დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
ხონი, სამეგრელო

ხონის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები. ხონი ისტორიული კოლხეთის შემადგენელი ნაწილია და მისი წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზებთან. რაიონში აღმოჩენილია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები, ასევე ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკეს სტატერი, "კოლხური თეთრის" მონეტათა განძი და ბიზანტიური მონეტები. ხონში შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" (იგივე პომპეუსის ხიდი) ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე. აქ ძვ.წ. 65 წელს გაუვლია რომაელ სარდალს პომპეუსს და ასაწევი ხიდი აუგია. რაიონის ტერიტორია განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რასაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში აგებული ტაძრებიც ადასტურებს. 1529 წელს ხონი საეპისკოპოსო ცენტრი გახდა, რამაც მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას შეუწყო ხელი. XVIII საუკუნეში ხონი მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა, რომელსაც სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ჰქონდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიასთან. შუა საუკუნეებში რაიონის ტერიტორია მეფის საკუთრება იყო. რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი ვაკის მაზრის ნაწილი იყო, დაბა ხონი კი - მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ეს ტერიტორია ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა. დაბა ხონი XIX საუკუნეში განსაკუთრებით განვითარდა. 20-30-იან წლებში ის მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 70-იან წლებში ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. 1892 წელს ნიკო ნიკოლაძის და სხვათა ინიციატივით სარწყავი არხი გაიყვანეს მდინარე ცხენისწყლიდან ხონი-ჯიხაიშის მიმართულებით, რომელიც 12 ათას დესეტინა მიწის ფართობს რწყავდა. დღესდღეობით რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. აქ ასევე არის ჩაის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. რაიონში არის მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხონს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალიც გააჩნია. კარსტული მღვიმეები, ოკაცეს კანიონი, კინჩხის ჩანჩქერი და სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლები უამრავ მოგზაურს იზიდავს. ეს ულამაზესი მხარე თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურით გულგრილს არავის ტოვებს.


გეოგრაფია

ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მდინარეებს - გუბისწყალსა და ცხენისწყალს შორის. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხონი. რაიონს დასავლეთიდან მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით - სამტრედია, აღმოსავლეთით - წყალტუბო, ჩრდილოეთით კი - ცაგერის მუნიციპალიტეტი. ხონის მუნიციპალიტეტი 1 ქალაქს, 9 თემსა და 2 სოფელს მოიცავს. რაიონის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან ყველაზე წყალუხვია ცხენისწყალი და გუბისწყალი. მუნიციპალიტეტი ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება, აქ მრავალი პატარა მდინარე და წყაროა. ხონის ყველაზე დაბალი ადგილი სოფელი ქუტირია (ზღვის დონიდან 62 მ), ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი (2436.7 მ). მუნიციპალიტეტში სამი რელიეფური ზონა გამოიყოფა: დაბლობი, მთის წინა და მთის ზონები. რაიონი მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით ხასიათდება. აქ გვხვდება: მუხა, ცაცხვი, ბზა, წაბლი, წიფელი, ლეკა, თხმელა, კაკალი, ნაძვი, ფიჭვი, აკაცია, ტირიფი და სხვა. ხონის ტყეებში ბინადრობენ: კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა, მელა, დათვი და ა.შ.
ხონის მუნიციპალიტეტი ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავის ზონაშია. დაბლობში საშუალო წლიური ტემპერატურა +14.3°-ა, იანვრისა - +5°, აგვისტოსი კი - +23.4°. მთის ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურაა +12°, იანვრისა -3°, აგვისტოსი - +21°.


რა ვნახოთ

ხონის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი. ღრმა კანიონის თავზე ჰაერში დაკიდულ ხიდზე სეირნობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ლაშქრობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ასხის მასივი, სადაც ვრცელი, საოცარი ხედებით, ალპური მდელოებითა და მოხეტიალე ნისლებით დატკბებით. რაიონში ასევე მრავლად არის კარსტული მღვიმეები, რაც ბუნების ერთ-ერთ უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს. გვხვდება მწვანეში ჩაფლული ტბები. თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავი ადგილია კურორტი გორდი. გარდა ბუნების სილამაზისა, ხონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლითაც ხასიათდება. ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, ნაქალაქარები საქართველოს ისტორიას ინახავენ და თვალწინ გვიშლიან ქართული კულტურის განვითარების სურათს. აღსანიშნავი ძეგლებია: ანტიკური პომპეუსის ხიდი, ხონის ეკლესია, მათხოჯის ციხეები, ნაქალაქარი კიბულა, კინჩხას მაცხოვრისა და წმ. გიორგის ეკლესიები, ტარეშის ციხე, ბანგვეთის ეკლესია, უძლოურის ეკლესია და სხვა. თუკი ამ რაიონს ესტუმრებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ხონის ისტორიულ მუზეუმსაც. მუზეუმში დაცულია ათობით უნიკალური ექსპონატი: ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნივთები, ხატები, ხელნაწერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა, ნუმიზმატური ნიმუშები და ა.შ. ხონში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ირაკლი აბაშიძისა და პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმები.


ბუნება


კულტურული ძეგლები

  • პომპეუსის ხიდი
  • ხონის ეკლესია
  • მათხოჯის ციხეები
  • ნაქალაქარი კიბულა
  • ტარეშის ციხე


კურორტები

  • გორდი


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

აუცილებლად სანახავი ადგილები ხონში

რუკა

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხონი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!