დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ვანი ვანი ვანი ვანი ვანი

ვანის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. ანტიკურ ხანაში მის ტერიტორიაზე უძველეს დასახლებათა საფუძველზე, ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი განვითარდა, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. ნაქალაქარი ქალაქ ვანის მიმდებარედ, ბორცვზეა განლაგებული, საიდანაც რიონის დაბლობის, ქალაქი ქუთაისისა და კავკასიონის მთების მშვენიერი ხედები იშლება. ვანში შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებისა და ტაძრების მონახულებასაც შეძლებთ, როგორიცაა თამარის ციხე, გორმაღალის ციხე, შუამთის წმ.გიორგის ეკლესია და სხვა. რაიონის ღირსშესანიშნაობებიდან ასევე აღსანიშნავია ბზვანის კარსტული მღვიმე და დიხაშხოს გოგირდის გეიზერები. უძველესი კულტურის მქონე ვანში დაიბადნენ xx საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტები გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე, რომელთა სახელობის მუზეუმი სოფელ ჭყვიშში მდებარეობს. ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოქმედებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქალაქ ვანში კი სახვითი ხელოვნების მუზეუმი და სახალხო თეატრი. წლის 2 ივნისს ვანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო დღესასწაული „ვანელობა“, ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება.


გეოგრაფია და კლიმატი

ვანის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვანი. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ვანის ჩრდილოეთ საზღვარს გასდევს მდინარე რიონი, რომლის შენაკადებისც სამდინარო ქსელს ქმნიან რაიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. სამხრეთ ნაწილში კი მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი — წაბლარასწყალი მიედინება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო (2 851 მ). მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებები ქმნის ვანის სამხრეთ მთიან ნაწილს. რაიონის შუა ნაწილს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი მოიცავს, ჩრდილოეთი ნაწილი კი იმერეთის დაბლობს უჭირავს. ვანში გვხვდება მინერალური და თერმული წყლები. მუნიციპალიტეტში 1048 სახის მცენარეა. აქ გვხვდება ფოთლოვანი, წიწვოვანი და სუბალპური პარკული ტყეები, ასევე სუბალპური და ალპური მდელოები, რომლებსაც საძოვრებად იყენებენ.
ვანის მუნიციპალიტეტში
ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,1 °C, ივლისისა კი - 23,4 °C. თოვლის საფარი დაბლობზე საშუალოდ 10-12 სმ სისქისაა და მისი ხანგრძლივობა წელიწადში 2 კვირას არ აღემატება. მაღალ მთებში თოვლის სისქე 2 მ-ზე მეტია და წელიწადში 3-4 თვე დევს.


რა ვნახოთ

უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ვანში მრავალი საინტერესო ადგილის მონახულება შეიძლება. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აქ ნახავთ შუასაუკუნეების ეკლესიებსა და ციხე-სიმაგრეებს, გოგირდის გეიზერებს, კარსტულ მღვიმესა და მშვენიერ ხედებს. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას უდიდესი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ვანის ნაქალაქარი იპყრობს. ეს მასშტაბური არქეოლოგიური ძეგლი საკულტო და საზოგადოებრივი ნაგებობებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ნაქალაქარიდან კარგად მოჩანს ქუთაისი, რიონის დაბლობი, კავკასიონის მთები და ძალიან ლამაზი სანახაობა გვეშლება თვალწინ.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Khatuna Glonti
Khatuna Glonti

მოგესალმებით,გორმაღალის ციხე ვანში ,სად მდებარეობს?

Pamela Kemsley Dugladze
Pamela Kemsley Dugladze

გამარჯობა. ვაპირებტ მოვინახულოთ ვანის გოგირდის აბანოები. ხომ ვერ მიგვასწავლით, რომელიმე სახლის სასტუმროს(გესტ ჰაუსი)
მადლობა

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სამწუხაროდ არ ვიცით საოჯახო სასტუმრო ახლოს.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვანი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!