დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
წალკა - Tsalka წალკა - Tsalka წალკა - Tsalka წალკა - Tsalka

წალკის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. წალკის მუნიციპალიტეტში ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც სოფელ განთიადში აღმოჩენილი უძველესი პეტროგლიფებიც ადასტურებს. პატარა ხრამის პეტროგლიფები ასამდე ნაკაწრ გამოსახულებას მოიცავს და მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. წალკის მუნიციპალიტეტი, ისტორიული თრიალეთი, გახლავთ აგრეთვე თრიალეთის კულტურის კერა, აქ არის აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის მრავალი ყორღანი, რომელთა დიდ ნაწილსაც ამჟამად წალკის წყალსაცავი ფარავს. თრიალეთის ყორღანებშია ნაპოვნი საქართველოს ოქროს ფონდისა და სხვა სამუზეუმო ექსპონატების დიდი ნაწილი, მათ შორის ცნობილი თრიალეთის ოქროს თასი და თრიალეთის ვერცხლის თასი, რომლებიც კარგად ასახავენ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულში ოქრომჭედლობის განვითარების უმაღლეს დონეს. ისტორიული თრიალეთი, დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ისტორიულ წყაროებში პირველად I საუკუნეში იხსენიება. სხვადასხვა პერიოდში იგი სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში თრიალეთი მკვიდრი მოსახლეობისგან დაიცალა. 1829-1832 წლებში რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციამ თრიალეთში ოსმალეთიდან დევნილი სომხები და ურუმები დაასახლა. თავად სახელწოდება წალკა ისტორიულად დღევანდელ სოფელ სამებას ერქვა, რომლის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს წყალსაცავი ფარავს. X-XV საუკუნეებში წალკა თრიალეთის რელიგიური ცენტრი იყო. იგი ცალკე მუნიციპალიტეტი 1930 წელს გახდა. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. წამყვანი სფეროა ელექტროენერგეტიკა, აქ შექმნილია ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, რომელიც ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. განვითარებულია ასევე სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეკარტოფილეობა და მესაქონლეობა. წალკის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები. წალკის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. დაშბაშის კანიონი, წალკის წყალსაცავი, ტბები და სხვადასხვა პერიოდის ძეგლები უამრავ ტურისტს იზიდავს.


გეოგრაფია და კლიმატი

წალკის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალკა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი, გორი და კასპი ესაზღვრება, დასავლეთით ახალქალაქი, სამხრეთით კი - ნინოწმინდა და დმანისი. წალკის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. რაიონის დასავლეთ ნაწილში იჭრება სამსარის ქედი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის აგრეთვე ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთი. მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ასევე წალკის პლატო ქვაბული. წალკის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება თრიალეთის ქედის სამხრეთი კალთაც. რაიონი ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება. მთავარი მდინარეა ქცია. წალკაში მრავლად გვხვდება ტბები. წალკის წყალსაცავი კი სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავია. რაიონის ტერიტორიაზე ტყე იშვიათია, გავრცელებულია მთის სტეპები.
წალკის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 5,9 °C-ა, იანვრის - -4,8 °C, ივლისისა კი - 16 °C. მუნიციპალიტეტის მაღალ ადგილებში მთიანეთის სტეპების ჰავაა, მოკლე ზაფხულითა და ცივი ზამთრით. სამსრის, ჯავახეთისა და თრიალეთის ქედების ყველაზე მაღალ ადგილებში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.


რა ვნახოთ

წალკის მუნიციპალიტეტი ლამაზი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დაშბაშის კანიონი და მისი ულამაზესი ჩანჩქერები. კანიონი სამოთხისებურიაროგორც ზაფხულში, სიმწვანეში ჩაფლული, ასევე ზამთარში, როცა ჩანჩქერები იყინება და გერემო ყინულის სამეფოს ემსგავსება. მოგზაურები ხშირად სტუმრობენ ასევე წალკის წყალსაცავსა და ბარეთის ტბას. გაშლილ სივრცეებში, ხავერდოვან სერებს შორის მოქცეული ლურჯი ტბები მშვენიერ პეიზაჟებს ქმნის. გარდა ბუნების მრავალფეროვნებისა წალკაში მრავალი სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლიც გვხვდება. მნიშვნელოვანი ძეგლებია: დაშბაშის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, აიაზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, თეჯისის წმ. კონსტანტინეს ეკლესია მენჰირითა და მეგალითური გალავნით, დაშბაშის ღვთისმშობლის ეკლესია, აი-ილიას ციკლოპური ნამოსახლარი, პატარა ხრამის პეტროგლიფები და მრავალი სხვა. რაიონში მდებარე ისტორიული ძეგლები, რომლებიც ადამიანის განვითარების თითქმის ყველა ეტაპს მოიცავენ, ქვის ხანიდან შუასაუკუნეებამდე, საქართველოს ისტორიული წარსულის ნათელ სურათს ქმნიან.


ბუნება


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები ქვემო ქართლში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
lela mosiashvili
lela mosiashvili

გამარჯობა, მაინტერესებს წალკაში რომელი გზით ჯობია წასვლა თბილისიდან.

Georgian Travel Guide
Georgian Travel Guide

ფონიჭალიდან რომ მიდის გზა ეგ უკეთესია. ბოლომდე კარგი ასფალტიანი გზაა.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წალკა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!