
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - გივი ელიავას სახელობის მუზეუმი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო. მუზეუმი დაარსდა 1957 წელს.
მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა).
მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლადო გუდიაშვილის ”სამაია”, ელენე ახვლედიანის ”ჩვენი სოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.


მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
| სკოლის მოსწავლე | სტუდენტი | უფროსი |
| 0.50 ₾ | 1 ₾ | 3 ₾ |
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვასალამი, მოკლედ საუნივერსიტეტო ნაშრომისთვის ვატარებ კვლევას მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შესახებ და მაინტერესებს ტურისტთა რაოდენობის სტატისტიკა ბოლო 5-6 წლის შესახებ. მადლობა