დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ადიგენი - Adigeni

ადიგენის შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. იგი ისტორიული სამცხის შემადგენლობაში შედიოდა. ამ მხარის მმართველები იყვნენ მთავრები – ხურციძეები, რომელთა სამთავრო ცენტრადაც ჩორჩანი ითვლებოდა. შუა საუკუნეებში, იმ დროინდელი ადგილობრივი მოსახლეობა ოსმალთა რამდენიმესაუკუნოვანმა ბატონობამ გადააგვარა და თითქმის გააქრო. ადიგენი 1917 წლამდე თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–1930 წლებში - ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან კი იგი ცალკე რაიონია. დღესდღეობით რაიონი განვითარებულია. ადიგენში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სკოლები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მეკარტოფილეობა, სახორცე-სარძევე მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებითაა წარმოდგენილი. ადიგენის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება. ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე რაიონში მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. ადიგენში მდებარეობს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც გარდა თავისი სამეცნიერო დანიშნულებისა, რიგითი დამთვალიერებლისთვისაც ძალიან საინტერესოა. ულამაზესი ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებისთ ადიგენი უამრავ ტურისტს იზიდავს. უძველესი ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, გაშლილი სივრცეები, სუფთა ჰაერი, ლურჯი ტბები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს და ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდ ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს.


გეოგრაფია

ადიგენის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ადიგენი. რაიონი მოიცავს 20 ადმინისტრაციულ ერთეულს, ესენია: ადიგენი, აბასთუმანი, არალი, ბენარა, ხევაშენი, ბოლაჯური, გორგული, ვარხანი, წახანი, ზანავი, ლელოვანი, მლაშე, ზარზმა, მოხე, დერცელი, უდე, ფხერო, ჩორჩანი, ჭეჭლა, ზედუბანი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით აჭარა ესაზღვრება, ჩრდილოეთით - ჩოხატაური, ვანი და ბაღდათი, აღმოსავლეთით - ახალციხე, სამხრეთით კი - თურქეთის რესპუბლიკა. რაიონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილი მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი - არსიანის ქედის ფერდობებს უჭირავს, სამხრეთი ნაწილი მოიცავს ერუშეთის ქედის სუსტად დანაწევრებულ ჩრდილო ფერდობს. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან აღმოსავლეთით კვეთს მდინარე ქვაბლიანი. მისი შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარეები: ოცხე, ღაღვი, ძინძე და კურცხანა. ადიგენში გვხვდება რამდენიმე პატარა ტბაც: კოტატბა, შავი ტბა, თლილი, წყისი და სხვა. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ქვედა სარტყელში განვითარებულია შერეული ტყე, სადაც მუხა და რცხილა სჭარბობს, უფრო ზევით გავრცელებულია წიწვნარი: ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. 2000 მეტრის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. ტყეებს დიდი საკურორტო და ნაიადგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ადიგენის ტყეებში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, გარეული კატა, კვერნა, ციყვი და ა.შ. მრავალფეროვანია ორნითოფაუნაც, აქ გვხვდება: მწყერი, გვრიტი, კოდალა, შოშია, კაჭკაჭი, ბულბული და სხვა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო ჰავაა ცივი ზამთრითა და თბილი, ხანმოკლე ზაფხულით. დაბალ ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურა 8,0 °C-დან 6,4 °C-მდეა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4 °C - 5,4 °C.


რა ვნახოთ

ადიგენის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. საოცარი ტყეები, მთები, ალპური მინდვრები და პატარა ტბები უამრავ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ შეგიძლიათ მრავალფეროვანი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე ლაშქრობების მოწყობა. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა გოდერძის ნამარხი ტყე, სადაც ტროპიკული მზენარეების ანაბეჭდებს ნახავთ, რომლებიც მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში ჩამარხა. დიდი პოპულარობით სარგებლობს თრიალას ტბები. სიმწვანეში ჩაფლული, ტყეებითა და მინდვრებით გარშემორტყმული ლურჯი ტბები ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს. შეგიძლიათ მოინახულოთ ალპურ სერებში მოქცეული ჯაჯის ტბა, რომელიც გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობს. რაიონში გვხვდება პატარ-პატარა ჩანჩქერებიც და მრავალი ულამაზესი ადგილი პიკნიკისა და სიმშვიდეში განტვირთვისთვის. კომფორტულად დასვენებისა და ბუნების სილამაზით ტკბობისთვის შესანიშნავია კურორტი აბასთუმანი, სადაც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულებასაც შეძლებთ და მთვარესა და რამდენიმე პლანეტას დააკვირდებით. ადიგენის მუნიციპალიტეტი მიმზიდველია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი უძველესი ტაძარი თუ ციხე-სიმაგრეა შემორჩენილი. შთამბეჭდავი და უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი - ზარზმა, ჭულის მონასტერი უმშვენიერესი გარემოთი და ხედებით თუ გაშლილ სივრცეში, მთაზე აღმართული ოქროს ციხე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.


ბუნება

  • თრიალას ტბები
  • გოდერძის ნამარხი ტყე
  • საზღვრისპირა საზაფხულო იეილები
  • ჭულის ჩანჩქერი
  • კოტატბა


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ადიგენი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!