
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. იგი გამოირჩევა უძველესი ისტორიითა და ბუნების მრავალფეროვნებით. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. მარტვილის ძველი სახელწოდებაა ჭყონდიდი, რაც წარმართულ საკულტო მუხის (ჭყონი) ხეს უკავშირდება. იგი განვითარებულ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა შუა საუკუნეებშიც, რაზეც, გარდა ისტორიული წყაროებისა, რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც მეტყველებს. დღესდღეობით მარტვილში ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა ტიპის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, მისდევენ მეცხოველეობას, მეაბრეშუმეობას, მეხილეობას, მევენახეობას და ა.შ. მრეწველობა ძირითადად ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს ემყარება. მარტვილის რაიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც ბუნების სილამაზე და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. ტურისტული თვალსაზრისით მის მიმზიდველობას ხელს უწყობს ბალნეო-კლიმატური კურორტი ლებარდე. თავისი მრავალფეროვნებით მარტვილი უამრავ ადამიანს იზიდავს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. რაიონის სამხრეთ ნაწილი ოდიშის დაბლობზეა განლაგებული, ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილები კი - ეგრისის გედის მთისწინეთსა და მის სამხრეთ კალთებზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარტვილი. მარტვილს ჩრდილოეთით ლენტეხის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - ხონი და ცაგერი, სამხრეთით - სენაკი და აბაშა, დასავლეთით კი - ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე, ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს. მარტვილში მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილი კოლხეთის ბარის ვაკესა და მთისწინეთს უჭირავს, ხოლო ჩრდილეთ ნახევარი მთაგორიანია. რაიონის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით ასხის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა“ და დვირის მთებში მრავლად გვხვდება სამკურნალო მინერალური წყლები. მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ნოტიო- სუბტროპიკული ჰავაა, თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხულითა და რბილი ზამთრით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 12°C-ია, მთიან ზონაში კი ჰაერის ტემპერატურა უფრო ნაკლებია.
მარტვილის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. რაიონი შთამბეჭდავი ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, მღვიმეებით თუ უმშვენიერესი ხეობებით მრავალ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლებარდეს ტბები, ონიორეს, წაჩხურუს, კაღუს, აბჰესისა და ტობის ჩანჩქერები, მარტვილის კანიონი, ბალდის კანიონი და სხვა. მარტვილში მრავალ შესანიშნავ ადგილს იპოვნით, როგორც თავგადასავლებით სავსე ლაშქრობის მოსაწყობად, ასევე მსუბუქი გასვლებისთვის თუ საოჯახო პიკნიკებისთვის. რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითაც, აქ ნახავთ უძველეს, საინტერესო არქიტექტურის მქონე ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეებს. მუნიციპალიტეტის კულტურულ ძეგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მარტვილის მონასტერი, ყურადღებას იქცევს აგრეთვე ნოჯიხევის ნაეკლესიარი, რომელიც ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესიაა საქართველოში. მნიშვნელოვანი და საყურადღებო ძეგლია ასევე ადრეული შუა საუკუნეების აბედათის ციხე, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული. მარტვილში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ დადიანების სალხინოს რეზიდენცია, ნოღის ციხე, თამაკონის ციხე, ნოჯიხევის ტეტრაკონქის ტიპის ნაეკლესიარი, წაჩხურუს ეკლესია და სხვა. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის (ქვის ხანიდან XIX-XX საუკუნეებამდე) მრავალფეროვანი ექსპონატებია წარმოდგენილი. თუკი მთაში დასვენების მოყვარული ხართ ამისთვის შესანიშნავი ადგილია ბალნეო-კლიმატური კურორტი ლებარდე, სადაც ულამაზესი ხედებით დატკბებით და სიმშვიდეში განიტვირთებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




















გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა