![ბათუმი-შეკვეთილი](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/files/batumi-shekvetili.jpeg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჯაიმელას ხიდი (წონიარისის ხიდი) აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში მდებარეობს, მდინარეზე, რომელიც მარჯვენა მხრიდან აჭარისწყალს უერთდება. ძეგლი ზუსტად დათარიღებული არ არის, თუმცა იგი განვითარებულ შუასაუკუნეებში უნდა იყოს აგებული. წონიარისის თაღოვანი ხიდი აჭარისწყლის ხეობას უმოკლესი გზით აკავშირებდა ხინოს სამონასტრო კომპლექსთან და შესაბამისად, კინტრიშის ხეობას გურიის სოფლებთან. ხიდის სიგრძე 22 მეტრია, მისი შუა ნაწილის სიგანე კი - 2.5 მეტრი. ჯაიმელას ხიდი სოფლის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. მისი სახელწოდება ამ სოფლის უბანს - „ჯაიმელას“ უკავშირდება. ადგილობრივები მას „თამარის ხიდს“ ეძახიან. თურქთა შემოსევებისას ხიდი არაერთხელ დაზიანებულა. 2009-2010 წლებში მას სარებილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღდგენისას ფუძედ ძველი ხიდის ბურჯები გამოიყენეს. წონაირისის ხიდი დღემდე ფუნქციონირებს და მისი საშუალებით ადგილობრივები სოფლიდან სოფელში გადადიან. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა