გორი, შიდა ქართლი - Gori, Shida Kartli

გორი

14
ტურისტული ადგილი
1,284 Area
ფართობი, კმ2
123,233 Population
მოსახლეობა

გორის შესახებ

გორი შიდა ქართლის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. გორის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ამის დასტურია რაიონში აღმოჩენილი სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლი, მათ შორის კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, რომლის ყველაზე ადრეული ფენები ბრინჯაოს ხანისაა. ქალქი გორი (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი) უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა და მასზე ბატონობა ნიშნავდა პოლიტიკურ მმათველობას შიდა ქართლზე. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში იგი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. გორი მატიანეებში VII საუკუნიდან იხსენიება. მისი სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. სტრატეგიული მდებარეობის გამო ქალქი ხშირად იყო დაპყრობილი, XVIII საუკუნის 40-იან წლებში კი იგი უცხოელ დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. რაიონი ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ ლამაზი ხეობებით, ხედებითა და ჩანჩქერებით დატკბობა. უძველესი ნამოსახლარები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები მრავალი ეპოქის შესახებ ინახავენ ცნობებსა და ისტორიებს. გორის ტერიტორიაზე მრავალი კულტურული, ისტორიული თუ მხატვრული ღირებულების არტეფაქტია აღმოჩენილი.


გეოგრაფია და კლიმატი

გორის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით - კასპის, დასავლეთით - ქარელის, სამხრეთით - ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით კი ცხინვალის რეგიონი ესაზღვრება. გორის მუნიციპალიტეტი 23 ტერიტორიული ერთეულისგან შედგება: ქალაქი გორი, ბერბუკი, კარალეთი, შავშვები, მეჯვრისხევი, მერეთი, სკრა, ტირძნისი, დიცი, ტინისხიდი, ვარიანი, ქვახვრელი, შინდისი, ძევერა, ზეღდულეთი, ახალუბანი, ატენი, ნიქოზი, მღებრიანი, ბოშური, საყავრე, ტყვიავი, ხიდისთავი. რაიონში გამოიყოფა ოთხი მთავარი მორფოლოგიური ერთეული: გორის ვაკე, შუა მტკვრის ხეობა, კვერნაქის ქედი, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა. გორის ტერიტორიას კვეთს მდინარე მტკვარი, რომელსაც მდინარეები, ლიახვი და ტანა ერთვიან. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: პატარა ლიახვი, მეჯუდა და თეძამი. რაიონში მრავალფეროვანი მცენარეულობაა გავრცელებული, გვხვდება: ჭალის ტყეები, მუხნარ-ჯაგრცხილნარი, ჯაგეკლიანები, წიფლნარი, წიწვნარი და სუბალპური მდელოები.
გორის ვაკეზე და შუა მტკვრის ხეობაში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, თრიალეთის ქედის თხემურ ზონაში კი ჰავა ზომიერად ნოტიოა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა ვაკეზე — 1,2 -1,7 °C, ხოლო მთიან ზონაში — 3,2 °C-მდე ეცემა, აგვისტოს საშუალო ტემპემპერატურაა 22,5 °C.


რა ვნახოთ

უდიდესი ისტორიის მქონე გორი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ლამაზი ბუნებით. აქ მრავალი სასიამოვნო ადგილია სასეირნოდ, პიკნიკისთვის, მცირე ლაშქრობებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ მშვენიერი ხეობები, ჩანჩქერები და მცირე ტბები. გორის ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებით ცნობილია უფლისციხე, ატენის სიონი და გორის ციხე. თუმცა, გარდა ამ ძეგლებისა, კიდევ მრავალი საინტერესო, მხატრული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ტაძრის, ციხე-სიმაგრისა თუ ნამოსახლარის მონახულება შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთი ძეგლია ქვახვრელის კომპლექსი, რომელიც უფლისციხესთან ძალიან ახლოს მდებარეობს და უნახავი არ უნდა დატოვოთ. მრავალი განსაკუთრებული მნიშვნელობის ექსპონატი ინახება გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. აქ წარმოდგენილია მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა (რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ წინა აზიისა და ქართველ ტომთა უძველესი კულტურის მჭიდრო კავშირზე), დრაქმები, მონეტები, გორის განძი, ხელნაწერები და ა.შ.


ბუნება

  • ტანას ხეობა
  • ნადარბაზევის ტბა
  • დამჩქერას ჩანჩქერი
  • ბიისის ჩანჩქერი


კულტურული ძეგლები


კურორტები

  • გორიჯვარი


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ




ტურისტული ადგილი: 14
ფართობი, კმ2: 1,284
მოსახლეობა: 123,233
41.982491 , 44.11185
რეკომენდებული დრო: 1 დღე

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+4

აუცილებლად სანახავი ადგილები გორში

რუკა

კითხვები

Please login to ask a question

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გორი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!