![ქართული ჩაის არომატი](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/087a7823-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჯიხეთი, სამება-ჯიხეთის ეკლესია — XIX საუკუნის ეკლესია გურიის მხარეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭყონაგორასა და სამებას შორის, ამჟამად მოქმედებს დედათა მონასტერი.
ჯიხეთი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ, ნიგოითიდან 3 კმ, ავტომაგისტრალიდან 6 კმ.
მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ. 1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილის სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.
ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.
ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.
სავარაუდოდ ჯიხეთის მთაზე ერთ დროს ციხე იყო აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი. ელენა იყო მონასტრის წინამძღვარი 1896 წლიდან 1914 წლამდე.
მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. 1914 წლიდან მონასტრის წინამძღვარი იყო ანასტასია.
ამ მიდამოებში პირველ საუკუნეში ქრისტეს პირველმა მოციქულმა, ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა და ეკლესიები და მონასტრები დაარსა. შემდგომ საუკუნეებში აქ ნიკეის I მსოფლიო კრებაზე დასავლეთ საქართველოდან ერთ-ერთი მღვდელმთავარიც მონაწილეობდა.
ჯიხეთის დედატა მონასტერი დაარსებულია XIII საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, საქართველოს კეთილმსახურ მეფეს, წმინდა თამარს. აჭარაში მოგზაურობისას მას აქ ერთი რამე გაუთევია და ულოცია. ადგილობრივ მოსახლეობას მის საპატივცემულოდ მენელსაცხებლე დედათა სახელობის მცირე ტაძარი აუშენებია. XIX საუკუნის ბოლოს ეს ტაძარი მონასტერთან ერთად სამების მთაზე იქნა გადმოტანილი.
1896 წელს დაიწყო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელიც 1904 წელს დასრულდა.
1905 წელს მონასტერში მობრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ივერონში, ათონის მთაზე შეიქმნა.
ათეისტურმა პერიოდმა მრავალი გაჭირვება განაცდევინა მონასტერს. ღვთისმშობლის მეოხებით ტაძარში წირვა-ლოცვა არასდროს შეწყვეტილა. ამ წარმატებას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობასა და მეოხებას მიაწერენ.
დედატა რიცხვი ჯიხეთის მონასტერში 100-ს აღემატებოდა. აქვე იყო სამრევლო სკოლა გოგონებისათვის.
1989 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა.
2002 წელს სამონასტრო კომპლექსს მიემატა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების სახელობის ტაძარი სანათლავი აუზით, სადაც მრავალი სასწაული აღესრულება: სნეულნი განიკურნებიან უშვილოებს შვილი ეძლევათ.
2011 წელს საქართველოს ყველა კუთხიდან ცამოტანილი ფერადი ქვებით აშენდა ყოველთა წმინდათა მოციქულთა სწორთა სახელობის ტაძარი. მონასტრის მუზეუმში ინახება საეკლესიო ნივთები. აქ მოღვაწე სასულიერო პირტა და დედათა საყოფაცხოვრებო ნივთები. ფოტოები და შესამოსლები.
მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა: პირუტყვი, ბაღები და ბოსტნები.
დედები ეწევიან ხელსაქმეს.
მონასტერს აქვს სკიტი - სასტუმრო მომლოცველთათვის.
წირვა-ლოცვა ყოველდღიურად არევლინება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა