თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
საქართველო გამორჩეული თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და კლიმატით, მდიდარია მთის კურორტებით. საქართველოში 5 სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც 4 სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. თითოეული ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, სეზონის ხანგრძლივობით, თოვლის ხარისხითა და ინფრასტრუქტურით.
ყოველ კურორტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რის გამოც ხშირად ძნელია არჩევანი საუკეთესოზე გააკეთოთ.
ჩვენ დაგეხმარებით დაგანახოთ კურორტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას.
1. სვანეთის სათხილამურო კურორტები
თეთნულდის სათხილამურო კურორტი მესტიასთან ახლოს მდებარეობს. თეთნულდი კარგი ადგილია, რადგან თოვლის ხარისხი მაღალია და ასევე, სეზონის ხანგრძლივობაც ძალიან დიდია. ამ ადგილას ინსფრასტრუქტურაც განვითარებულია, სადაც საბაგიროებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. თეთნულდის სათხილამურო ტრასა მთელს ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია.
თეთნულდის მთავარი უარყოფითი მხარეა ის, რომ შეუძლებელია მესტიიდან ფეხით მოხვდეთ აქ. იმისათვის, რომ თეთნულდის სათხილამურო კურორტზე მიხვიდეთ დაგჭირდებათ საკუთარი მანქანა ან მისი ქირაობა, რაც იაფი ნამდვილად არ არის. თუ თქვენ დამწყები მოთხილამურე ხართ, თეთნულდის სათხილამურო კურორტი იდეალურია, რადგან აქ მარტივი და ბევრი სასრიალო ტრასაა. თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი თქვენი საყვარელი ნაწილია და ექსპერტი ხართ, თეთნულდი ამის საშუალებას მოგცემთ. თუმცა, აქ რთული სასრიალო ტრასები არ არის, ძირითადად საშუალო დონის სირთულისაა.
ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, ისევე როგორც თეთნულდი მესტიასთან ახლოს მდებარეობს. ჰაწვალიდან სვანეთის ულამაზესი ხედი იშლება. თუ გიყვართ ულამაზესი ხედით ტკბობა, შეგიძლიათ აქედან სუნთქვისშემკვერელად ლამაზ ხედს გადახედოთ. ჰაწვალზე მდებარეობს პატარა, მყუდრო და ლამაზი კაფე „ზურულდი“. მისი დადებითი მხარეა ის, რომ მესტიიდან გექნებათ საშუალება საბაგიროთი ახვიდეთ ზურულდიზე.
თუ გიყვართ ტყეში სრიალი, ჰაწვალზე საკმაოდ კარგი ტყეა ამისთვის. სათხილამურო ტრასები მშვენიერი შესაძლებლობაა, თუ დამწყები მოთხილამურე ხართ და ახლა სწავლობთ სრიალს. კურორტზე მოთავსებულია პატარა ზომის ბიგელის სტილის საბაგირო, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიუთითებს. ზოგჯერ შესაძლებელია, ისიამოვნოთ ღამის სრიალით ჰაწვალზე, რაც უფრო მხიარულს და მრავალფეროვანს გახდის თქვენს დასვენებას.
სვანეთის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ხანგრძლივობა ძალიან დიდია. ამასთანავე, თქვენ დარჩენის ალტერნატივაც დიდი გექნებათ, რადგან მესტიაში უამრავი სასტუმროა და შესაძლებელია, დარჩეთ როგორც ძვირადღირებულიან ისე, დაბალ ბიუჯეტიან სასტუმროში. სვანეთის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ცხოვრების მაღალი დონეა, რაც შესაბამისად კვების მხრივ ფართო არჩევანს მოგცემთ.
ამგვარად, თუ გექნებათ 1 კვირით დარჩენის საშუალება და არ გსურთ თქვენი დასვენება მხოლოდ სათხილამურო ტრასებზე სრიალით შემოიფარგლებოდეს, სვანეთში შეგიძლიათ მრავალფეროვანი გახადოთ შვებულება.ტურისტული ცენტრი მესტია გართობის, დასვენების და დროის საუკეთესოდ გატარების უამრავ მიზეზს მოგცემთ, თუ გაითვალისწინებთ იმასაც რომ დასვენება არც ისე ძვირია სვანეთში. რაც მთავარია, თუ ხარისხიან თოვლზე სრიალი თქვენთვის სიამოვნებაა და ზემოთ ჩამოთვლილი თქვენს ინტერესებშია, სვანეთში დასვენება ზღაპრულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
სათხილამურო კურორტი გოდერძი, იმით არის ყველასგან გამორჩეული რომ აქ ყოველთვის ცოტა დამსვენებელია. ზოგჯერ ისიც არის შესაძლებელი მთლიან სასრიალო ტრასაზე, მარტო სრიალებდეთ. ეს ერთ-ერთი დადებითი მხარეა გოდერძის განსხვავებით სხვა კურორტებისა, სადაც სასრიალო ტრასები ძირითადად სულ გადატვირთულია.
თუ გაუკვალავ თოვლსა და ტყეში სრიალი შენი სფეროა, გოდერძი ამის საშუალებას მოგცემს. ზღვასთან სიახლოვის გამო აქ ხშირად თოვს, თოვლი კი ძირითადად ფაფუკი და კარგია. თუმცა, გოდერძიზე საშუალო დონის სათხილამურო ტრასებია და რთული სასრიალო ტრასების მოძებნა მარტივი არ იქნება. დადებითი მხარეა, ისიც რომ საბაგიროებთან ახლოს არის სასტუმროები თუ კოტეჯები და არ დაგჭირდებათ ტრანსპორტირებაში თანხის გადახდა.
ინსფრასტრუქტურა გოდერძიზე ცუდია და ამიტომაც, ძნელია დასარჩენი ადგილების მოძიება. თუ ოდესმე გადაწყვეტთ ახალი წლის გოდერძიზე გატარებას, რეკომენდირებული იქნება თქვენთვის ორი თვით ადრე დაჯავშვნა ადგილების. ამას გარდა, კურორტზე კვების და გართობის ძალიან, ძალიან მცირე არჩევანი გექნებათ, რადგან გოდერძიზე მხოლოდ 1 მოქმედი რესტორანია.
დასარჩენი ადგილების ნაკლები რაოდენობა, გართობის მცირე არჩევანი და კურორტის შორი მდებარეობა ძირითადი უარყოფითი უარყოფითი მხარეა. მაგრამ, თუ დასვენებისთვის მინიმუმ 1 კვირა გაქვთ დრო, გიყვართ მშვიდი და მყუდრო გარემო, გიყვართ სრიალი და არც ისე ბევრი მოთხოვნები გაქვთ, შეგიძლიათ ზამთრის დასვენება დასამახსოვრებელი გახადოთ მეგობრების წრეში.
ბაკურიანი სხვა დანარჩენი კურორტებისგან სასრიალო ტრასების მრავალფეროვნებითაა განსაკუთრებული. ბაკურიანში ინსფრასტრუქტურის განვითარების დონე მაღალი და გართობის ფართო არჩევანია. დადებითი მხარეა ის, რომ თქვენი დასვენება არ იქნება მოსაწყენი, რადგან აქ არის საციგურაო მოედანი, შესაძლებლობა რომ ისეირნოთ ცხენებზე, ისრიალოთ ბურანით, ციგებით. თუ ზამთრის კურორტზე ოჯახთან ან ბავშვთან ერთად გსურთ დროის გატარება, ბაკურიანში სრიალის გარდა ბევრი რამ არსებობს, რაც თქვენს დასვენებას მოსახერხებელს და კომფორტულს გახდის. ბაკურიანში დასვენებისთვის 2 ან მეტი დღეა რეკომენდირებული, რადგან თბილისიდან 3 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს.
ბაკურიანს ბევრ დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეც აქვს. თოვლის დაბალი ხარისხი და მისი რაოდენობა, ცუდი სასრიალო ტრასები და ხალხმრავლობა, ის მთავარი უარყოფითი მხარეებია, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს თქვენთვის. დიდველის ტრასაზე ყოველთვის ბევრია ხალხია და ამის გამო, სრიალი ზოგჯერ შეიძლება დამღლელი იყოს ხალხმრავლობაში. სასტუმროები სასრიალო ტრასებთან ახლოს არის განთავსებული. იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანი დიდი კურორტია და სასრიალო ტრასები ერთმანეთისგან დაშორებულია ტრანსპორტირებისთვის საკუთარი მანქანა ან ტაქსი დაგჭირდებათ.
თუ ზამთრის დასვენება გინდა მრავალფეროვანი იყოს, გსურთ ოჯახურ გარემოში დაისვენოთ, გქონდეთ საცხოვრებელისა თუ კვების ფართო არჩევანი და დროც არ გაქვთ ბევრი, მოემზადეთ ბაკურიანში წასასვლელად.
გუდაურის ყველაზე დიდი უპირატესობა თბილისთან სიახლოვეა. თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზეა და შეგიძლიათ დღისით წავიდეთ და საღამოს უკან დაბრუნდეთ. გუდაურში ბევრი სასრიალო ტრასა და საბაგიროა. თუმცა, გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის არ არის კარგი ადგილი.
გუდაურში რესტორნისა და სასტუმროს ფასები სხვა დანარჩენი სათხილამურო კურორტებისგან განსხვავებით ძალიან ძვირია. ხშირია შემთხვევები, როცა მომსახურე პერსონალს ჩვენს მიმართ არ აქვს კარგი დამოკიდებულება. გუდაურში არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები და თუ არსებობს ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძლება დაგხვდეთ. ასევე, საბაგიროებთან მოგიწევთ დიდხანს რიგში დგომა, რადგან გუდაურს ბევრი დამსვენებელი სტუმრობს. შაბათ-კვირას კი ტრასაზე თოვლი მალევე ფუჭდება, რადგან ამ დროს ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩადის სასრიალოდ. ფაქტიურად, რთული იქნება სრიალით ისიამოვნოთ დილის 12 საათის მერე. სამწუხაროდ, გუდაურში სრიალის გარდა არ არის ბევრი გართობის საშუალება.
ამგვარად, თუ თბილისში იმყოფებით, გაქვთ ცოტა დრო და გსურთ ერთი დღე ან შაბათ-კვირა სათხილამურო კურორტზე დაისვენოთ გუდაური ამ ჩამონათვალში თქვენთვის მოსახერხებელი ადგილია.
თუ გსურთ თქვენი დასვენება ზამთრის კურორტზე იყოს დაუვიწყარი, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესოდ გაატაროთ დრო. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ისიამოვნებთ საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენებით.
სალამი, დღიურ აბონიმენტებზე, სტუდენტებისთვის რატომ არ არის ფასდაკლება? ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის რატომ ღირს იგივე ფასი? ჩვენი ხარჯებით არის აშენებული. მხოლოდ უცხოელებზე და მათ ხელფასებზე რომ არის გათვლილი სირცხვილია. როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი მომსახურე პერსონალი მხოლოდ. უნდა გადაიხედოს ფასები ქართველებისთვის და ცალკე სტუდენტებისთვის დღიურ აბონიმენტებზე და უნდა დაკორექტირდეს.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარისალამი, დღიურ აბონიმენტებზე, სტუდენტებისთვის რატომ არ არის ფასდაკლება? ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის რატომ ღირს იგივე ფასი? ჩვენი ხარჯებით არის აშენებული. მხოლოდ უცხოელებზე და მათ ხელფასებზე რომ არის გათვლილი სირცხვილია. როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი მომსახურე პერსონალი მხოლოდ. უნდა გადაიხედოს ფასები ქართველებისთვის და ცალკე სტუდენტებისთვის დღიურ აბონიმენტებზე და უნდა დაკორექტირდეს.