
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კალოთის ეკლესია აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში მდებარეობს. იგი XI-XIII საუკუნეების ძეგლია. ნაგებობა ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, შედარებით უკეთაა შემორჩენილი ტაძრის აღმოსავლეთი მხარე, საკურთხევლის აფსიდის კედელი და კონქის ნაწილი, დანარჩენი კი საძირკვლის დონემდეა დაცული. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით, რომელიც საძვალედ იყო გამოყენებული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზის იატაკთან შედარებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. როგორც ჩანს, ნაგებობის კამაროვანი გადახურვა საკმაოდ სქელ კედლებსა და შვერილ, პროფილირებულ პილასტრებზე გადაყვანილ ერთადერთ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. აფსიდში ერთი სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან. ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ორნამენტირებული ქვების და ლავგარდნის ფრაგმენტები, მათ შორის ქვის ფილა ქართული ასომთავრული წარწერით. კალოთის ეკლესიის კედლები მოპირკეთებული ყოფილა კარგად დამუშავებული ქვის ფილებით და შემკული იყო ჩუქურთმებით.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა