![ჯაჯის ტბის ტური](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/jajistba1-1-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეში, ვანისმუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვანის ნაქალაქარის მიდამოებში. იგი ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმი დღეს ოთარ ლორთქიფანიძის სახელს ატარებს. ვანის მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII საუკუნიდან I საუკუნის ჩათვლით. აქ ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა.
ვანის ნაქალაქარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია და მოიცავს კულტურულ ფენებს რკინის ხანიდან ელინისტური ეპოქის ჩათვლით. ნაქალაქარი განლაგებულია სამ ტერასად დანაწილებულ ბორცვზე, რომელსაც ორი მხრიდან იცავდა ღრმა ხევები. დასახლება ვანში უწყვეტად არსებობდა რვა საუკუნის მანძილზე (ძვ.წ. VIII-I სს.). ძველი ვანის ისტორიის უადრესი ეტაპი ძვ.წ. VIII- VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ამ პერიოდის მასალა შედარებით მწირია. სავარაუდოდ მომდევნო ხანების სამშენებლო საქმიანობამ დააზიანა უძველესი ძეგლები. აღნიშნულ ეტაპზე ნაქალაქარი მის შემოგარენში არსებული სამოსახლოების საკულტო-რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო. ყველაზე უკეთ ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე მდებარე საკულტო კომპლექსია შემორჩენილი. მეორე ეტაპი, რომელსაც მიეკუთვნება ხის ნაგებობები, რიტუალური მოედანი, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მდიდრული სამარხები და სხვა ძეგლები, ძვ.წ. VI-IV საუკუნეებით თარიღდება. ამ დროისთვის ძველი ვანი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური გათხრების განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს ამ პერიოდის კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ვანის ნაქალაქარის ისტორიის მესამე ეტაპზე (ძვ.წ. IV ს-ის მეორე ნახევარი -III ს-ის დასაწყისი) კოლხეთის სამეფოს დასუსტების პირობებში, ვანის მხარის მმართველებმა გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ამ პერიოდს მიეკუთვნება მდიდრული სამარხების სერია და სამარხების ჯგუფებთან გამართული სამლოცველოები. შეინიშნება სიახლეები ხელოსნობის დარგებსა (მაგ.: დაიწყო ამფორებისა და კრამიტების წარმოება) და დაკრძალვის წესებში (მაგ.: მიცვალებულისათვის მონეტისა და ამფორების ჩატანება). მეოთხე ეტაპზე კი (ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევარი - I ს-ის შუა ხანები) ძირეული ცვლილებები მოხდა. შეწყდა საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლების დაკრძალვა ქალაქის ფარგლებში და იგი სატაძრო ქალაქი გახდა. ამ პერიოდის ყველა ნაგებობა საკულტო დანიშნულებისაა. ძველი ვანი ძვ.წ. I საუკუნის შუახანებში დანგრეულა, თუმცა აღმოჩენილია გვიანანტიკური ხანის და შუასაუკუნეების მასალებიც.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეში, ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის 32 ნომერში მდებარეობს. მუზეუმთანმიდის სამანქანო გზა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაშაბათს თუ მუშაობთ და რა ღირს მუზეუმის ბილეთი მოსწავლის და დიდის?
სალამი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სამუშაო საათებისა და ფასის გასაგებად გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 32 299 80 22
What is the language spoken in Georgia?. And which script do you use?
Georgian,
script is mkhedruli.
გამარჯობა ,შეგიძლიათ მითხრათ რა ღირს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში შესვლა?
სალამი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ფასის გასაგებად გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 32 299 80 22
ra girs vanis muzeumshi shesvla?
მოგესალმებით, ვანის მუზეუმი დაკეტილია დროებით და გახსნის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.
მოგესალმებით, მაინტერესებს ვანის მუზეომი მუშაობს თუ არა დღეს და ბილეთის ფასი?