
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დადიანების საზაფხულო რეზიდენცია - ლევან დადიანისეული სასახლე სოფელ სალხინოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, მდინარე წაჩხურას ნაპირზე.
სალხინოს დადიანების სასახლე, ამჟამად პატრიარქის მარტვილის რეზიდენცია, მარტვილის ტურისტული სივრცის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. კომპექსი მოიცავს სასახლეს, დადიანების კარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, ჭადრის ხეებისა და ბზის კორომების დიდ ხეივანს გაშლილ მინდორზე და პარკს მოსასვენებელი სკამებით. ეზო ძალიან დიდი, ჩრდილიანი, მყუდრო და სასიამოვნოა.
სალხინოს სასახლესს მნიშვნელობით მესამე ადგილი ეკავა (ზუგდიდისა და გორდის რეზიდენციების შემდეგ). სამეგრელოს მთავრებს სალხინოში 1825-1826 წლებში, უბრალო ხის ოდა ჰქონდათ, სადაც სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ხის ოდის სანაცვლოდ ლევან V დადიანმა ქვის ორსართულიანი სასახლე ააშენა, არჩილ ბატონიშვილის და გიორგი გეგელიას რჩევით. ისტორიული წყაროების მიხედვით, სასახლეს თურქები და ბერძნები აშენებდნენ, საჭირო მასალა კი გლეხებს მოჰქონდათ.
სასახლემ საბოლოო სახე ლევანის შვილიშვილის სალომე დადიანი-მიურატის დროს მიიღო, როდესაც პრინცესა სალომეს დედამისის – ეკატერინე დადიანი-ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით სალიპარიტიანო ერგო. სასახლის გვერდით დღესაც დგას სამეგრელოს მთავრის კაცია II დადიანის მიერ 1782 აშენებული ეკლესია (რესტავრირებულია). სასახლის ქვედა სართულის შუაგულში ჩატანებული უზარმაზარი ქვევრის გარშემო, დარბაზში გამართული იყო მუხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური ლამაზად მოჩუქურთმებული თაღით, რაც სავსებით ამართლებდა თავის სახელწოდებას "სალხინო. ი. მეუნარგიას სიტყვებით, "ამგვარი სასახლის აშენების აზრი უნდა მოსვლოდა ისეთ მთავარს, რომელსაც მთელი სიცოცხლე ლხინში და სიმ- ღერაში გაუტარებია".
იონა მეუნარგია დადიანების სალხინოს სასახლეზე წერდა: „სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა.
დადიანების სალხინოს სასახლეში ბოლო დიდი ზეიმი 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს ჰქონდათ.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ. ეზოში შესვლა ფასიანია? და თუ შეიძლება შენობის დათვალიერება შიგნიდან
გამარჯობა, მაინტერესებს ამ ტერიტორიაზე ფერადი კვამლის გაშვება თუ შეიძლება ?
დაადიანების საზაფხულო რეზიდენციაში თუ არის გიდი და სასახლის დათვალიერება შესაძლებელია? თუ მხოლოდ ეზოში შედიან მოგზაურები და გარეთ ათვალიერებენ.
გამარჯობა, მხოლოდ ეზოს დათვალიერებაა შესაძლებელი.
მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ეზოში შესვლა?
სალამი, დიახ, ეზოში შესვლა შესაძლებელია 💜