დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
DJI_0586 DJI_0589 DJI_0594 DJI_0598 DJI_0600 ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი ატენის სიონი

ატენის სიონის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ატენის სიონი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენიდან ცოტა მოშორებით, ატენის ხეობაში, ფრიალო კლდის კიდეზე მდებარეობს, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. იგი VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი, ტეტრაკონქის ტიპის ნაგებობაა. ნაგებია მომწვანო-მონცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებუია სხვა ფერის ქვებიც. ტაძარი ოთხსართულიან ცოკოლზე დგას, რომლის ქვეშაც ფართო და დაბალი ცოკოლია. გუმბათქვეშა კვადრატზე, რომელიც ტაძრის გეგმის წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს, აღმართულია აფსიდების შვერილებს დაყრდნობილი, სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით, რომლებიც გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, ტაძრის ცენტრალურ სივრცესთან დაკავშირებული თითო ოთახია. საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. გუმბათი ფართო და დაბალია, გუმბათის ყელი – მასიური. საკურთხევლის დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სახურავის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში ცხვრის თავის გამოსახულებებია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კი - მინიატურული ტაძრის გუმბათი. მორთულობის სიუხვით გამოირჩევა აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები. სარკმლები შემკულია დეკორატიული რელიეფური სათაურებით. ტაძრის მთავარი, სამხრეთის, შესასვლელი, სადაც კარიბჭე მდგარა, მორთულია ორმაგი, ბურთულებიანი კაპიტელებით, ბაზისებთ და დეკორატიული ნახევარსვეტებით. ფასადების რელიეფები, გარდა აღმოსავლეთ ფასადისა და ჩრდილოეთ კარისა, თითქმის ყველა ადგილშენაცვლებულია, პერანგი – დიდწილად გამოცვლილი.


მოხატულობა

ატენის სიონის ინტერიერში ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე უძველესი დეკორის ფრაგმენტები გამოვლინდა. წითელი საღებავით შესრულებულია არქიტექტურული წყობის იმიტაცია. გუმბათში გამოსახული ჯვარიც ასეთივე საღებავითაა შემოხაზული. ტაძარში აგეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახლო მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორიც გვხვდება. აფსიდის რვა შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე, დამცველობითი ფუნქციის ჯვრებია გამოსახული თეთრი და წითელი საღებავებით. ტაძრის ინტერიერი მთლიანად XI საკუნის II ნახევარში მოიხატა. წერის მანერითა და ტექნიკური ხერხების მიხედვით ჩანს, რომ რამდენიმე მხატვარს უმუშავია. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის კოლორიტი ცისფრის სხვადასხვა ტონებზეა აგებული, ბაცი მონაცრისფროდან სუფთა კობალტამდე, რომლებიც მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთანაა შეხამებული. სახეები ბაცი, ოდნავ მოყავისფრო ტონის ფართო მონასმებითაა მოდელირებული. ატენის სიონის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნიმუშია.


როგორ მივიდეთ

სოფელი ატენი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანის მარცხენა მხარეს მდებარეობს, გორიდან 10 კმ-ის დაშორებით. ატენის სიონამდე მიდის სამანქანო გზა. ასფალტი დაზიანებულია, მისვლა შესაძლებელია სედანით.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მთა #ბუნება #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Andro Kortua
Andro Kortua

იქვე ახლოს სადმე საბანაკო ადგილი თუ არის?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

უშუალოდ ჩვენ არ დავბანაკებულვათ, თუმცა ხეობის ზედა ნაწილში (ტანას ხეობის მარჯვენა ნაპირზე ხეობაში) რამდენიმე საკარვე ადგილის მოძებნა არ იქნება რთული.

1 შეფასება
5

ულამაზესი ადგილი უდიდესი ისტორიით ❤️🌸

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ატენის სიონი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!