![variant (1)](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/variant-2-2.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კუმურდოს ტაძარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მდებარეობს. ის X საუკუნით თარიღდება. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერები გვამცნობს, რომ ტაძრის მშენებლობა ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია იოანე ეპისკოპოსის თაოსნობით აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964 წელს. ბაგრატ IV-ის მეფობისას (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერის მიხედვით კი ეკლესია XVI საუკუნეში შეუკეთებიათ. კუმურდოს ეკლესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარია. ტაძარი საკმაოდ დაზიანებული სახითაა მოღწეული. ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, ასევე დანგრეულა და მოგვიანებით დამახინჯებულად აღუდგენიათ მთელი დასავლეთი მხარე. კუმურდოში მოღვაწეობდა XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი ზოსიმე.
კუმურდოს ტაძარი გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელსაც თავისებური გეგმარება აქვს. გარედან ის ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია მოწყობილი. ექვსაფსიდიან ტაძრებში აფსიდები რადიალურადაა განლაგებული, კუმურდოში კი სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული. სავარაუდოა, რომ დასავლეთ მკლავის გარშემო სამმხრივი პატრონიკე იყო. კუმურდოს ეკლესიაში ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, ასევე არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას. ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს სამკუთხა ნიშები შეადგენს. ექსტერიერის დამუშავებისას დამუშავებისას აქ ჯერ კიდევ არ გვხვდება დეკორატიული თაღედი. ტაძრის მორთულობაში გვხვდება როგორც მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმები, ასევე სხვა რელიეფური გამოსახულებები. საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის — ფიგურებია, გუმბათქვეშა აფრებში კი - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებები. ფასადთა წყობაში გამოყენებულია ფერადოვანი ჩანართები. აღსანიშნავია ძეგლის საერთო პროპორციების დახვეწილობა, შიდა სივრცის მონუმენტურობა და ცუქურთმების შესრულების სინატიფე. ტექნიკური შესრულების ხარისხითა და მხატვრული ღირსებებით კუმურდოს ტაძარი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა