
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჯაჯის ტბა მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2655 მეტრზე. ტბა ესაზღვრება ჩოხატაურის, ვანის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს. ტბასთან მდებარეობს მწვერვალი მეფისწყარო, რომლის სიმაღლე 2850 მეტრია და მოგზაურებს სთავაზობს ხედებს სამ სხვადასხვა რეგიონზე: იმერეთი, გურია და სამცხე-ჯავახეთი.
ტბასთან მისვლა რამდენიმე მარშრუტით არის შესაძლებელი: 1. აბასთუმანი; 2. ფერსათის პლატო; 3. სოფელი დერცელი.
მოცემული ვარიანტებიდან ტბასთან ყველაზე ახლოს მისვლა ტრანსპორტით შესაძლებელია სოფელი დერცელის საზაფხულო ფერმებისა და ფერსათის პლატოს მხრიდან.
ყველაზე გრძელი გზა აბასთუმნის ობსერვატორიიდან იწყება. მარშრუტის დაწყება აბასთუმნისდან მოსახერხებალია მცირე ჯგუფებისათვის რადგან, აბასთუმნის ობსერვატორიაში მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა. ბილიკი ქედს მიუყვება და მოგზაურებს თვალწარმტაც ხედებს სთავაზობს ორივე მხარეს.
.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაობსერვატორიიდან ტბამდე რა მანძილია?
22-23 კმ
გამარჯობა, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ახლა წყაროს თუ შევხვდები მამლის მთასთან?
მოგესალმებით, თუ აბასთუმნიდან წახვალთ გზად შეგხვდებათ წყაროები. წესით მამლის ხეობაშიც შესაძლოა იყოს წყარო. თუმცა ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ.
გამარჯობა, მაინტერესებს სოფელ დერცელამდე მისასვლელი სამანქანო გზა როგორ მდგომარეობაშია და როგორი ტიპის მანქნით არის შესაძლებელი სოფლამდე მისვლა?
სოფელ დერცელამდე ნორმალური კლირენსის მქონე მსუბუქი მანქანით მიხვალთ. სოფლის ზემოთ დერცელის იეილებისკენ როგორი გზაა სამწუხაროდ არ ვიცი. ჯაჯის ტბაზე ჯიპით თუ აპირებთ წასვლას უმჯობესია ენთელის მხრიდან წახვიდეთ. ხეობაში არ გიწევთ სიარული და შესაბამისად სიურპრიზებიც ნაკლები დაგხვდებათ.
მადლობა და ტელეფონი იჭერს ტბასთან ან გზაზე?
გზაზე ზოგიერთ ადგილას იჭერს, ტბასთან ბოლომდე დარწმუნებით ვერ გეტყვით. ტბის გვერდით მთაზე მეტი შანსი გაქვთ. 2 წლის წინ გზაზე რამდენიმე ადგილას თურქსელმა დაიჭირა.
გამარჯობათ, ობსერვატორიიდან ფეხით სავალი ბილიკი ტბამდე, მიახლოებით რამდენი კილომეტრია ? და ტბასთან სასმელი წყალი უახლოესი რა მანძილზეა ხომ არ იცით ? მადლობა წინასწარ.
გამარჯობა,
ობსერვატორიიდან არის 21 კილომეტრი ჯაჯის ტბამდე.
რაც შეეხება სასმელ წყალს, გამომდინარე იქიდან, რომ ბილიკი მიუყვება ქედს, სასმელი წყალი გზად არ შეგხვდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტბის წყალი სასმელად. თუმცა სასურველია გაფილტროთ ან აადუღოთ გამოყენებამდე.
აბასთუმნის ობსერვატორიიდან ჯაჯის ტბისკენ მიმავალ გზაზე წყალი შეგხვდებათ სანამ გასცდებით მამლის მთას (გასათვალისწინებელია რომელ სეზონზე წახვალთ). უშუალოდ ტბასთან ახლოს წყალი არ არის. შეგიძლიათ ხეობაში ჩახვიდეთ მეფისწყაროს მთის მხარეს და იქ მოიპოვოთ წყალი.
დიდი მადლობა დახმარებისთვის !
ცოტა გამიკვირდა ეს კომენტარები.ნანკა,წყალი არის სამგან: 1) ნასაბაჯვარზე,მონადირეების ქოხთან 2)მამლის მთის სიახლოვეს 3)ტბასთან არის წყაროც.
რა პერიოდიდან შეიძლება გადასვლა
მაისის მეორე ნახევრიდან უკვე შეიძლება. შეიძლება ცოტა ადრეც გასათვალისწინებელია რამდენად თოვლიანი ზამთარი იყო.