დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (4)
Goderdzi Ski Resort | სათხილამურო კურორტი გოდერძი კურორტი Goderdzi Ski Resort goderdzi-ski-resort-new-year Goderdzi Ski Resort კოტეჯები Goderdzi Ski Resort კურორტი Goderdzi Ski Resort სათხილამურო კურორტი გოდერძი Hotel meteo at Goderdzi Ski Resort გოდერძი რუკა ski resort goderdzi map

სათხილამურო კურორტი გოდერძის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზამთარი, მარტი

სად მდებარეობს კურორტი გოდერძი?


სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი.


როგორ მოვხვდეთ კურორტ გოდერძიზე?


სათხილამურო კურორტ გოდერძიზე მოხვედრა შესაძლებელია საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით. ზამთარში აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილი. თბილისიდან გოდერძიმდე უმოკლესი გზა ახალციხეზე გაივლის, თუმცა ზარზმა-გოდერძის მონაკვეთი ზამთარში დაკეტილია დიდთოვლობისა და ნამქერის გამო. ბათუმიდან გოდერძიმდე საჭიროა დაახლოებით 3 საათი. თბილისიდან ბათუმის გავლით კურორტ გოდერძიზე ჩასვლას კი ჯამში დაახლოებით 10 საათი დასჭირდება, რადგან ბათუმიდან გოდერძიმდე გზის ბოლო მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია.


სასრიალო ტრასები

კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო  - (ბორანო და მოძრავი ხალიჩა). ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები. შაბათ-კვირას საბაგიროები მუშაობს 10:00 დან 17:00 საათამდე, ხოლო კვირის დღეებში 10:00 დან 16:00 საათამდე.

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის ისე რთული ტრასები. ხოლო დამწყებებს შეუძლიათ ისწავლონ სრიალი მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე (ბორანო).


ინფრასტრუქტურა

გოდერძის სათხილამურო კურორტი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. კურორტზე ფუნქციონირებს სასტუმრო „მეტეო“ 35 ადგილიანი და 6 კოტეჯი 70 ადამიანზე გათვლილი. კოტეჯს აქვს საერთო სამზარეულო, ტელევიზორი, ბუხარი, სამზარეულოს აქსესუარები, ცენტრალური გათბობა, უფასო wifi, თხილამურების შესანახი ოთახი, ყველაფერი რაც საჭიროა კომფორტისთვის. კურორტიდან 3 კილომეტრში, სოფელ დანისპარაულში ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სასტუმროები. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი და რესტორანი. კურორტზე ასევე შეძლებთ იქირაოთ სასრიალო აღჭურვილობა, თუმცა მცირე არჩევანის გამო, უმჯობესია საკუთარი აღჭურვილობით ესტუმროთ კურორტს.


კურორტის სეზონურობა და აქტივობები

ზამთრის სეზონი კურორტ გოდერძიზე დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. თუმცა სრიალისთვის საუკეთესო დრო იანვარი - თებერვალია, რადგან ამ დროს ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლია.


გოდერძი დამსვენებლებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. ზაფხულში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მოაწყონ სხვადასხვა აქტივობები: ლაშქრობა როგორც ალპურ ისე ტყიან ზონაში, ცხენითა და ველოსიპედით სეირნობა, სამკურნალო-მინერალური წყლების დაგემოვნება, მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გოდერძის ნამარხი ტყის მონახულება, საუცხოო მწვანე ტბის მონახულება და ასევე ერთ-ერთი საინტერესო X-XI საუკუნის ისტორიული ძეგლის, ხიხანის ციხის მონახულება. აქვე ახლოს მდებარეობს სოფელი ბეშუმი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.


კურორტის მთავარი უარყოფითი მხარეა დედაქალაქიდან მანძილი და გზის სირთულე, კურორტზე გასართობი საშუალებების, კვების ობიექტებისა და სასტუმროების ნაკლებობა.


თუმცა, მას ბევრი დადებითი მხარეც გააჩნია. კურორტი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აქ არის კარგად აღჭურვილი სასრიალო ტრასები, თავისუფალი სრიალის მოყვარულთათვის ალპური ფერდობები, წიწვონანი ტყეები, ასევე საზაფხულო სოფლებში სრიალის შესაძლებლობა, უხვი ნალექი და ხარისხიანი თოვლი, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სათხილამურო სეზონი საქართველოში, ნაკლები ხალხი და  დაბალი ფასები სხვა სათხილამურო კურორტებთან შედარებით.



თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, გადმოწერეთ აპლიკაცია საქრთველოს მთის კურორტები:

თეგები: #სათხილამურო კურორტი #თოვლი #ზამთარი #კურორტი #ინფრასტრუქტურული ობიექტი #სრიალი #თხილამური #სნოუბორდი #ციგა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ფასები

აბონემენტის სახეობაბარათის ტიპი01.12.2019 - 13.03.202014.03.2020 - 31.04.2020

უფროსისაბავშვოუფროსისაბავშვო
ერთი ასვლაბარქოდი5555
1 დღიანიმულტიქარდი
25152515
2 დღიანიმულტიქარდი
48284828
3 დღე სეზონზემულტიქარდი71427142
4 დღე სეზონზე
მულტიქარდი
92559255
5 დღე სეზონზე
მულტიქარდი
11468--
6 დღე სეზონზე
მულტიქარდი
13380--
7 დღე სეზონზე
მულტიქარდი
14587--
სეზონური
მულტიქარდი
200100100*50*
სტუდენტური
მულტიქარდი
100-50-






გუდაური / ბაკურიანი / გოდერძი /

სვანეთი (ზამთარი)



უფროსი


საბავშვო


უფროსი


საბავშვო

7 დღე სეზონზემულტიქარდი312156
-
-
10 დღე სეზონზემულტიქარდი
420210
-
-
სეზონურიმულტიქარდი
600300
300*
150*
სტუდენტურიმულტიქარდი
300-
150*
-

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Ilona Mirianashvili
Ilona Mirianashvili

Gamarjobat tebervalshi minda dasveneba 1kvirit radajdeba

Levan Gobechia
Levan Gobechia

მოგესალმებით ილონა,
თქვენ ალბათ სასტუმროს (სასტუმრო სახლის) ფასები გაინტერესეთ. სამწუხაროდ წლევანდელი ფასები არ ვიცი. აღნიშნულის გასარკვევად თავად სასტუმროებს ან სასტუმრო სახლების მფლობელებს უნდა დაუკავშირდეთ.

შარშან სულ 2 სასტუმრო იყო გოდერძის უღელტეხილზე.
1. მეტეო - რომელიც უშუალოდ უღელტეხილზე მდებარეობს და ცოტა მიუდგომელია (გზის გამო)
2. კოტეჯები - ისინი შედარებით დაბლა მდებარეობენ, უშუალოდ სასრიალო ტრასებთან.

Eteri Abashidze
Eteri Abashidze

მაინტერესებს კურორტი ბეშუმი

Eteri Abashidze
Eteri Abashidze

შველის თუ არა ბრონქიალური ასთმას

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

დიახ, ბეშუმი გარშემორტყმულია სუბალპური ზონის წიწვოვანი ტყეებით და გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს.

4 შეფასება
5
Ucha Gviniashvili

This is the best place for skiers who love powder and skiing/snowboarding in the forest. Quality of snow is excellent, prices are cheap and you can feel the wilderness

Levan Gobechia

ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტია. მე ძალიან მიყვარს, რადგან შედარებით ნაკლები ხალხი და სიმშვიდეა. თან გაუკვალავში სასრიალო ადგილებიცაა.

გრიგოლ გადელია

💎

I FLY IN THE SKY

Incredible drone footage at Goderdzi Ski Resort - https://youtu.be/QaZUD8MFvXk

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სათხილამურო კურორტი გოდერძი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!