
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში მდებარეობს. ძეგლი X საუკუნით თარიღდება. ეკლესია სახეცვლილი სახითაა მოღწეული. ის თავიდან გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა, დროთა განმავლობაში მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–1564 წლებში კი შენობა უგუმბათოდ აღუდგენიათ. ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია დღესდღეობით სამნავიანი ბაზილიკაა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთითა და დასავლეთით. ყურადღებას იქცევს ტაძრის დახვეწილი მორთულობა. აღსანიშნავია დასავლესის შესასვლელის მდიდარი მორთულობა, რომელიც X საუკუნის ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშია: შესასვლელის თავზე უზარმაზარი სწორკუთხა ქვაა, რომელზეც ერთმანეთისკენ მიმართული ორი მხედარია გამოკვეთილი (სავარაუდოდ წმ. გიორგი და წმ. დიმიტრი). ამ ქვის ზემოთ ჩუქურთმათა კონცენტრული არშიებია. შესასვლელის საერთო ჩარჩო კედლის სვეტებზე დაბჯენილი მოჩუქურთმებული თაღია. ეს რთული და მრავალფეროვანი მორთულობა ოსტატურადაა შემუშავებული ხუროთმოძღვრის მიერ, მაღალია შესრულების ხარისხიც. მორთულობაში საყურადღებოა კარნიზის კუთხის ქვებიც, რომლებზედაც სხვადასხვა რელიეფებია გამოსახული. ტაძრის შიგნით ორი ბოძი სივრცეს სამ ნაწილად ჰყოფს, შუა ნაწილი უფრო ფართოა, ვიდრე გვერდის ნავები. წინათ გუმბათი ამ ბოძებსა და საკურთხევლის კედლის შვერილ კუთხეებს ეყრდნობოდა. შესამჩნევია, რომ ბოძები შეკეთებულია, ისინი არათანაბარი ზომისაა და უსწორმასწორო. შეცვლილია სვეტებზე დაყრდნობილი თაღებიც. ეს ცვლილებები XVI საუკუნის რეკონსტრუქციის შედეგია. სამხრეთის ბოძზე ამოკვეთილია წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლის დედისიმედის მიერ ძეგლის შეკეთების ამბავს. წარწერაში მოხსენებული არიან სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი პირებიც.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა