დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex მარტვილის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex

მარტვილის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარტვილის სამონასტრო კომპლექსი - ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მარტვილში, სამეგრელო.

სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ მარტვილის ცენტრის მახლობლად, მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე. მთის ძირში ფართოდ გადაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე აბაშის ველები. მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ - დიდი მუხისაგან. წარსულში, ჭვენიას მაღალი ბორცვი, რომელზედაც ახლა მონასტერია აღმართული, დამშვენებული იყო „ჭყონის“ (მუხის) ათასწლოვანი ხეებით.

მარტვილის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: გალავანი, ოთკუთხა სათავსი, მთავარი ტაძარი, ჩიქვანების ეკლესია, სამრეკლო, ეგვტერი.

შუა საუკუნეებში მარტვილი დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც არაერთი ცნობილი მწიგნობარი მოღვაწეობდა და მრავალი უნიკალური ხელნაწერი ინახებოდა. ცენტრალური ტაძარი ჯვარგუმბათოვანია. ტაძრის ფასადები მოჩუქურთმებულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატს ქმნის და ძველი აღთქმისა და სახარების სცენებს ასახავს. ტაძარში შემორჩენილია XIV-XVI და XVII საუკუნის მოხატულობა. მთავარი ტაძრის გვერდით X საუკუნის ორსართულიანი ეკლესია მდებარეობს.

დასავლეთით მთავარ ტაძართან ახლოს დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.

მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ მამათა ლავრა მოქმედებდა, შემდგომ წლებში იძულებითი უმოქმედობა სუფევდა მონასტერში, 1998 წლიდან საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მარტვილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება.

მარტვილის მონასტრის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას - სამეფო ოთახში, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში განძთსაცავს წარმოადგენდა, ამჟამად მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით გახსნილია სამლოცველო საცავი - მუზეუმი, სადაც ინახება სხვადასხვა დროის სიწმინდეები.


ისტორია

VII საუკუნეში აშენდა მარტვილ - ჭყონდიდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. გადმოცემით, აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ-ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მარტვილის ტრაპეზი სწორედ ამ მუხის ძირზეა დადგმული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოქცევისას ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად მოკვეთა. დიუბუა დე მონპერეს აზრით, დღევანდელი ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი. VI-VII სს-ში, როდესაც აქ მოწამეთა (მარტვილთა) ეკლესია ააგეს და მონასტერი გაშენდა, მას მარტვილი ეწოდა. საეპისკოპოსო კათედრას ჭყონდიდის სახელი შერჩა. 

მარტვილი ბერძნული სიტყვაა და წამებულს ნიშნავს, ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ - დიდი მუხისაგან. წარსულში, ჭვენიას მაღალი ბორცვი, რომელზედაც ახლა მონასტერია აღმართული, დამშვენებული იყო „ჭყონის“ (მუხის) ათასწლოვანი ხეებით.

X საუკუნეში ეს ტაძარი ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარი ძლიერი საგანმანათებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. ,,ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ მეოთხე მარტვილის მონასტერშია დაკრძალული.

მარტვილის მონასტერში იყო კრისპერია - გადამწერ ბერთა სამყოფო. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ნაწარმოებები. მარტვილში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სტეფანე სისანოს ძე ჭყონდიდელი მე-10 საუკუნეში, გიორგი ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, იოანე ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, სვიმონ ჭყონდიდელი მე-12 საუკუნეში, ანტონ ჭყონდიდელი თამარის თანამედროვე, მანვე თარგმნა წიგნი სააქიმიო, არსენ ჭყონდიდელი XIII საუკუნეში, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი - ფილოსოფოსი, რომანოზ მესვეტე მე-19 საუკუნეში და მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავე გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ,,თანაგამკაფელი ყოველთა გზათა” იყო. ჭყონდიდლად იწოდებოდა თამარის დროის ცნობილი მოღვაწე ანტონ გლონისთავისძეც.


არქიტექტურა

სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (21 x 17,5 მ) - აგებულია მცირე გალავნით შემოსაზღვრული მოედნის შუაგულში. ტაძარმა ძლიერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. თავდაპირველად ის ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა იგი ძლიერ დააზიანა. X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. იატაკი დაფენილია ფილებით, რომლებიც ცენტრში სხივისებურადაა განლაგებული. ტრაპეზი XVIII ს-შია შესრულებული. ძეგლის აგების ხანას მიეკუთვნება დასავლეთის კარის ლუნეტში (თაღში) შემორჩენილი მოზაიკის მცირე ფრაგმენტი ღვთისმშობლის წელსზევითა გამოსახულებით ყრმა იესოთი ხელში. დასავლეთ მინაშენის ზედა ნაწილში დაცულია დიდი რელიეფური გამოსასხულება ძველი ქართული წარწერით (X ს.).

ტაძარი მრავალჯერ ყოფილა მოხატული. თავდაპირველი VII ს-ის ფრესკებიდან მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. შედარებით უკეთაა შემონახული XVI-XVII სს-ის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ჭყონდიდელები.

მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართულია X-XI სს-თა მინჯაზე აგებული სვეტი, მის ქვედა ნაწილში იყო გასასვლელი, ზევით კი - სენაკი და ეკლესია. XI ს-ში აქ მოღვაწეობდა იოანე მესვეტე, XIX ს-ში - მესვეტეები რომანოზი და იესე. რომანოზს სვეტზე 35 წელი გაუტარებია. დიუბუას დროს აქ დაცული იყო კიბე, რომლის საშუალებით შესაძლებელი ხდებოდა სვეტზე მოხვედრა.

საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, „ჩიქვანებისად“ სახელდებული. იგი X ს-შია აგებული, გადაკეთებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია სამსართულოვანია. პირველ სართულზე მოწყობილია გასასვლელი, რომელიც ამავე დროს ეგვტერის დანიშნულებას ასრულებს, მეორეზე გუმბათოვანი ეკლესიაა. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: „სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში“.

XIX ს-ის II ნახევარში მარტვილში ამოქმედდა მამათა მონასტერი, რომელმაც XX ს-ის 20-იან წლებამდე იარსება. XIX ს-ის II ნახევარში, მთავარი ტაძრის დასავლეთით ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) მღვდელმთავრობის დროს აიგო საეპისკოპოსო სასახლე.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
George Pailodze

A place with a wonderful history distinguished by tranquility and beauty

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მარტვილის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!