
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გოდერძის ნამარხი ტყე სამცხისა და აჭარის საზღვარზე მდებარეობს, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე. მესამეულ პერიოდში მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში ჩამარხა ტროპიკული ტყე და სწორედ ამ ტყის ფლორაა შემორჩენილი გაქვავებული სახით. გოდერძის განამარხებულ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. მისი საერთო ფართობი ჯამში 365 ჰექტარს შეადგენს და განლაგებულია ზღვის დონიდან 1600-2100 მეტრზე. გოდერძის წყების ტერიტორიის რელიეფი საკმაოდ რთული, მთაგორიანი და დანაწევრებულია. გზის გასწვრივ, კლდეებზე, ბუნებრივი გაშიშვლების ვულკანურ ბრექჩიებში, კარგად მოჩანს განამარხებული ფლორის და გაქვავებული ხის სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ორიენტირების ბუნებრივი ანაბეჭდები. ალაგ-ალაგ შესანიშნავად არის შემონახული სითბოს მოყვარული ფოთლოვანი მცენარეების, განსაკუთრებით დაფნისნაირების ფითლების ანაბეჭდები, აქ ნაპოვნია პალმები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შ. როგორც ჩანს, მილიონობით წლის წინ ამ ტერიტორიაზე ტროპიკული ჰავა ყოფილა და შესაფერისი მცენარეები ხარობდნენ. გაქვავებული ხეები მთლიანად ჩანაცვლებულია ოპალით და ქალცედონით, ნაპრალები და სიცარიელეები კი ქალცედონითა და კვარცითაა ამოვსებული. ხის გაქვავება მიმდინარეობდა მისი ორგანული მასალის თითქმის მთლიანი ჩანაცვლებით ისე, რომ სრულიად არ დარღვეულა მცენარის პირვანდელი სტრუქტურა. გოდერძის ნამარხი ტყე უმნიშვნელოვანეს ბუნების ძეგლს წარმოადგენს და იგი საინტერესოა, როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა