დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
(3)  (8)  (4)  (12)  (5)

ახალქალაქის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. ახალქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის სადგომები, ბაზალტის ხელცულები და სხვა არტეფაქტები. რაიონში ასევე არის ბრინჯაოს ხანისა და წინერაანტიკური დასახლებების კვალი. ყურადღებას იქცევს მეგალითები, რომელთაგანაც განსაკუთრებით ცნობილია მურჯახეთის მენჰირი, ხორენიას ციხე და ვეშაპოიდი და სხვა. ეს ტერიტორიები განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც. X საუკუნეში ახალქალაქი ჯავახეთთან ერთად საუფლიწულო მამულს წარმოადგენდა. იგი XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა და ვაჭროებისა და წარმოების მნიშვნელოვანი კერა იყო. გამოვლენილია ასევე X-XIII საუკუნეების ხელოსანთა უბნის ნაშთები, მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი, მინის საგნები და მონეტები. ახალქალაქი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს მუზეუმი, თეატრი და ბიბლიოთეკები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მეკარტოფილეობა და მარცვლეული კულტურები. ახალქალაქში ასევე არის კვების პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწარმოები, სხვადასხვა სახის საამქროები და სადურგლო სახელოსნოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის თურქეთისა და საქართველოს რკინიგზების შემაერთებელი რკინიგზის ხაზი. ახალქალაქი ულამაზესი ლანდშაფტით, ტბების სიმრავლითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით გამოირჩევა, რაც მის დიდ ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. რაიონს უამრავი მოგზაური სტუმრობს, გაშლილი სივრჩეები, მთები თუ უძველესი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.


გეოგრაფია და კლიმატი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალქალაქი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ასპინძა ესაზღვრება, აღმოსავლეთით - ნინოწმინდა, ჩრდილოეთით - ბორჯომი, სამხრეთით კი - თურქეთის რესპუბლიკა. რაიონის ტერიტორია შემოფარგლულია თრიალეთის, აბული-სამსარის, ჯავახეთისა და ნიალის ყურის ქედებით და ზემო მტკვრის ხეობით. ახალქალაქის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთი. მუნიციპალიტეტში გვხვდება ტბებიც, რომელთაგან აღსანიშნავია ხოზაფინის, ვაჩიანისა და მრუდე ტბები. რაიონის უმაღლესი მწვერვალია დიდი აბული (3305 მ). ახალქალაქის რაიონის უმეტესი ნაწილი უტყეოა და მთისა და მდელო-ველის მცენარეულობითაა დაფარული. სამსარის ქედის სუბნივალურ ზონაში მცენარეთა 62 სახეობაა აღრიცხული, მათ შორის 3 ლოკალური და 14-კავკასიის ენდემი. მრავალფეროვანია მუნიციპალიტეტის ფაუნა, აქ მრავლად გვხვდება ენდემური სახეობებიც. რაიონში გვხვდება მგელი, დათვი, ხალებიანი აფთარი, წავი და მრავალი სხვა. ახალქალაქში ზომიერად ნოტიო ჰავაა, მშრალი ზამთრით და მოკლე ზაფხულით.


რა ვნახოთ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვულკანური მთები, ვრცელი ხედები და ლურჯი ტბები წლის ყველა სეზონზე უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დიდი პოპულარობით სარგებლობს ლევანისა და კარწახის ტბები და დიდი აბულის მწვერვალი. დიდი აბული აბულ-სამსარის ქედის უმაღლესი მწვერვალია და აქედან ჯავახეთის გაშლილი სივრცეებითა და აფერადებული მთების პანორამებით ტკბობას შეძლებთ. ახალქალაქში მრავალი საინტერესო კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. აქ ბევრ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნიმუშს ნახავთ უძველესი ნამოსახლარებით დაწყებული, შუასაუკუნეების ტაძრებით ჩათვლით. მეგალითები, ციხე-სიმაგრეები და უძველესი ტაძრები საქართველოს კულტურულ-ისტორიულ წარსულს გადაგიშლიან თვალწინ. აღსანიშნავია კუმურდოს ეკლესია, ბარალეთის ეკლესია, ღრტილას ეკლესია, აბულის ეკლესია, ბავრას ეკლესია, ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი, მურჯახეთის მენჰირი და სხვა. ახალქალაქში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური ექსპონატები, ეროვნული სამოსი, ძველი ხელნაწერები, სურათები, ნუმიზმატიკა, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.


ბუნება


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Eveline Kratochwil
Eveline Kratochwil

Hi!
In summer I'am travelling to Georgia.
I wonder if the Train from tbilisi to Akhalkalaki passing Parasvani lake is working. If so can you tell me About the timetable?
I also will like to know if it is possible to do the following trip in a normal rented car withour 4WD:
Tiblisi - Davit Gareja- Shinaghi -Telavi -Stepandsminda -Tbilisi
Thanks for your help Evelin

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

Dear Eveline, Unfortunately, the new train which goes through Akhalkalaki has not started to operate. The route "Tiblisi - Davit Gareja- Shinaghi -Telavi -Stepandsminda -Tbilisi" is doable for any sedan with reasonable ground clearance, howver rental company might have some restriction for Davitgareji. Make sure to check it with them beforehand.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახალქალაქი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!