ხულო, აჭარა - Khulo, Adjara

ხულო

4
ტურისტული ადგილი
702 Area
ფართობი, კმ2
25,450 Population
მოსახლეობა

ხულოს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ხულო — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.


ისტორია

სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“ და ნიშნავს სავაჭრო სახლს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ზემო აჭარის პოლიტიკურმა ცენტრმა სხალთიდან ხულოში გადაინაცვლა. 1874 წელს მისი მოსახლეობა 100 კომლზე მეტი არ იქნებოდა ხულოში იდგა ეკლესია, რომლის ქვები ხიმშიაშვლებმა ჯამესა და სხვა შენობებზე გამოიყენეს. დაბის სტატუსი მიიღო 1964 წელს.


ღირსშესანიშნაობანი

  • აგარა - შუა საუკუნეების ძეგლი "ნასაყდრალი"
  • ბაკო - შუა საუკუნეების "თამარის ციხე"
  • ვერნები - XII-XIII საუკუნეების ეკლესია.
  • ყინჩაური - XIII საუკუნის ეკლესია სხალთა; შუა საუკუნეების ხიდი; განვითარებული შუა საუკუნეების ნაგებობა.
  • ზედა თხილვანა - ხიხანის ციხე; XIII საუკუნის ეკლესიის ნანგრევები
  • ვანაძეები - X–XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები
  • საციხური - XI საუკუნის ეკლესიის ნანგრევები
  • ხიხაძირი - XIII საუკუნის ეკლესია თიკინაური; XI-XII საუკუნეების ციხე - ვარდციხე
  • უჩხო - XII საუკუნის ქვის თაღოვანი ხიდი
  • კალოთა - XI-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები
  • მწვანე ტბა
მდებარეობა
41.642325, 42.314065
მანძილი დედაქალაქიდან
488 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე
მწვანე ტბა, აჭარა - Green Lake, Adjara
მწვანე ტბა

მწვანე ტბა — ტბა ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გო...

იხილეთ ასევე

სად მდებარეობს კურორტი გოდერძი?სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის...

მწვანე ტბა — ტბა ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2058 მ...

ბეშუმი - ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ზღვის დონიდან 18...

დიდაჭარა — საზაფხულო სოფელი ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხულო

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!