ახალციხე

ახალციხე

3
ტურისტული ადგილი
984 Area
ფართობი, კმ2
39,375 Population
მოსახლეობა

ახალციხის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იწყება, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვის ხანის იარაღები ადასტურებს. აქ ასევე აღმოჩენილია ძვ.წ. III ათასწლეულის ნამოსახლარები და სამარხები. ახალციხეს დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა შუასაუკუნეებშიც, რაც მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამაც განაპირობა. მკვლევართა აზრით ახალციხეს ძველად ლომსია ერქვა. მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი ახალციხე (მაშინდელი ლომსია) XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნეში სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - ქალაქი აღადგინეს და ამ ადგილს ახალციხე ეწოდა. ისტორიულ წყაროებში ახალციხე XII საუკუნიდან იხსენიება. იგი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. დღესდღეობით ახალციხეში ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ბიბლიოთეკები, სამუსიკო სკოლა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში ეკონომიკის წამყვანი დარგი მრეწველობაა, აქ არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. მუნიციპალიტეტში ასევე განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. ახალციხეში თავს იყრის თურქეთიდან და სომხეთიდან მომავალი გზები. რაიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა: აქატი, დიატომიტი, მურა ნახშირი, თაბაშირი და სხვა. ახალციხეში მრავალი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება, ეს რაიონი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა, ეს ყველაფერი მას ტურისტულად ძალიან მიმზიდველს ხდის. უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახალციხეს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.


გეოგრაფია და კლიმატი

ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვის ხეობები. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი და ხარაგაული ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან - ასპინძა, დასავლეთიდან - ადიგენი, სამხრეთით კი - თურქეთის რესპუბლიკა. რაიონისთვის დამახასიათებელია რთული რელიეფი, აქ გვხვდება მოვაკებული ტერასები, ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც 950 მეტრიდან 2964 მეტრამდეა განლაგებული. ახალციხის მთავარი მდინარეებია მტკვარი და ფოცხოვი. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ მცენარეთა საფარის სამი ძირითადი ზონა გვხვდება: გარდამავალი ტყესტეპის, მთის ტყისა და მდელოსი. ტყვეებში გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარი, ღვია, შავჟაგა, ზღარბა და ა.შ. ახალციხეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია, გავრცელებულია: ირემი, არჩვი, შველი, გარეული ღორი, დათვი, მელა, ფოჩხვერი, გარეული კატა, კურდღელი, ქედანი, მწყერი, კავკასიური როჭო და მრავალი სხვა. მუნიციპალიტეტში მოიპოვება მინერალური წყლები და სხვა სასარგებლო წიაღისეული.
ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,8 °C, აგვისტოსი კი - 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში კი მთიანეთის სტეპების ჰავაა, მოკლე ზაფხულითა და ცივი ზამთრით.


რა ვნახოთ

ახალციხის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზითა და კულტურულ ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ტყეები, მთები, კლდეები და ულამაზესი ხედები შესანიშნავ გარემოს ქმნის მოგზაურობისა და ბუნების მოყვარულთათვის. ახალციხეში რამდენიმე ბალნეოლოგიური საკურორტო ზონაა, სადაც სასიამოვნო და კომფორტულ დასვენებას შეძლებთ. ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბაა, სადაც მოწყობილია სასეირნო ბილიკები, ბარები, ასევე შესაძლებელია ნავით გასეირნებაც. ახალციხის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით საინტერესო კულტურული ძეგლებით იქცევს ყურადღებას. აქ სხვადასხვა პერიოდის ტაძრებისა და ციხე სიმაგრეების მონახულებას შეძლებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფარის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე ძეგლისგან შედგება, მოქცევის ციხე ვრცელი, ლამაზი ხედებით, ბაიების კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, ბასშტაბური რაბათის ციხე, სადაც ქართული და აღმოსავლური არქიტექტურა ერწყმის ერთმანეთს, ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია და მრავალი სხვა. რაიონში ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 25 ათასზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. მუზეუმში დაცულია უძველესი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ხალიჩა-ფარდაგების გამოფენა და ფოტო-დკუმენტები. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ორ შენობაშია განთავსებული.


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

მდებარეობა
41.640242, 42.983893
მანძილი დედაქალაქიდან
210 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+3
რაბათის ციხე Rabati fortress
რაბათის ციხე

რაბათის ციხე — ისტორიული ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში, „რა...

მოქცევის ციხე
მოქცევის ციხე

მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ახალციხი...

საინტერესო მარშრუტები ახალციხეში

იხილეთ ასევე

რაბათის ციხე — ისტორიული ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ უბანში. მდებარეობს მდინარე ფოცხოვი...

მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორ...

საფარის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრელთან ზღვის დონიდან 1300 ...

პანორამების ბილიკი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ  შერეული ტყეები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები, მთა ა...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახალციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!