![P1030625](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/p1030625-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმში მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი აქვს. ჩრდილოეთისა და დასავლეთის გარშემოსავლელის სივრცე გაერთიანებულია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. ტაძარი ნაგებია დამუშავებული ქვის კვადრებით. დარბაზში შესვლა დასავლეთის გარშემოსავლელის ღია თაღედითა და ჩრდილოეთის არქიტავრული შესასვლელითაა შესაძლებელი. არქიტრავზე ჯვრის ამაღლების რელიეფური გამოსახულებაა. ჩრდილოეთის შესასვლელის არქიტრავზე ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც 1045 წლით თარიღდება. წარწერაში მოხსენიებულია მინაშენის ამგები ზაქარია და კათალიკოზი ოქროპირი. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მრგვალი სვეტი დგას, რომელიც იმპოსტით ბოლოვდება. იმპოსტის აღმოსავლეთ სიბრტყეზე გამოსახულია ირემი, ჩრდილოეთით - წრეში ამოკვეთილი ჯვარი, დასავლეთით კი - როზეტი. ეკლესიას გალავანი შემოუყვება, დიდი ზომის ქვებით, მშრალი წყობითაა ნაგები. ეზოში გვხვდება რამდენიმე საინტერესო საფლავის ქვა, რომლებზეც გამოსახულია მხედარი, ქტიტორები ეკლესიის მოდელში, მრავალქიმიანი ვარსკვლავები, ჯვარი და სხვა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა