კურორტი Goderdzi Ski Resort

სათხილამურო კურორტი გოდერძი

1 შეფასება

სათხილამურო კურორტი გოდერძის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ზამთარი, მარტი

სად მდებარეობს კურორტი გოდერძი?


სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი.


როგორ მოვხვდეთ კურორტ გოდერძიზე?


სათხილამურო კურორტ გოდერძიზე მოხვედრა შესაძლებელია საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით. ზამთარში აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილი. თბილისიდან გოდერძიმდე უმოკლესი გზა ახალციხეზე გაივლის, თუმცა ზარზმა-გოდერძის მონაკვეთი ზამთარში დაკეტილია დიდთოვლობისა და ნამქერის გამო. ბათუმიდან გოდერძიმდე საჭიროა დაახლოებით 3 საათი. თბილისიდან ბათუმის გავლით კურორტ გოდერძიზე ჩასვლას კი ჯამში დაახლოებით 10 საათი დასჭირდება, რადგან ბათუმიდან გოდერძიმდე გზის ბოლო მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია.


სასრიალო ტრასები

კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო  - (ბორანო და მოძრავი ხალიჩა). ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები. შაბათ-კვირას საბაგიროები მუშაობს 10:00 დან 17:00 საათამდე, ხოლო კვირის დღეებში 10:00 დან 16:00 საათამდე.

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის ისე რთული ტრასები. ხოლო დამწყებებს შეუძლიათ ისწავლონ სრიალი მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე (ბორანო).


ინფრასტრუქტურა

გოდერძის სათხილამურო კურორტი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. კურორტზე ფუნქციონირებს სასტუმრო „მეტეო“ 35 ადგილიანი და 6 კოტეჯი 70 ადამიანზე გათვლილი. კოტეჯს აქვს საერთო სამზარეულო, ტელევიზორი, ბუხარი, სამზარეულოს აქსესუარები, ცენტრალური გათბობა, უფასო wifi, თხილამურების შესანახი ოთახი, ყველაფერი რაც საჭიროა კომფორტისთვის. კურორტიდან 3 კილომეტრში, სოფელ დანისპარაულში ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სასტუმროები. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი და რესტორანი. კურორტზე ასევე შეძლებთ იქირაოთ სასრიალო აღჭურვილობა, თუმცა მცირე არჩევანის გამო, უმჯობესია საკუთარი აღჭურვილობით ესტუმროთ კურორტს.


კურორტის სეზონურობა და აქტივობები

ზამთრის სეზონი კურორტ გოდერძიზე დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. თუმცა სრიალისთვის საუკეთესო დრო იანვარი - თებერვალია, რადგან ამ დროს ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლია.


გოდერძი დამსვენებლებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. ზაფხულში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მოაწყონ სხვადასხვა აქტივობები: ლაშქრობა როგორც ალპურ ისე ტყიან ზონაში, ცხენითა და ველოსიპედით სეირნობა, სამკურნალო-მინერალური წყლების დაგემოვნება, მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გოდერძის ნამარხი ტყის მონახულება, საუცხოო მწვანე ტბის მონახულება და ასევე ერთ-ერთი საინტერესო X-XI საუკუნის ისტორიული ძეგლის, ხიხანის ციხის მონახულება. აქვე ახლოს მდებარეობს სოფელი ბეშუმი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.


კურორტის მთავარი უარყოფითი მხარეა დედაქალაქიდან მანძილი და გზის სირთულე, კურორტზე გასართობი საშუალებების, კვების ობიექტებისა და სასტუმროების ნაკლებობა.


თუმცა, მას ბევრი დადებითი მხარეც გააჩნია. კურორტი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აქ არის კარგად აღჭურვილი სასრიალო ტრასები, თავისუფალი სრიალის მოყვარულთათვის ალპური ფერდობები, წიწვონანი ტყეები, ასევე საზაფხულო სოფლებში სრიალის შესაძლებლობა, უხვი ნალექი და ხარისხიანი თოვლი, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სათხილამურო სეზონი საქართველოში, ნაკლები ხალხი და  დაბალი ფასები სხვა სათხილამურო კურორტებთან შედარებით.



თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, გადმოწერეთ აპლიკაცია საქრთველოს მთის კურორტები:

მდებარეობა
41.631734, 42.509847
მანძილი დედაქალაქიდან
477 კმ
რეკომენდებული დრო
5 დღე

იხილეთ ასევე

ბეშუმი - ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ზღვის დონიდან 18...

მწვანე ტბა — ტბა ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2058 მ...

ზარზმის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, ...

ზარზმა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზარზმის თემში. მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირზე....

დიდაჭარა — საზაფხულო სოფელი ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის...

უდის მთა - წარმოადგენს სოფელ უდის საზაფხულო საძოვრებსა და სადგომებს. მდებარეობს სამცხე - ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში....

თრიალას ტბები მდებარეობს სამცხე - ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მთა თლილის ჩრდილოეთ ფერდობზე,ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. სულ არის 3 ტბა....

დერცელი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, დერცელის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ...

ხულო — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საა...

იჯარეთი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, გორგულის თემში. მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთით, მდინა...

მდებარეობაადიგენი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის სანაპიროზე. ადიგენში გადის ახალციხისა და ბათუმის დამაკავშირებელი გზა. მუნიციპ...

ჭულეს მონასტერი ან ჭულევის მონასტერი — XIV საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, პატარა ზანავშ...

ზანავის ციხე — ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ზანავში. ადიგენიდან 5 კმ. დაშორებით. მიეკუთვნება განვითარებულ შუა ს...

ოქროს ციხე – ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ციხე უზარმაზარ კლდოვან მასივზ...

ჯაჯის ტბა მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2655 მეტრზე. ტბა ესაზღვრება ჩოხატაურის ვანის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს. ტბასთან მ...

შუახევი — ქალაქი (დაბა), შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდა...

ბახმარო არის მთის კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის ქმნის უნიკალურ გარემოს. შესაბამისად, აქვს ...

ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ ს...

აბასთუმანი — კურორტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ო...

გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და აქვს ბუნებრივი ს...

მდებარეობს მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. 800 მეტი ზ.დ. მანძილი თბილისიდან 245 კმ. ბაღდათიდან 23 კმ. ქუთაისიდან 50 კმ. ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირ...

რაბათის ციხე — ისტორიული ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ უბანში. მდებარეობს მდინარე ფოცხოვი...

ახალციხე, ძველად ლომსია — ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბუ...

საფარის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრელთან ზღვის დონიდან 1300 ...

ქედა — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ...

ჩოხატაური — დაბა გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, და ჯანდაცვის დაწესებულებები, ერთი საჯ...

იხილეთ ასევე

კითხვები და პასუხები

Eteri Abashidze
Eteri Abashidze

მაინტერესებს კურორტი ბეშუმი

Eteri Abashidze
Eteri Abashidze

შველის თუ არა ბრონქიალური ასთმას

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

დიახ, ბეშუმი გარშემორტყმულია სუბალპური ზონის წიწვოვანი ტყეებით და გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს.

1 შეფასება

5
Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

This is the best place for skiers who love powder and skiing/snowboarding in the forest. Quality of snow is excellent, prices are cheap and you can feel the wilderness

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სათხილამურო კურორტი გოდერძი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!