![სალამი ბორჯომიდან](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/4823e49a-5888-4bbb-bea4-6250cb15.webp)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, საქართველოს ისტორიული მხარის, თორის ტერიტორიაზე. შუა ფეოდალურ ხანაში თორი (დღევანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი) ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა. ბორჯომი უძველესი კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე რაიონია და აქ სხვადასხვა ეპოქის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. მისი ბუნება კი ტყეებით, სუფთა ჰაერით, სამკურნალო და მინერალური წყლებით, ალპური მინდვრებითა და მწვანეში ჩაფლული ტბებით უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომის სამთო-სათხილამურო და ბალნეო-კლიმატური კურორტები, სადაც სასიამოვნო დასვენებასთან და შესანიშნავი ბუნებით ტკბობასთან ერთად წინარექრისტიანული ციკლოპური ნაგებობების, შუასაუკუნეების ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების მონახულებაც შეიძლება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის
მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი
ბორჯომი. იგი
11 ადმინისტრაციულ
ერთეულად იყოფა, ესენია: ახალდაბა, ბაკურიანი,
ბალანთა,
ბორჯომი,
დვირი,
ტაბაწყური,
ტაძრისი,
ტბა,
ყვიბისი,
ციხისჯვარი,
წაღვერი. ბორჯომის მუნიციპალიტეტს დასავლეთით - ახალციხის, სამხრეთით— ასპინძისა და ახალქალაქის, აღმოსავლეთით - წალკის, ჩრდილოეთით – ხარაგაულის, ხაშურის, ქარელის და გორის
მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. რაიონის
ტერიტორიის
მნიშვნელოვანი
ნაწილი ბორჯომის
ხეობას უჭირავს. ის ასევე მოიცავს მცირე კავკასიონის ნაწილს, თრიალეთის ქედის დასავლეთ და მესხეთის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებებს. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია
თრიალეთის
ქედის
განშტოებები - გვირგვინას ქედი და ციხისჯვარი, რომელთა მწვერვალები ზღვის დონიდან 2000-2850 მეტრ სიმაღლეს აღწევს. თრიალეთის ამ შტოქედებს შორის მდებარეობს თორის ქვაბული. მუნიციპალიტეტს კვეთს მდინარე მტკვარი. მას მარჯვნიდან ერთვის ბორჯომულა და გუჯარეთისწყალი.
მდინარეებს როგორც სარწყავად, ასევე ენერგეტიკული მიზნითაც იყენებენ. ბორჯომში ვხვდებით
ბევრ ტბას. მათგან ტაბაწყური და კახისი, გარდა სილამაზისა, მდიდარია ძვირფასი თევზითაც.
რაიონში მრავლადაა მინერალური წყლები, რაც მისი მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონტინენტურ სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი
ზაფხულით. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა
-3 - -6°C; აგვისტოსი კი
- 14-18°C.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია, დასვენებისთვის, მთის სპორტისთვის, ლაშქრობისთვის თუ ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ნიმუშების გასაცნობად. აქ მრავალი სალაშქრო მარშრუტია ტყეებით, პანორამული ხედებითა და ტბებით. განტვირთვისთვის აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბორჯომის გოგირდოვან აუზს. რაიონში სხვდასხვა ეპოქისა და კულტურის ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია შემონახული. ათასწლეულების ისტორიის მქონე მეგალითები, ანტიკური კულტურის ნაშთები, ციხე-სიმაგრეები, რომლებიც მრავალი ბრძოლისა და სიმამაცის მოწმენი გამხდარან, ცნობილი და გამორჩეული ტაძრები ბევრს ამბობენ საქართველოს წარსულსა და კულტურულ განვითარებაზე. ასევე ძალიან საინტერესოა ქალაქ ბორჯომის XIX საუკუნის არქიტექტურა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა