აჭარას შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ხეობაში მდებარეობს. აჭარის ტერიტორია დიდ ისტორიას ინახავს, ეს მხარე უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლების გარდა აჭარაში ულამაზესი ბუნებაცაა, მზიანი ზღვის სანაპიროები, სიმწვანე და ძალიან საინტერესო აჭარის მთიანეთი. მთიან სოფლებში, რომლებიც ჯერ კიდევ შორს არის თანამედროვე ცივილიზაციის აურზაურისგან, გაეცნობით ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას. აჭარა შესანიშნავი მხარეა, როგორც ხმაურიანი გართობის, შოკოლადისფერი ნამზეურის და ფერადოვნების მოყვარულთათვის, ასევე სიმშვიდის და ბუნების წიაღში ჰარმონიის მაძიებელთათვისაც.


ისტორია

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა და გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდმესხეთის ნაწილს შეადგენდა. იგი ქართულ წერილობით წყაროებში პირველად  XI საუკუნეშილეონტი მროველის თხზულებაშიფარნავაზ მეფის მიერ(ძვ. IV-III სს.), ქვეყნის საერისთავოებად დაყოფისა და ერისთავების განწესების შესახებ ცნობაში მოიხსენიება. თუმცა მეცნიერთა მოსაზრებით ეს მხარე ძვ.წ. IV-III საუკუნეებზე გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქვის ხანაში ყოფილა დასახლებული. აჭარის ტერიტორიაზე ბრინჯაოსა და რკინის ხანის კულტურული ფენებიც არის გამოვლენილი. ამ კუთხეს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლაც, ანდრია პირველწოდებულმა პირველად ქრისტიანობა სწორედ აჭარაში იქადაგა. XV - XVI საუკუნეებში აჭარა გურიელის მფლობელობაში იყო, XVII საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ 1609 წელს ის გათავისუფლდა და გურიის სამთავროს შეუერთდა, ეს მხარე მალევე, 1614 წელს, კვლავ ოსმალთა ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა, რაც ორი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. აჭარის მოსახლეობა ოსმალეთის ბატონობის ხანაში გამაჰმადიანდა, მაგრამ არ გათურქებულა და შემოინახა ქართული ენა, ქართული გვარები და ქართული იდენტობა. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, 1878  წელს  დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს აჭარა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომაც შეინარჩუნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი.


კულტურა

საინტერესო კულტურისა და ტრადიციების მქონე აჭარაში ვხვდებით სხვა რეგიონებისგან მკვეთრად განსხვავებულ ჩაცმულობას, სამზარეულოსა თუ ფოლკლორს. ეს მხარე ფერადოვნებით გამოირჩევა.
აჭარელი მამაკაცის სამოსი-ჩაქურა მოკლე და ტანზე მომდგარი იყო.
ჩოხა წელს ქვემოთ ოდნავ სცდება და ჩატანებულია შალისავე ძიგვაში. ჩოხას ქვემოდან ზუბუნ (სახელოებიანი ჟილეტი) ატარებდნენ. ფეხებზე ადგილობრივი მოქსოვილი ძალზე სქელი და ჭრელი წინდები ეცვათ და წინდებზე კი  ჩაფულა (ქალამან). თავზე ყაბალახი ეხურა. ზოგი ზაფხულობით სირმა შემოვლებულ  ჩოხას და შავი სატინის ზუბუნს და ძიგვას ატარებდ. აჭარული ტანსაცმლის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა იარაღითოფი, წელზე გარშემო სავაზნე, მოვერცხლილი დამბაჩა, საჯაყვე, სატევარი და მათარა. ქალებს ეცვათ ქათიბის მსგავსი ჩითის ხირხა, დაბამბული ან უბამბო, სეზონის მიხედვით. ხირხას ქვემოთ ატარებდნენ კაბას, კაბ ქვემოთ - ალისფერი ჩითისგან შეკერილ პერანგს და შარვალს. თავზე სემოკრული ჰქონდათ იაზმა, ზემოდან ლეჩაქი, რომლის ერთი ბოლო წელამდე იყო დაშვებული, სახეზე თხელი მანდილი - ფეჩა ჰქონდათ ჩამოფარებული. ამ ყველაფრის ზემოდან გადაფარებული ჰქონდათ თეთრი ჩადრი.
აჭარას მრავალფეროვანი ფოლკლორი აქვს. მხიარული შაირობა, საბრძოლო, შემართებული  „ხორუმი“ თუ ენერგიული, სატრფიალო „განდაგანა“ მკვეთრად გამოხატავს ამ მხარის იდენტობასა და ხასიათს.
აჭარაში მრავალი სახალხო დღესასწაულია: შუამთობა, მარეთობა, მაჭახლობა, სელიმობა, ტბელობა და სხვა. ამ დღესასწაულებზე იმართება ნადიმი, თამაშობები, ცეკვა-სიმღერა, სპორტული შეჯიბრებები და ზოგჯერ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნაწარმის ჩვენება. ამ დღესასწაულებზე ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნების საშუალებაც მოგეცემათ.
აჭარული სამზარეულო მსუყე და ყუათიანია, აქტიურად იყენებენ რძის ნაწარმს: ერბოს, კარაქს, ნადუღს, ხაჭოს, ყველს და ა.შ. დაუღალავად მშრომელ და მოფუსფუსე გლეხს ნოყიერი საკვებიც სჭირდებოდა. ადგილობრივი კერძებიდან გამორჩეულია აჭარული ხაჭაპური, ბორანო, იახნი, ფხალლობიო, აჩმა სინორი და ყურუთი. ტკბილეულიდან კი განსაკუთრებით გემრიელია აჭარული ბაქლავა. აჭარაში მევენახეობის ტრადიციაც უძველესი დროიდან მოდის. ადგილობრივი ვაზის ჯიშების რაოდენობა 80 ერთეულს აღწევდა. დღესდღეობით რეგიონში ყველაზე გავრცელებული ჯიშებია ცოლიკაური და ჩხავერი. დღემდე შემორჩენილ ადგილობრივ ჯიშთაგან ყველაზე ცნობილია საწური. რეგიონში ასევე გავრცელებულია მეთამბაქოეობა და მეფუტკრეობა.


გეოგრაფია

აჭარა საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, აჭარისწყლის ხეობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება გურია, აღმოსავლეთით-ახალციხე, სამხრეთით კი თურქეთი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ბათუმი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ბათუმის, ხულოს, ქედის, ქობულეთის, შუახევის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები. აჭარის უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა (3007მ) რომელიც არსიანის ქედზე მდებარეობს. რეგიონის მთავარი მდინარე აჭარისწყალია. მისი შენაკადებია: კავრეთა, ხოხნისწყალი, აგარისწყალი, ჭვანისწყალი, ჩირუხისწყალი და სხალთა. ასევე აჭარას ეკუთვნის მდინარეები: კინტრიში, ჩაქვისწყალი, ყოროლისწყალი, რომლებიც პირდაპირ შავ ზღვას ერთვიან.
აჭარის მიკროკლიმატის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ქობულეთ-ჩაქვის ქედი, რომელიც მთიან და ზღვისპირა ზონებად ჰყოვს ამ მხარეს. მისი ზეგავლენით ზღვისპირა აჭარისთვის ტენიანი სუბტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი, თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მთიან აჭარაში კი ნაკლებად ტენიანი კლიმატია და ზამთარი უხვთოვლიანი. ზღვისპირა ზონებში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა
22-24-ა, მთაში - 17-21.  ზამთრში კი დაბლობში - 4-6, მაღალმთიან რაიონებში 3-2. ეს მხარე მდიდარი არ არის ტბებით, თუმცა რამდენიმე ტბას მაინც ვხვდებით.


რა ვნახოთ

მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე აჭარაში ბევრი საინტერესო ძეგლია შემორჩენილი. აქ გვხვდება ქვის ხანის სადგომები, ბრინჯაო-რკინის და ანტიკური ხანის ძეგლები (მაგ.: გონიოს ციხე და თხილვანის მენჰირი) და შუასაუკუნეების ტაძრები, ციხესიმაგრეები და ხიდები, რომლებიც სხვადასხვა დროს მრავალი საინტერესო მოვლენისა და ისტორიის მომსწრენი გამხდარან. თვალწარმტაცი და მრავალფეროვანია აჭარის ბუნებაც. მოლივლივე ზღვა, ულამაზესი ხეობები, ჩანჩქერები თუ ალპური მდელოები ნამდვილად მოგხიბლავთ. აჭარაში 4 დაცული ტერიტორიაა და თითოეული ინდივიდუალური ხასიათით და ენდემური ჯიშებით ხასიათდება. აჭარა ასევე მდიდარია ზღვისპირა და მთის კურორტებით.


ბუნება


კულტურული ძეგლები

  • გონიოს ციხე
  • პეტრას ციხე
  • ხიხანის ციხე
  • სხალთის მტაძარი
  • ხინოს ნამონასტრალი
  • ვერნების ეკლესია
  • კავიანის ციხე
  • ზენდიდის ციხე
  • ცივასულას ციხე
  • მახუნცეთის ხიდი
  • ცხმორისის ხიდი
  • ჯაიმელას ხიდი
  • დანდალოს ხიდი
  • ხინოს ნამონასტრალი
  • ზედა ჩხუტუნეთის მარანი
  • თხილვანის მენჰირი


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



მანძილი დედაქალაქიდან
376 კმ
Levan Gobechia
Levan Gobechia
ფოტოების ავტორი
მწვანე ტბა, აჭარა - Green Lake, Adjara
მწვანე ტბა

მწვანე ტბა — ტბა ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გო...

ბათუმი, აჭარა - batumi, adjara
ბათუმი

ბათუმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაცი...

Makhuntseti waterfall, Adjara
მახუნცეთის ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, ქედ...

იხილეთ ასევე

სად მდებარეობს კურორტი გოდერძი?სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის...

მწვანე ტბა — ტბა ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2058 მ...

ბათუმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან.  ბათუმი მსხვილი სა...

ქობულეთი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, აჭარის მხარეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის ს...

ქობულეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს აჭარის მხარეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა...

ქობულეთის ეროვნული პარკი - მდებარეობს აჭარაში, ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში.ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქო...

კინტრიშის ეროვნული პარკი - მდებაორებს აჭარაში, ქობულეთის რაიონში, საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხ...

შუახევი — ქალაქი (დაბა), შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდა...

ქედა — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ...

მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დ...

ხულო — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საა...

ბეშუმი - ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ზღვის დონიდან 18...

დიდაჭარა — საზაფხულო სოფელი ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის...

მტირალას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის. ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს...

ხელვაჩაური — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შარაბიძეების თემში.ისტორიაXIX საუკუნის მეორე ნ...

მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 - 350 მეტრ სიმაღლე...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე აჭარა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!