
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიისმხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ბრინჯაოს ხანიდან აქ უკვე ქალაქური ცხოვრება იყო განვითარებული, რასაც შუხუთის ნაქალაქარი ადასტურებს. ისტორიულ წყაროებში ლანჩხუთი პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ლანჩხუთის ეტიმოლოგიასთან დაგავშირებით მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. სიმონ ჯანაშიას თეორიის მიხედვით ეს სახელი მეგრულ-ჭანურ სიტყვას, ჩხუ-ს უკავშირდება, რაც ძროხას ნიშნავს, თავად ლანჩხუთს კი - საძროხეს. სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, მისი აზრით ტოპონიმის ძირს წარმოადგენს „ჩქუ“ და არა „ჩხუ“ და ლანჩხუთს სამზერის, გადასახედის მნიშვნელობა აქვს. 1916 წლისთვის რაიონში უკვე ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა და ბიბლიოთეკა. 1930 წელს ლანჩხუთი რაიონული ცენტრი გახდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში არის ჯანდაცვის დაწესებულებები , სამი საჯარო სკოლა, სამრევლო სკოლა, კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი. ასევე გამოდის სამი რაიონული გაზეთი: "ლაჩხუთი +", „ლანჩხუთის მოამბე“ და " ჰო და არა". ლანჩხუთში განვითარებულია სოფლის მეურნეობა (მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, მეთხილეობა), ზღვისპირეთში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში დიდი როლი აქვს ბაქო-სუფსის ნავთობსადენსა და სუფსის ტერმინალს. ლანჩხუთი ასევე მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (ტორფი, მაგნეტიტი, კირქვა, თიხნარი, მინერალური წყალი). რაიონი ლამაზი ბუნებითა და უძველესი კულტურის ძეგლებით გამოირჩევა. ულამაზესი კოლხეთის ეროვნულიპარკი, მწვანეში ჩაფლული ჯაპანის ტბა, პალიასტომი, შუასაუკუნოვანი ძეგლები და მოლივლივე ლურჯი ზღვა ქვიშიანი სანაპიროებით უამრავ ტურისტს იზიდავს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს, შავ ზღვას, მდინარე ფიჩორსა
და გურიის ქედს შორის. იგი ოდიშ-გურიის დაბლობის
ტერიტორიასა და მის მიმდებარე სერებს მოიცავს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი
ლანჩხუთი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება, აღმოსავლეთით
- სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - ხობის, სენაკისა და აბაშის
მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ლანჩხუთის შემადგენლობაში
16 ტერიტორიული ერთეულია: ქალაქი ლანჩხუთი, აცანა, აკეთი, მამათი, ნიგოითი, შუხუთი,
მაჩხვარეთი, გვიმბალაური, ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნინოშვილი, ნიგვზიანი, ჩოჩხათი,
ღრმაღელე და სუფსა. რაიონის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი,
შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვა. აქ ასევე გხვდება ტბებიც: პალიასტომის ტბა, იმნათის ტბა, ჯაპანის ტბა, გრიგოლეთის
ტბა და სხვა. ლანჩხუთში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი
გურიის დაბლობს უჭირავს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი - გურიის სერს. ვაკის შუა ნაწილი
ზღვის დონიდან 20 მეტრზეა, მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია მთა ტალახა (ზღვის დონიდან
660 მეტრი).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ნოტიო ჰავაა, რასაც შავი ზღვიდან წამოსული ჰაერის მასები
განაპირობებს, რომელსაც უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს. საშუალო წლიური ტემპერატურაა
+13°C, ზამთარის მინიმალური ტემპერატურა -18°C-20°C-ა, ზაფხულში კი მაქსიმუმი 39-40°C-ს
აღწევს.
უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ლანჩხუთი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ერწყმის ზიანი სანაპიროები და წვანეში ჩაფლული გარემო. კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა თუ ჯაპანის ტბა უამრავი გადამფრენი ფრინველითა და თავისებური ეგზოტიკით აუცილებლად მოგხიბლავთ. ლანჩხუთი შესანიშნავია როგორც სამოგზაუროდ, ასევე ზღვისპირა დასვენებისთვის. ჩამავალი მზის ფონზე ოქროსფრად მოელვარე წყალი, ცხელი ქვიშა და ჩალისფერი ბუნგალოები ტროპიკული ფერადოვნებითა და სიმსუბუქით აგავსებთ. გარდა მშვენიერი ბუნებისა, რაიონში მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულებასაც შეძლებთ. უძველესი ნამოსახლარები თუ შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები და ტაძრები საინტერესო მოგზაურობას გთავაზობენ საქართველოს წარსულში. ლანჩხუთში ასევე ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან განვითარებული შუასაუკუნეების ჩათვლით.
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!





გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაDear, we would like to visit georgie and join the game of Lelo burti bal. We are planning to visit 1 week. Can you helpnus to organize thisntrip?