
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
აკეთის მაცხოვრის ეკლესია გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში მდებარეობს. იგი შუა საუკუნეების ტაძარია, რომელიც დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ზაქარიას საკათოლიკოსო სადგომი იყო. აკეთის ეკლესია აფხაზთა კათალიკოსს დიმიტრი და სვიმონ გურიელებმა შესწირეს. მომდევნო პერიოდში აკეთი თავად ართმელაძეების ხელში გადავიდა, თუმცა 1713 წელს გიორგი IV გურიელმა ის კვლავ აფხაზთა კათალიკოსს შესწირა. 1772-76 წლებში აკეთში ქვემო გურიიდან დევნილი თავდგირიძეები დასახლდნენ, რომლებსაც გურიის მთავარმა აკეთი უბოძა. მამუკა თავდგირიძემ, გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ ტაძარი აღადგინეს და აქ სოფელ გვარადან თეთროსნის ღვთისმშობლისა, მაცხოვრის და გვარასთავის წმინდა გიორგის ხატები გადმოიტანეს. 1784 წელს აკეთი აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა დალაშქრა, ამ ლაშქრობისას ეკლესია ძალიან დაზიანდა. აკეთის ეკლესია XIX საუკუნეში გიორგი თავდგირიძეს განუახლებია, რომელიც ამავე ეკლესიაშია დაკრძალული. ტაძარი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გაუძარცვავთ. XX საუკუნეში ნაგებობა კვლავ დაზიანდა, გუმბათი ჩამოინგრა, თუმცა ამჟამად ის აღდგენილია.
აკეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. აღმოსავლეთით მას სამწახნაგა აფსიდი აქვს. ნაგებობას ჩრდილოეთიდან ეკვდერი აქვს მიშენებული. ტაძრის სახურავის კეხზე თაღებით გახსნილი სამრეკლოა დაშენებული. ეკლესიას ქვის, მოჩუქურთმებული კანკელი ჰქონდა. სარკმლები თაღოვანია. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ორივე შესასვლელი არქიტრავულია და ლილვოვან თაღშია გაჭრილი. არქიტრავებზე განთავსებულია რელიეფები. სამხრეთის კარიბჭესთან იატაკის ქვაზე აღმოჩნდა წარწერა: „... აშენდა მეფობასა შინა... ბრძანებითა მისისა... ჩრ... წელს”, ჩრდილოეთის კარიბჭესთან იატაკზე კი - ბერძნული წარწერა. ეკლესიაში შემორჩენილი იყო ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერაში მოხსენიებულნი იყვნენ იესე მანველიშვილი და მისი მეუღლე მარეხ მაჭუტაძე. ასევე შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში იხსენიებოდა მირზაბეგ თავდგირიძე. ტაძარი მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს ინტერიერი კირით შეუთეთრებიათ. ეკლესია ნაშენია უხეშად თლილი კვადრებით. აკეთის ტაძარს შემოვლებული აქვს ქვის გალავანი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა