფესიონალი მოთხილამურისთვის არ არის იდეალური ადგილი, რადგან თოვლის ხარისხი და რაოდენობა შედარებით ნაკლებია ბაკურიანში, ვიდრე სხვა საქართველოს სათხილამურო კურორტებზე. ამიტომაც, სათხილამურო კურორტი ბაკურიანი უფრო დამწყები და საშუალო დონის მოთხილამურისთვის არის რეკომენდებული.

ბაკურიანში 5 სასრიალო ტრასაა. ფუნიკულიორი და საბაგიროები მუშაობს დილის 10 საათიდან შუადღის 5 საათამდე. დიდველის სასრიალო ტრასა განსაკუთრებული ადგილია მოთხილამურეებისთვის, რადგანაც ტრასას მთელ სიგრძეზე მიუყვება ფერად-ფერადი განათებები. მოგზაურები ყოველ შაბათ-კვირას დადიან ღამის სრიალზე, რომელიც შუადღის 5 საათზე იწყება და საღამოს 10-ის ნახევრამდე გრძელდება.


ინფრასტრუქტურა

ბაკურიანში დასვენება შედარებით იაფია და ძვირი არ ღირს სხვა კურორტებთან შედარებით. დაბალბიუჯეტიანი დასვენება შესაძლებელია საოჯახო სასტუმროებში დარჩენით. ამასთანავე, ბინის ქირაობა კარგი ვარიანტია, რომელიც კომფორტულ გარემოს შეგიქმნით. ახალი წლის პერიოდში და შობას ფასები შედარებით მაღალია. პროდუქტის ფასები კი ჩვეულებრივია, როგორც დედაქალაქში.


რაც ყველაზე მთავარია, ბაკურიანს ბევრი უპირატესობა გააჩნია სხვა კურორტებთან შედარებით. ბაკურიანი მდიდარია გასართობი და რეკრეაციული აქტივობებით. ბაკურიანში უამრავი რესტორანი, გასართობი პარკი, ყინულის მოედანი, მარხილები თუ თოვლის სკუტერებია. სუპერმარკეტები ქალაქის ყველა წერტილში მდებარეობს, რომელიც ყოველდღიური მარტივი დასვენებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახური არდადეგების მოსაწყობად ბაკურიანი იდეალური ადგილია, სხვა სათხილამურო კურორტებისგან განსხვავებით აქ სრიალის გარდა უამრავი გასართობია, როგორც ბავშვებისთვის ისე უფროსებისთვის.

მთავარი უარყოფითი მხარე ბაკურიანის არის ის, რომ აქ თოვლის ხარისხი შედარებით დაბალია და მისი ფერდობები პროფესიონალებს ნამდვილად ვერ მოხიბლავს. გასაქირავებელი სათხილამურო აღჭურვილობა უმეტესად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ უმჯობესია თუ დამსვენებლები საკუთარი აღჭურვილობით ესტუმრებიან კურორტს.


მოკლედ, რომ გითხრათ ბაკურიანი იდეალური სამთო-სათხილამურო კურორტია გართობისა და დასვენებისთვის. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მარტო იქნები, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად,  კურორტი ბაკურიანი შენი მომავალი სათაგადასავლო ისტორიების ადგილია.


თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, გადმოწერეთ აპლიკაცია საქრთველოს მთის კურორტები:

მდებარეობა
41.746942, 43.492898
მანძილი დედაქალაქიდან
180 კმ
რეკომენდებული დრო
5 დღე

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

IMG_20180110_160731

იხილეთ ასევე

ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვ...

ციხისჯვრის წმ. გაბრიელის ეკლესია XXI საუკუნის ბაზილიკაა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში მდებარეობს. იგი ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი კოხტა? კოხტა - სათხილამურო კურორტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის თემში), მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრ...

ციხისჯვარი - ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე შავწყალას სათავეებთან, სოფელ ციხისჯვარში.ციხისჯვარის ციხისგ...

ციხისჯვრის წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში, სოფლის ცენტ...

უზნარიანის ციხე - X საუკუნის ისტორიული ციხე მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერთან, გუჯარულას ვიწრო, კლდოვან გასასვლელში მდინარის მარცხენ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი მიტარბი?მიტარბი - სათხილამურო კურორტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის თემში). მდებარეობს თრიალეთის ქედის...

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვ...

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აგებულ იქნა...

დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რ...

სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია XV საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარეობს, მდინარის მაღალ...

წეროს ტბა - ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაძველში, კახისის ტბის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1808 მეტრ სიმაღლეზე...

კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ...

ბერისაყდრების ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყვიბისის აღმოსავლეთით 4 კმ-...

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XXI საუკუნის ბაზილიკაა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომში მდებარეობს. ტაძართან მიდის მოასფალტებული გზა. ...

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია XXI საუკუნის ბაზილიკაა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომში მდებარეობს. ტაძართან მიდის მოასფალტებული გზა....

პეტრეს ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზ...

ყვიბისის მთავარანგელოზის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში, მდინარე...

ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია XX საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის ცენტრში, კოსტავას სახელობის პარკში მდებარეობს. ტაძარი ჯვა...

მოლითის სომხური ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის ცენტრში მდებარეობს. ეკლესიის სახელწოდება პასპორტში მოხსენ...

მოლითის წითელი ეკლესია სამცხე ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში, სოფლის აღმოსავლეთით, ტბის პირას, შემაღლებაზე დგას. იგი განვი...

ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის განაპირას მდებარეობს. ზაქარია ფალიაშვილი ქართველი კომპოზიტორი, დირ...

ყვიბისის თომა მოციქულის ეკლესია XXI საუკუნის ბაზილიკაა. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარეობს, ბორჯომიდან 6...

სოფელი ტაბაწყური სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ტაბაწყურის ტბის ნაპირზე. მისი ნაწილი ნახევ...

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. მისი საერთო ფარ...

გოგიას ციხე ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ციხეა. იგი განლაგებულია ბორჯომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და გა...

ტაბაწყურის თეთრი საყდარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაბაწყურში, ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობს. იგი 1843 წელს აგე...

ნეძვის ეროვნული პარკი – აღკვეთილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა 2007 წელს. ფართობი 8992 ჰა.ნეძვის ეროვნული პარკის ტერიტორია წარმოადგენს სამცხე ჯავ...

ტაბაწყურის წითელი ეკლესია (წითელი საყდარი) სამცხე-ჯავახეთისმხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში, ნახევარკუნძულის კიდეში მდებარეობს. იგი...

ნეძვის მონასტერი - IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმ. თეოდორე ნეძველის მიერ. მდებარე...

კურორტი ლიკანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ბორჯომში, ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალება მინერალური წ...

სამის (სამნის) ციხე განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის ზემოთ მდებარეობს, ბან...

ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე. მისი სარკის ფარ...

ჭობისხევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთისმხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარეობს. იგი განვითარებული შუასაუკუნეები...

საჯომარდო ბანაკი  - ექსტრემალები  გთავაზობთ დასვენებასა და გართობას ბუნებაში. ბანაკში ხელმისაწვდომია შემდეგი აქტივობები:ჰამაკი;მშვილდის სროლა;საცხენოს...

კორტანეთის წმ. გიორგის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში მდებარეობს. ტაძარი X საუკუნეშია აგებული. ეს გარდა...

მწვანე მონასტერი (ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი) ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მ...

ზანავის წმ. გიორგის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში, სოფლის ზედა უბანში, სასაფლაოზ...

საკირეს წმ. გიორგის ეკლესია XIX საუკუნის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში მდებარეობს. იგი გეგმ...

ფოთოლეთის ეკლესია და მონასტერი ერთ-ერთი უძველესია ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სხვა მრავალ ისტორიულ ძეგლს შორის. მისი მონახულების მიზეზი, მხოლოდ მდიდარი ...

მდებარეობაახალდაბის ციხე, იგივე თამარის ციხე, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის წვერზე. ა...

დვირის ციხე ბორჯომის რაიონის ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ციხესიმაგრის ნანგრევები მდებარეობს სოფელ დვირის დასავლეთით, მდინარე...

ახალდაბის კოშკი - რიყის ქვით დუღაბზე ნაგები, შუა საუკუნეების მრგვალი კოშკი. მდებარეობს დაბა ახალდაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია ოთხი სა...

ახალდაბის ბურჯი - X საუკუნის ხიდის ბურჯი. მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბასთან მდინარე მტკვრის ნაპირას....

ქვაბისხევის წმ. მარიამის მიძინების ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში მდებარეობს. იგი VIII-XIX საუკუნეები...

დემოთის ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს სამცხეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან, ფერსათის მთის ძირას, ნაშენი ციცაბო კლ...

ყვიბისის წმ. გიორგის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარეობს, ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სათხილამურო კურორტი ბაკურიანი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!