დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
21 დეკემბერი, 2021

რა ვნახოთ 1 დღეში მესტიაში

სვანეთი ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია საქართველოში მკვეთრად გამოხატული იდენტობით, უძველესი კულტურით, ენითა და ღირსშენიშნაობებით. სვანეთში მოგზაურობა მესტიიდან იწყება. მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. აქაური ბუნება გამორჩეულია, მომნუსხველი მწევრვალებითა (უმაღლესია შხარა: 5201მ) და მწევრვალებზე ჩაფენილი სოფლებით; კლეებში მოქცეული ალპური, ლურჯი ტბებითაც თვალწარმტაცია, რომელიც ცას სარკესავით ირეკლავს.

მესტია მდიდარია მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, სვანური კოშკებით (გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი) და ტაძრებით. და არამარტო: სვანები ყოველწლიურად უძველეს, სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს ლამპრობას აღნიშნავენ წინასაგაზაფხულოდ იმართება, კარგი ამინდისა და მოსავლიანობისთვის. დღესასწაული მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი.

კულტურულ-ისტორიული გენეზისის გარდა, რომელიც ბუნებასთან შერწყმით შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის დამსვენებლისთვის თუ მოლაშქრისთვის, ადგილობრივის თუ ტურისტებისთვის, მესტია სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარებულებისთვისაც საყვარელ ადგილად იქცა. აქ ფუნქციონირებს ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასები.

თუმცა, რა უნდა ვქნათ როდესაც მოკლე დროში მაქსიმალურად ბევრი რამის მონახულება გვინდა? უშბას ერთ დღეში ვერ დავლაშქრავთ, ვერც ულამაზეს ქორულდის ტბებს ვეწვევით მარტივი მარშრუტის მიუხედავად. თუმცა ქვემოთ ჩამონათვალი ადგილები, ვფიქრობ, მესტიაში 1 დღის მოსანახულებლად საკმარისიცაა და სახლში მაინც შთაბეჭდილებების ქვეშ დაბრუნდებით.


სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი, Historical Ethnographic Museum


სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი თუ ეჯრ არ გინახავთ, მასზე გსმენიათ მაინც, მესტიაში მდეობარეობს და 1936 წელს აშენდა.

მუზეუმში 4090 ექსპონატია – ჰადიშის ოთხთავიდან დაწყებული, ძველი სვანური ქსოვილის ნიმუშებითა და ჭურჭლით დამთავრებული. აქ დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები; უძველესი ხელნაწერები; ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები; ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

ზემოაღნიშნულის გარდა, მუზეუმის კოლექციები მოიცავს მესტიაში დაცულ მრავალფეროვან მასალას და კალას, იფარის, მულახის, ლატალისა და ფარის ისტორიულ თემთა სოფლების ეკლესიებში დაცულ მოძრავ ძეგლებს; მუზეუმის დაქვემდებარებაშია მესტიის ისტორიულ უბნებში, ლეხთაგსა და ლანჩვალში მდებარე უძველესი საცხოვრებელი კომპლექსები კოშკებითურთ, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი საცხოვრებელი კომპლექსებითა და ერთ-ერთ კოშკში მოწყობილი გამოფენით. კოლექციაში დაცულია ადგილობრივი, ქართული და უცხოური მონეტების როგორც ერთეული აღმოჩენები, ისე განძები.

2015 წელს მუზეუმს საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა შეემატა. გარდა აღნიშნულისა, მუზეუმში წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელშც სხვადასხვა ხასიათის გამოფენა ეწყობა. 6 დარბაზი კი - მუდმივ ექსპოზიციას ეთმობა. მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაცია. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.

მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.


Mikheil Khegiani House Museum (Mestia), მიხეილ ხერგიანის სახლ მუხეუმი


მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი

მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი - ქართველი ალპინისტის, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის დამსახურებული ოსტატისა და კლდის ვეფხვად წოდებული, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში მდებარეობს. მემორიალური სახლ-მუზეუმი ხერგიანის მშობლიურ სახლში 1985 წელს გაიხსნა.

მუზეუმში გამოფენილია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები (სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ფოტოები, ჯილდოები, საჩუქრები – მათ შორის ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან ხერგიანსმიუძღვნა და სხვა).




უშგულის ლამარია

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. სვანური ტაძრები გამორჩეულია, მათი მოხატულობა და ჭედური თუ ფერწერული ხატების შესანიშნავი ნიმუშები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავი უშგულის ლამარია ერთ-ერთი სახელგანთქმულია. უშგულის ლამარია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში, სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ეკლესიას ირგვლივ ზღუდე აქვს შემოვლებული გამაგრებული კოშკით. იგი IX-X საუკუნეების ბაზილიკის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, სამწახნაგა, გარეთ გამოსული აფსიდით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ეკვდერს კი - სამხრეთ-დასავლეთიდან. კანკელი ქვისაა, რომლის ქვისავე სვეტებზე დაყრდნობილი კამარები იატაკიდან იწყება და შემკობილია სადა სვეტისთავებით. უშგულის ლამარია სვანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალი კულტურული - ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლია.


ტაძარში მოხატულობის რამდენიმე ფენაა შემორჩენილი. ეკლესიის მშენებლობის თანადროული მხოლოდ კანკელის მოხატულობაა. ხოლო ინტერიერის სიუჟეტური გამოსახულებები, რომლის ფრაგმენტებიც მხატვრობის გვიანდელი ფენების ქვეშ მოჩანს, X ს-ის ბოლოსა და XI ს-ის დასაწყისით თარიღდება. აღსანიშნავია ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებული ჯვარცმის კომპოზიცია, სადაც ფიგურათა ჟესტიკულაციის ხაზგასმის მიზნით გადიდებულია მათი ხელის მტევნები. ექსპრესიულია სახეებიც, რომელთა ნაკვთებში უკვე ვლინდება სვანეთის მხატვრობისთვის დამახასიათებელი სპეციპიკური ტიპაჟი. მხატვრობის შემდეგი ფენა XII საუკუნისაა. ამ ეტაპს მიეკუთვნება დასავლეთის კედელზე წარმოდგენილი ცხენოსან წმინდა მეომართა, გიორგისა და თევდორეს გამოსახულებები. უკანასკნელად ეკლესია XIII ს.-ში მოუხატავთ. ამ პერიოდისაა აფსიდის მოხატულობა. კონქში წარმოდგენილია სვანეთისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიცია. საკურთხევლის კედელზე ეკლესიის მამებია გამოსახული, თავად ეკლესიის ცაში კი - შობა და ფერისცვალება.

უშგულის ლამარიას ეკლესია მდიდარია ნაკაწრი წარწერებით – გრაფიტებით, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს წარწერები ეკლესიებში მისული მლოცველების მიერაა შესრულებული და შეწყალების ტექსტებს წარმოადგენს. გრაფიტები შესრულებულია ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულით და მხედრულით.

ლამარიას ეკლესია უშგულის თემის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავია. 28 აგვისტოს აქ იმართება ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული, ე.წ. ლამარიობა (მარიამობა).


კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია, church


კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია (ლაგურკა)

კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია – სვანურად ლაგურკა, მესტიის რაიონის სოფ. კალაში მდებარეობს. მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 1870 მეტრია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შუა საუკუნეებში იგი წარმოადგენდა სამონასტრო კომპლექსს. წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1112 წელს. მოხატულობა უმთავრესად უმთავრესად ცალკეულ სახეებსა და წმ. კვირიკეს და ივლიტას ცხოვრების სცენებს შეიცავს. მანამდე თეოდორეს 1096 წელს სვანეთში მოხატული ჰქონდა იფარის მთავარანგელოზის ეკლესია. დაცულია კალას თემის მთელი საგანძური ( X-XII-XIII) შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები. აქვე ინახება მინანქრებით შემკული სანაწილე ხატი, როლელსაც სვანები “შალიანის ხატს” უწოდებენ.

ეკლესიის მოხატულობის ლაკონურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილობრივ ტრადიეციებს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა და მისი კედლებზე განაწილება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას მკაცრად შეესაბამება. გამოსახულებათა ექსპრესიით, გამომხატველობით და სცენათა თემატიკის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართული მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ ზოგადად შუა საუკუნეების მხატვრობაში.


Hatsvali Ski Resort


ჰაწვალის საბაგირო

სათხილამურო კურორტ ჰაწვალში, მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით მოხვდებით. აქ კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო, თუმცა აქ მოხვედრა მხოლოდ მანქანით შეგიძლიათ.

კურორტი ჰაწვალი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო ტრასაა, მათი სიგრძე კი ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია. აქ შეხვდებით ყველანაირი სირთულის ტრასებს

ყველაზე პასიური პერიოდი ოქტომბერში და ნოემბერშია. ამ პერიოდში შესაძლებელია საბაგიროები არ მუშაობდნენ. ზამთარში კურორტზე ყველა საბაგირო ჩართულია, ზაფხულში კი მხოლოდ ზურულდი.


ზიპლაინი მესტიაში


ზიპლაინი

ბოლო რამდენიმე წელიწადს ზიპლაინი სულ უფრო პოპულარული ხდება. იგი ექსტრემალური გართობის ერთ-ერთი საშუალება და გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე დაშვება შეგიძლიათ. დღესდღეობით ზიპლაინის მოქმედი და აქტიური რაოდენობა 18-ა

და ყველაზე დიდი 800-მეტრიანი როლერი საირმეში მდებარეობს.

მესტიაში ზეიპლაინი კი სულ ახლახანს გაიხსნა, 2021 წლის აგვისტოში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. მისი სიგრძე 50 მეტრია და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის მესტიაშიც მოიძებნება საყვარელი გართობის საშუალება.

ზიპლაინი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა და მუშაობს ყოველდღე 10საათიდან საღამოს 18 საათამდე. თუმცა დაშვება დამოკიდებულია ამინდზე.


თეგები: #სვანეთი #მესტია #ზიპლაინი #უშგული #ლამპრობა #ლამარია #ჰაწვალი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი