დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე, ხულო, აჭარა - Khikhani fortress, Khirkhati fortress, Khulo, Adjara

ხიხანის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე.

ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები.

ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.

XIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ციხეში, ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, მათმა ძმამ ტბელმა, ქვის წმ. გიორგის ეკლესია ააგო. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ.

ციხის ეტაპობრივ რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს.


არქიტექტურა

ხიხანის ციხის ფართობი თითქმის ერთი ჰექტარამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნია.

ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).

ხირხათში მრავალი ნაგებობის ნანგრევია მოღწეული, მათგან ზოგი ნაწილობრივ არის შემონახული, ზოგიერთი კი სრულიად გასწორებულია მიწასთან.

- ამჟამად ხირხათში ოთხი კოშკის ნაშთია შემონახული.

- ამ კოშკის წინ ხუთი ქვევრია მიწაში დადასტურებული (ზოგი მთელი და ზოგიც დაზიანებითაა მოღწეული), ხიხანის მარანია: მარანი, როგორც ცნობილია, ძველად სპეციალურ შენობაში — საღვინე სახლში იყო მოთავსებული. ასეთი „საღვინე სახლი“ უნდა იყოს სწორედ ის ნაგებობა, რომლის ნაშთებიც აქ არის შემორჩენილი. ეს არის სწორკუთხედის ფორმის შენობა, რომლის სიგრძე 12 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 4,5 მეტრია. მისი ჩრდილო კედელი მიწამდეა გასწორებული, ხოლო სამხრეთი კედელი ერთ მეტრამდე სიმაღლითაა შემონახული.

- ციხეს ჰქონდა გალავანი. მის წყობაში აქა–ია აგურიცაა გამოყენებული. ალაგ–ალაგ გადარჩენილი კედლების სიმაღლე 5–6 მ–ს აღწევს. სისქე 90–95 სმ–ია. გალავნის კედლები კლდის გარე მიუვალ კიდეებზეა მორგებული, ამიტომაც მისი გეგმაც ძირითადად რელიეფს მიუყვება. ამჟამად გალავნის კედლები ბევრგან დაზიანებულ–ჩაქცეულია.

- წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები ციხის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობს. შემორჩენილია საძირკველი. ეკლესია პატარა ზომისაა (5.5X3.5 მ). იგი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას.

- ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხის შუა მოედანზე არის დიდი ორმოს (ჭა), რომელიც საიდუმლო საწყობს, თოვლის შესანახს მოგვაგონებს. ამჟამად ის ნაწილილობრივ ამოვსებულია. ჭის დიამეტრი 2 მ–ია. ციხის ტერიტორიაზე აგრეთვე აღმოჩენილია თონისა და მარნის ნაშთები.


ისტორია

ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.

XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი, მან აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე.

ახალციხის ფაშამ, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკური მდგომარეობით, ფაშობა წაართვა და ბოლოს ისე გათამამდა რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა წაართვა ფაშობა სელიმს და სიკვდილი მიუსაჯა. 1815 წელს გამოგზავნა მაჰმუდ-ფაშა მის სიკვდილის დასასჯელად. ეს რომ სელიმმა გაიგო, 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალიც შეიტანა. მაჰმუდ-ფაშამ 15 000 კაცისაგან შემდგარი ჯარი მიაყენა ხირხათის ციხეს და მის ძირში დაბანკდა. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო როგორმე ხელში ჩაეგდო სელიმ-ბეგი, მაგრამ ციხეს ვერასგზით ვერ მიუდგა. ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი გაუგზავნა: “შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო”. მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა, სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია, მუჰამედის მიერ მოსყიდული იქნა. სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკვეთდენ, სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო. ბოლოს ნახეს ერთი არტანუჯელი სომეხი, მისცეს ერთი ოქრო და რომელმაც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას რომელსაც ახლა “სერი-ყანა” ჰქვიან. სიკვდილის წინ მან ამაყად განაცხადა: მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებო. მოგვიანებით ეს სომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ ორი საათიც არ გასულიყო, რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: ”თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცხალი მომგვარეო“. მაჰმუდ-ფაშამ ამის მაგიერ სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა: ‘”ფირმანი რა უყავიო”. სიკვდილის შემდეგ მოვიდაო – რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია, აღარც მე მეცოდებიო”. და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო”, ხოლო ტანი კი სოფელ ნიგაზეულში ქართველებმა დაასაფლავეს.


ლეგენდა

გადმოცემით, ხიხანის ციხეს ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები ჰქონია, რომელთა საშუალებით ბლოკადის ან სხვა გაჭირვების დროს ახლომახლო სოფლებს უკავშირდებოდნენ. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს:

ხიხანის ციხესთან ახლო მდებარე სოფელ ბაკოში არის გვირაბი. მოსახლეობა მას ყვიახოს (ახალი ჭა) მაღაროს ეძახის. თქმულების თანახმად, ეს გვირაბი დაკავშირებული იყო ხიხანის ციხესთან, საიდანაც თამარ მეფე სალოცავად დადიოდა ზარზმის მონასტერში და აგრეთვე, ამ საიდუმლო გზით თამარს მდინარიდან წყალი ამოჰქონდა.

თამარ მეფე, ხიხანის ციხიდან პრასნაულის მთის ქვეშ გაყვანილი გვირაბით, სოფელ ყველში – ფოცხოვის ხეობაში გადადიოდა. როცა ირანის შაჰმა ამ გვირაბს მიაგნო, მაშინ მისი ჯარი ჩაუსაფრდა თამარ მეფეს და მოინდომა მისი შეპყრობა. თამარ მეფე არ ჩაბარდა შაჰს და თავი მოიწამლა. საწამლავი მას წინასწარ ჰქონდა შენახული ბეჭდის თვალში შავი დღისთვის.

აჭარაში ძველი დროის ყოველ მნიშვნელოვან ძეგლს, თამარ მეფეს მიაწერენ. ეს ლეგენდები თამარ მეფის შესახებ გამოხატავს ხალხის რწმენას მისი ძლიერებისადმი.


როგორ მივიდეთ

ბათუმიდან სოფელ ბაკიბაკომდე მიდის მოასფალტებული გზა, თუმცა გზის რამდენიმე კილომეტრზე არ არის ასფალტი და მიუყვება გრუნტიანი გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით.

სოფელი ბაკიბაკოდან ციხემდე, 4 კმ მანძილზე მიდის გრუნტიანი გზა, რომელიც შეგიძლიათ დაფაროთ 4X4 მაღალი გამავლობის მანქანით, ხოლო ციხემდე მისასვლელი 900 მ-იანი აღმართი უნდა გაიაროთ ფეხით, რომელიც იწყება 1800 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ადის 2220 მეტრზე. ეს არის ციცაბო ტყიან ფერდობზე კარგად გაჭრილი ბილიკი, თუმცა ბილიკის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ბილიკის დასაწყისიდან ციხემდე საჭიროა 420 მეტრი სიმაღლის აწევა, რაც ფიზიკურ მზაობას საჭიროებს.


თეგები: #ისტორია #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხიხანის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!