
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თეჯისის აია კონსტანტინი (წმ. კონსტანტინე) ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მდებარეობს. ის შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც მეგალითური გალავანი აქვს. თავად ტაძარიც ნაგებია წინარექრისტიანული მეგალითური ნაგებობის ქვებით. წყობაში გვხვდება ძალიან დიდი ზომის დამუშავებული კვადრები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან მინაშენი გაუკეთებიათ, რომლისგანაც მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ნაგებობა არ არის შემკული დეკორატიული ელემენტებით. გვხვდება მხოლოდ რელიეფური ჯვრის გამოსახულება დასავლეთ ფასადზე და სადა თავსარები აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლების თავზე. ტაძარში მოქცეულია 3,8 მეტრის სიმაღლის მენჰირი, რომელზეც შუასაუკუნეებში ჯვარი ამოუტვიფრავთ. ეკლესიას სამხრეთიდან დაბალი შესასვლელი აქვს, რომელიც გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კრომლეხის მცირე ნაშთი, რომელიც მენჰირს ჰქონია შემოვლებული. თეჯისის აია კონსტანტინის ტერიტორიაზე შესამჩნევია ციკლოპურ ნაგებობათა მცირე ნაშთები, როგორც ჩანს აქ ოდესღაც საკმაოდ დიდი კომპლექსი ყოფილა. სოფელში არის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაც, რომელსაც ასევე მეგალითური გალავანი აქვს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა