დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
სამტრედია, იმერეთი - Samtredia, Imereti სამტრედია, იმერეთი - Samtredia, Imereti სამტრედია, იმერეთი - Samtredia, Imereti სამტრედია, იმერეთი - Samtredia, Imereti სამტრედია, იმერეთი - Samtredia, Imereti

სამტრედიის შესახებ

სამტრედია იმერეთში მდებარე მუნიციპალიტეტია. ეს ადგილი მოხსენიებულია ძველ ისტორიულ წყაროებშიც XVIII საუკუნის II ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. 1872 წლიდან კი, მას შემდეგ რაც ფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა, იგი უკვე დაბა სამტრედიის სახელით იხსენიება. ოდესღაც რაიონის ჭალა ჭაობიან ტყეს წარმოადგენდა, ჰავა იმდენად ცუდი იყო, რომ ამ ადგილებში დასახლებას ყველა ერიდებოდა. რკინიგზის მშენებლობამ კი ხელი შეუწყო სამტრედიის განვითარებას, ჭაობები დააშრეს, ტყე გამინდვრეს და ჰავა გაუმჯობესდა. მისი დაბა-ქალაქად გარდაქმნა 1999 წელს დასრულდა, როცა განსაკუთრებით გაიზარდა მრეწველობა. რაიონის ტერიტორია ადრე კოლხეთის, ეგრისის, ხოლო შემდეგ ეგრის-აფხაზეთის სამეფოსა და საქართველოს გაერთიანებულ სახელმწიფოში ერთიანდებოდა. სამტრედია ლამაზი რაიონია, სადაც მრავალ საინტერესო კულტურულ ძეგლს ვხვდებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია: ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ტელეფისის XI-XII საუკუნეების ციხის ნანგრევები, გამოჩინებულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ჯიქთუბნის ეკლესია და ა.შ. რაიონში არის ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამხატვრო გალერეა და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. მუნიციპალიტეტს აქვს ერთი ადგილობრივი გაზეთი, „სამტრედიის მაცნე“.


გეოგრაფია და კლიმატი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, იქ სადაც ქუთაისიდან მომავალ გზატკეცილს უერთდება გურიისა და სამეგრელოს მთავარი გზები. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია. მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ქალაქი სამტრედია, დაბა კულაში, ბაში, გამოჩინებული, გომი, გორმაღალი, ეწერი, მელაური, ნაბაკევი, ეფეთი, საჯავახო, ტოლები, ღანირი, იანეთი, დიდი ჯიხაიში. რაიონს ესაზღვრება აბაშის, ლანჩხუთის, ვანის, ხონის, წყალტუბოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზეა განლაგებული, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. რაიონის მთავარი მდინარეა რიონი, რომელიც მას ორ თითქმის თანაბარ ნაწილად ჰყოფს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაშია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14°C -ია. იანვრის საშუალო ტემპერატურა +5°C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, ივლისისა კი - +25°C.


ღირსშესანიშნაობები

  • ტელეფისი - XI-XII საუკუნეების ციხის ნანგრევები სოფელ ტოლებში
  • გამოჩინებული - წმიდა გიორგის სახელობის 1519 წლის ტაძარი საჯავახოში
  • დაბლაგომის ნამოსახლარი - ანტიკური ხანის ნამოსახლარი დაბლაგომში
  • შუა ბაშის წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის XIX საუკუნის ტაძრები
  • ჭაგნის მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის XVIII-XIX საუკუნეების ტაძრები
  • ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ტაძარი
  • ნაბაკევის ჯვარცმის სახელობის XV საუკუნის ტაძარი
  • ჯიქთუბნის XV საუკუნის ტაძარი
  • ჩხენიშის წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძარი
  • ხუნჯულაურის მაცხოვრის შობის სახელობის XVII საუკუნის ტაძარი
  • ნიგორზღვის წმინდა გიორგის სახელობის XVIII საუკუნის ტაძარი
  • მტერჩვეულის მთავარანგელოზის სახელობის XIX საუკუნის ტაძარი
  • გომმუხაყრუას XIX საუკუნის ტაძარი
  • ნოღის წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის დასასრულის ტაძარი
  • კულაშის XVIII საუკუნის სინაგოგა

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამტრედია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!