![variant (1)](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/variant-2-2.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ავრანლოს მეგალითური ციხე ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში მდებარეობს. იგი ძვ.წ. I ათასწლეულით თარიღდება. ციხე-სიმაგრეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი უჭირავს. ის მთებს შუა დარჩენილ ვიწრო გასასვლელს კეტავს. მის კედლებთან გადის ერთადერთი გზა, რომელიც თრიალეთს ბორჯომის ხეობასთან აკავშირებს. სასიმაგრო სისტემა სამ ტერასაზეა გაშენებული, რომლებიც მდინარისკენ ეშვებიან. პირველი ტერასა მთის ძირში, მდინარის მარცხენა ნაპირსა და ქარაფოვან კლდეს შუა ექცევა, მეორე - უშუალოდ მთის ფერდობზეა შექმნილი, მესამე კი ქციის კანიონის თავზე არსებულ გაშლილ მინდორზე გადის. ციხე ციტადელისა და მასთან დაქვემდებარებული ცალკეული გამაგრებული ეზოებისა და მცირე ტერასების სისტემისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო გასასვლელებითა და კარიბჭეებით უკავშირდება. გალავნის კედლების სისქე ზოგან 3 - 4 მეტრს აღწევს. ციხის შიგნით საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევებია. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთის კედელს კუთხეებში და ცენტრში მკვეთრად გამოყოფილი ბურჯები აქვს. კიდევ ერთი ბურჯი შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის ქვედა ნაწილში. ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება მეორე ტერასაზეც. მდინარის ნაპირთან ფრიალო კლდის ძირში, პირველ ტერასაზე, გამართულია დამოუკიდებელი გალავანი, რომლის შიგნითაც შუა საუკუნეებში ეკლესია აუგიათ. კომპლექსის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდინარის გაყოლების ფრიალო კლდეებში გამოკვეთილია გამოქვებულები. ეს გამოქვაბულების კომპლექსი "აბიბოს მონასტრის" სახელითაა ცნობილი. გამოქვაბულთა ძირში, მდინარისპირა ტერასაზე დიდი რაოდენობით აიკრიფა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტები. ავრანლოს კომპლექსის გარშემო აღმოჩენილია ასევე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარები. შეიძლება ითქვას რომ სასიმაგრო კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია მტკვარ-არაქსის ეპოქიდან ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულამდე ინტენსიურად ყოფილა ათვისებული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა