
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჭულეს მონასტერი ან ჭულევის მონასტერი — XIV საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, პატარა ზანავში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე.
ჭულეს მონასტრის აგება 1381 წლით თარიღდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიტყვა "ჭულე" ძველ ქართულში "ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ოდინდელი კომპლექსიდან დღეისათვის მხოლოდ წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი, მორუხო-მოვარდისფრო ტონალობის კარგად გათლილი ქვით ნაგები ეკლესიაა შემორჩენილი.
დღევანდელი მონასტერი XIV ს-ისა, მაგრამ აქ მანამდეც არსებობდა წმინდა გიორგის სალოცავი. XI ს-ის მეორე ნახევარში სირიის შავი მთის მწიგნობართა შორის ცნობილია სტეფანე ჭულეველი. ეს ზედწოდება სტეფანეს პირველმოწამების კერის მანიშნებელია.
აღბუღა ათაბაგმა ჭულეს მონასტერში მოიწვია საკანონმდებლო კრება, რომელმაც ბექა I მანდატურთუხუცესის მიერ დაწყებული საქმე გააგრძელა - მიიღო სამართლის ახალი წიგნი ("შევიყარენით ჭულევთა მინდობილნი ღვთსანი და აწყურის ღვთიშობლისანი", - გვამცნობს ხელნაწერი). კანონთა ამ კრებულმა ჩვენამდე მოაღწია და იგი ცნობილია "ბექა - აღბუღას სამართლის წიგნის" სახელწოდებით. მესხეთში ოსმალთა გაბატონების შემდეგ ჭულეში ნელ-ნელა ჩაკვდა სამონასტრო საქმიანობა და 1595 წლისთვის იგი სავსებით გაუკაცრიელდა. ღვთის შეწევნით და მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით ჭულევში აღსდგა სამონასტრო, ბერმონაზვნური ცხოვრება.
ჭულე განეკუთვნება საფარისა და ზარზმის მონასტრების ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და 2 ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. სესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. განსაკუთრებით თვალში ცრუპატრონიკეები. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: აქ შიგა სივრცე უფრო კომპაქტურია. მკლავები და კუთხის ნაწილები უფრო შემჭიდროებულია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო და გუმბათიც უფრო მაღალი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ქვედა კორპუსის ამაღლება და გუმბათის დიამეტრის სიმცირე. ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, განირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა I, სარგის II, ყვარყვარე I, აქვეა გამოსახული მეხუთე პირიც, ბექას უმცროსი ვაჟი შალვა. მხატვრობის სხვა ნაწილებში, ჩვეულებისამებრ, საღვთო წერილის სიუჟეტებია გადმოცემული.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა