![ჯაჯის ტბის ტური](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/jajistba1-1-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. იგი 1932 წელს დაარსდა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. მას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, გარდა მისი სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისა, ტურისტულადაც მიმზიდველია. ობსერვატორიაში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აქ მოინახულებთ პატარა მუზეუმს და ტელესკოპით დააკვირდებით მთვარეს, სატურნს თუ სხვა ციურ სხეულებს, რაც საოცრად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. ობსერვატორია პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა და იგი პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1934 წელს ობსერვატორიაში კარლ ცეისის ფირმის 40 სმ-იანი ტელესკოპი დაიდგა. იმავე წელს აბასთუმნის ობსერვატორია წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად აირჩიეს. პირველი ასტრონომიული აღმოჩენა საქართველოში 1942 წელს გაკეთდა, ქართველმა ასტრონომმა გიორგი თევზაძემ ორი ახალი კომეტა აღმოაჩინა, რომელთაც “კომეტა 1942 თევზაძე 1” და “კომეტა 1942 თევზაძე 2” უწოდეს. 1954 წელს, ობსერვატორიაში 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპი დაიდგა. 1957 წლიდან დედამიწის პირველ ხელოვნურ თანამგზავრზე დაკვირვების სადგური ამოქმედდა, 1959 წელს კი ექსპლუატაციაში შევიდა ყანობილის მთიდან აბასთუმნამდე გაჭიმული საბაგირო გზა. 1961 წელს, ასტრონომმა რ. კილაძემ პირველმა გაზომა სატურნის რგოლების სისქე, ხოლო 1974 წელს მანვე პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო, ა. ჭურაძემ კი ზეახალი ვარსკვლავი NGC 3389 აღმოაჩინა. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დღემდე აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაhey is observatory open for visiting and if yes how much is the price
გამარჯობა მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ობსერვატორიის დათვალიერება?
გამარჯობა, როგორც ვიცით ღიაა და მისი დათვალიერება შეგიძლიათ.
Is the observatory open in august and can we visit ?
Hello, as we know the observatory is not accepting visitors at this moment.