დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
DJI_0760 DJI_0823 DJI_0751 DJI_0746

ცაგერის შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი ქვისა და კაჟის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთებიც ადასტურებს. ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ცაგერში იყო ერთ-ერთი მძლავრი მეტალურგიული კერა. უძველესი დროიდან შუა აქ გადიოდა საქარავნო საერთაშოროისო გზა, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქს ფაზისს ჩრდილო კავკასიის ხალხებთან აკავშირებდა. რაიონი განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რასაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი მრავალი ეკლესია და ციხე-სიმაგრე ადასტურებს. ცაგერს ხშირად აფარებდნენ თავს მტრისგან დევნილი სამეფო და სამთავრო ოჯახები და ასევე იყენებდნენ სამეფო განძის დასაცავად, რადგან იგი ძალიან კარგად დაცულ ადგილს წარმოადგენდა როგორც თავისი რელიეფით, ასევე ციხე-სიმაგრეებითა და კოშკებით. “ქართლის ცხოვრებაში” მოხსენიებულია ცაგერში მდებარე კარგად ცნობილი ხვამლის მთა: “და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს”, რაც ადასტურებს ლეჩხუმში სამეფო განძთსაცავის არსებობას. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს თეატრი, მუზეუმი, კინო, სურათების გალერეა, კულტურის სახლი და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია კვების მრეწველობა, აქ არის ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები. მუნიციპალიტეტში ასევე აქტიურად მისდევენ მეფუტკრეობას. საოცარი ბუნებით, მითებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით ცაგერი უამრავ ტურისტს იზიდავს. ეს რაიონი ერთ-ერთი განსაკუთრებული და შთამბეჭდავი მხარეა მოგზაურობის მოყვარულთათვის.


გეოგრაფია და კლიმატი

ცაგერის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ცაგერი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ლენტეხი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან - ამბროლაური, სამხრეთიდან - წყალტუბო, დასავლეთიდან კი ხონი და მარტვილი. რელიეფურად ცაგერის მუნიციპალიტეტი ძირითადად საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედების, ქვაბულების და ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობების მქონე ტერიტორიას წარმოადგენს. რაიონის უმაღლესი ადგილია ცეკურის მთა (3173მ). მუნიციპალიტეტში გვხვდება კანიონისებურ ვიწრობები, მინერალური და წყაროს წყლები და ჩანჩქერები. ცაგერი მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია წაბლ-რცხილნარი, იელის ქვე ტყე, 800-1000 მეტრზე და მის ზემოთ ვხვდებით კოლხური ტიპის პოლდომინატურ ტყეებს. რაიონში გავრცელებულია წაბლი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, წიფელი, სოჭი, ნაძვი და ა.შ. აქაურ ტყეებში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, შველი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, არჩვი, გარეული ღორი და სხვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში საშუალო მთის კლიმატია. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მთების - ხვამლისა და ასხის მდებარეობა დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ადგილებთან შედარებით განსხვავებულ მიკროკლიმატს განაპირობებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +11,4°C, იანვრისა - 0°C, ივლისისა კი +22°C.


რა ვნახოთ

ცაგერის მუნიციპალიტეტი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. კლდეები, ხეობები, ჩანჩქერები, საოცარი ხედები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისტიური და ლეგენდებში გახვეული ხვამლის მთა, სადაც მითიური პრომეთე იყო მიჯაჭვული. მოლაშქრეებისთვის საყვარელი ადგილია ასხის მასივი, საიდანაც ულამაზესი, ვრცელი ხედები იშლება. გამორჩეული ადგილებია ასევე ქულბაქის ტბები, საირმის სვეტები და რაჩხისა და ჩქუმის ჩანჩქერები. ცაგერში მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობის მონახულებაც შეგიძლიათ. აღსანიშნავია გონის წმ. გიორგის ეკლესია, ცხეთის წმ. გიორგის ეკლესია, მურის ციხე, ორბელის ციხე და მრავალი სხვა. სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლები მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებიან. ცაგერში ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი. მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდებს ადრეული ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეებამდე. აქ ნახავთ ბრინჯაოს ფიგურებს, საბრძოლო და სამეურნეო იარაღს, ნუმიზმატურ ნიმუშებს, საეკლესიო ნივთებს და სხვა საინტერესო ექსპონატებს. რაიონში არის კურორტები, ლაშიჭალა და ახალჭალა, სადაც შესანიშნავ გარემოში სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ.


ბუნება


კულტურული ძეგლები

  • გონის წმ. გიორგის ეკლესია
  • მურის ციხე
  • ცხეთის წმ. გიორგის ეკლესია
  • ორბელის ციხე
  • თაბორის ფერისცვალების ეკლესია
  • სოფელ გვესის ბაზილიკა


კურორტები

  • ლაშიჭალა
  • ახალჭალა


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები ლეჩხუმში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ცაგერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!