
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ონიორეს ჩანჩქერი - 67 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე. ონიორეს ბუნების ძეგლის კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას.
მღვიმის შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, ცალკეულ ადგილას კი გვირაბის სიგანე 12-15 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე კი 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.
ჩანჩქერთან მისასვლელი გზა: მარტვილიდან სოფელ პირველ ბალდამდე მიდის სამანქანე გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით. სოფლიდან შესაძლებელია გრუნტიანი სამანქანე გზით ჩანჩქერის სათავეებთან ასვლა, მაღალი გამავლობის ავტომობილით, ან საფეხმავლო ბილიკით ასვლა მდინარე აბაშის ხეობით. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 6 კმ-ია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა