
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ფოთოლეთის ეკლესია და მონასტერი ერთ-ერთი უძველესია ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სხვა მრავალ ისტორიულ ძეგლს შორის. მისი მონახულების მიზეზი, მხოლოდ მდიდარი ისტორიაა როდია, არამედ საინტერესოა ირგვლივ მშვენიერი გარემოც, სადაც ის მდებარეობს.
ფოთოლეთის ეკლესია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის სამხრეთით 5 კილომეტრზე ფოთოლეთის ტყეში გავაკებულ ადგილას. ახალდაბიდან გზა მიუყვება ფოთოლეთის ტყეს. სატყეო გრუნტიანი გზის სერპანტინებს მივყავართ მონასტრამდე. მანძილი ახალდაბიდან საკმაოდ მცირეა, ასვლა შესაძლებებია ფეხითაც. გარემო მართლაც საოცარია, უღრან ტყეში, გორაკის ბოლოს მოსწორებული ადგილი და იქედან გადაშლილი ხედი ახალდაბაზე და მის მთელ ხეობაზე. სიმშვიდე, შემოდგომით აჭრელებული ტყეები და ფოთოლცვენა. მანძილი დედაქალაქიდან ახალდაბამდე 144 კილომეტრია, მანქანით საჭიროა საშუალოდ 2 საათი. მანძილი ახალდაბიდან ფოთოლეთამდე 4,3 კმ, მანქანით საჭიროა დაახლოებით 10წთ, ფეხით დაახლოებით 1.5 სთ.
ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ 14 საუკუნიდან მონასტერი წყვეტს ფუნქციონირებას, უკაცრიელდება და ამის შემდეგ დავიწყებას მიეცა მისი სახელწოდებაც. ჟამთა სვლამ თუ მტრის ხშირმა შემოსევებმა გაანადგურა ტაძარი და მონასტერი. 2007 წელს მოხდა მისი თავიდან აღორძინება. რესტავრაციის დროს მკვლევარები შეეცადნენ, ეკლესიისთვის მიეცათ პირვანდელი სახე. დღესდღეობით ეკლესია განახლებულია და ის ცოცხალ ისტორიას წარმოადგენს. 2007 წელს, განახლებულ ტაძარს სახელად ფოთოლეთი უწოდეს, რადგან იგი მდებარეობს ფოთოლეთის ტყეში. აღადგინეს ასევე მამათა მონასტერიც.
კვირიკეს იგივე ფოთოლეთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად და მისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად, საჭირო გახდა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. გათხრების შედეგად აღმოაჩინეს საინტერესო ფაქტები. ურიცხვი რაოდენობის ბერების ნაჭრილობები ძვლები, მიმოფანტული ტაძრის ეზოში. რაც მიგვანიშნებს თუ როგორი სისატიკით ესხმოდა თავს მტერი მონასტერს და ანადგურებდა გარშემო ყველაფერს. გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს სამეურნეო, სამშენებლო და სამზარეულო კერამიკა, X საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელი, კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტი, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. გათხრებისას გამოვლინდა საინტერესო აკლდამა, რომელსაც დუღაბზე ამოყვანილი ქვის კედლები აქვს. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შერეული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერებია. სხვადასხვა პერიოდის წარწერები ჯერჯერობით შესწავლის პროცესშია.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამაინტერესებს სამანქანო გზა თუა, ჩვეულებრივი მარშუტკით ავალთ მონასტრამდე?
სამანქანო გზა არის, მაგრამ ჩვეულებრივი მარშუტკით ვერ ახვალთ. ბოლო ორი კილომეტრი საკმაოდ რთული აღმართებია და გზაც არ არის კარგ მდგომარეობაში. საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანა.