დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ხულო, აჭარა - Khulo, Adjara ხულო, აჭარა - Khulo, Adjara ხულო, აჭარა - Khulo, Adjara ხულო, აჭარა - Khulo, Adjara ხულო, აჭარა - Khulo, Adjara

ხულოს შესახებ

ხულო აჭარაში მდებარე მუნიციპალიტეტია. რაიონის ტერიტორია უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან, იყო დასახლებული. აქ აღმოჩენილი საკულტო დანიშნულების ძეგლები, როგორიცაა თხილვანის მენჰირი და კალოთის სამსხვერპლო, ადასტურებს ხულოს ტერიტორიაზე ცივილიზაციის არსებობას წინარექრისტიანულ ხანებში. ეს ადგილი განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რაზეც მრავლად შემორჩენილი ნაეკლესიარები, ციხე-სიმაგრეები თუ შუასაუკუნოვანი თაღოვანი ხიდებიც მეტყველებს. აქ მდებარეობს ერთ-ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლი - სხალთის ტაძარი. სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“, რაც სავაჭრო სახლს ნიშნავს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა. ხულოს რაიონი დღევანდელი საზღვრებით 1965 წელს ჩამოყალიბდა, ამჟამინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით კი ხულოს მუნიციპალიტეტი ეწოდება. ხულო დღესდღეობით განვითარებული რაიონია. აქ ფუნქციონირებს თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და ჯანდაცვის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ: მეცხოველეობა და მემცენარეობა. ხულოს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალიც აქვს, შესანიშნავი კურორტები, ულამაზესი ბუნება და ისტორიულ-კულტურული ძეგლები უამრავ ადამიანს იზიდავს.


გეოგრაფია


ხულოს მუნიციპალიტეტი აჭარაში მდებარეობს. მისი ტერიტორია ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო. მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ტერიტორიულ ერთეულედ, ესენია: დაბა ხულო, აგარა, ღორჯომი, სხალთა, ფუშრუკაული, რიყეთი, დიოკნისი, დიდაჭარა, ვაშლოვანი, დეკანაშვილები, საციხურები, ხიხაძირი, თხილვანა. ხულოს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი, დასავლეთით - შუახევის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით - ოზურგეთი, ჩრდილოეთით - ჩოხატაური, აღმოსავლეთით კი - ადიგენის მუნიციპალიტეტი. ხულოს ტერიტორია მთა-გორიანია, იგი განლაგებულია არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე. რაიონის უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა, რომლის სიმაღლეა 3007 მ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. რაიონში მრავლად გვხვდება ტბები, რომელთა შორის ყველაზე დიდია მწვანე ტბა. ხულო მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აქაურ ტყეებში გავრცელებულია: უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, წაბლი, მუხა, კაკალი, ვერხვი, თელა და ა.შ. რაიონის ტერიტორიაზე ბინადრობენ: კავკასიური ირემი, კავკასიური მურა დათვი, ბექობის არწივი, დურაჯი, კავკასიური შურთხი, მცირეაზიური ტრიტონი, კავკასიური სალამანდრა და სხვა.
ხულოს მუნიციპალიტეტი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაშია მოქცეული. ჰავას აქ მკვეთრი სეზონურობა ახასიათებს, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული კი ცხელი და შედარებით მშრალი. მუნიციპალიტეტის დაბალ ნაწილებში საშუალო წლიური ტემპერატურაა 10.1 C°, იანვრისა - 0.9 C°, ივნისისა კი - 18.6 C°. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაბალია.


რა ვნახოთ


ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. თუკი მოგზაურობა და ბუნებაში ხეტიალი გიყვართ, აქ მრავალ საინტერესო ადგილს იპოვნით. ტბები, ჩანჩქერები, ამწვანებული მთები, ალპური მდელოები და საოცარი ხედები უამრავ ადამიანს იზიდავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა, შუამთის ტბები და ბაკოს ჩანჩქერები. მოლივლივე მომწვანო-მოლურჯო ტბები და მათი მშვენიერი შემოგარენი ულამაზეს სანახაობას ქმნის. ასევე, შეუძლებელია არ მოგხიბლოთ მწვანე ხეობაში კლდოვანზე გადმოკიდულმა ბაკოს ჩანჩქერებმა. გარდა ბუნების მშვენიერებისა ხულო კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. აქ მდებარეობს აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - სხალთის მონასტერი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება. აჭარაში ფაქტობრივად ყველა ტაძარი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, ეს კიდევ უფრო ზრდის სხალთის ეკლესიის მნიშვნელობას. განსაკუთრებულად გამორჩეული ძეგლია X-XI საუკუნეების ხიხანის ციხეც, რომელიც გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, გასაოცარი და შთამბეჭდავი ხედებითაც გამოირჩევა. რაიონში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: ვარდციხე, ციხისყელი, უჩხოს თაღოვანი ხიდი, კალოთის ეკლესია, ვანაძეების ეკლესია და სხვა. ხულოს ერთ-ერთი ტურისტული ობიექტია ხულო-თაგოს საბაგირო გზა, საიდანაც საოცარი გაშლილი სივრცეები გადაგეშლებათ თვალწინ. თუკი მთის კურორტების მოყვარული ხართ და ლამაზ, კოხტა კოტეჯში კომფორტული დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავია ხულოს კურორტები - გოდერძი და ბეშუმი. რაიონში ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ხულოს დრამატულ თეატრსა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.


ბუნება


მწვანე ტბა

ბაკოს ჩანჩქერები

შუამთის ტბები

გოდერძის ნამარხი ტყე

შავი ტბა


კულტურული ძეგლები


ხიხანის ციხე

სხალთის მონასტერი

ვარდციხე

ვანაძეების ეკლესია

უჩხოს თაღოვანი ხიდი


კურორტები

გოდერძი

ბეშუმი


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები აჭარაში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
მარი კოჩალიძე
მარი კოჩალიძე

მაინტერესებს რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი რესურსები?

Juerg Rufener
Juerg Rufener

When does the road Road Akhaltsikhe - Khulo open this year?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, please contact the road department via number: 032 231 30 76 or email info@georoad.ge

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხულო

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!