
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დანდალოს ხიდი — თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე. მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დანდალოს მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროდან ახალციხეში მიმავალ ძველ დიდ მაგისტრალზე. დანდალოს ძველი ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია.
დანდალოს ხიდი ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს.
ხიდის სიგრძეა 34,5 მ, სიგანე თავბანდთან 2,80 მ (ლავგარდნის გადმოწევიანად). მისასვლელებთან ხიდის სიგანე მარცხენა შესასვლელისა 4,70 მ, სიგრძე — 10 მ, მარჯვენასი 3,50 მ, სიგანე (ძველი ნაგებობის მიხედვით) — 2,40 მ, მალი 21 მ, ისარი — 4 მ. ბურჯის სიმაღლეა 4,6 მ, სიგანე — 4,55 მ. იმავე ბურჯზე დატანილია ფოსოები ორ რიგად. თითო რიგში სამი ფოსოა. ფოსოს ზომებია 50Х60; 55Х52. ფოსოების ნაპირიდან დაშორება 35 მ, ფოსოებს შორის მანძილი — 38 სმ, ლავგარდნის სისქე — 10-14 სმ.
ხიდი გეგმაში ლათინურ ასო S-ს გავს. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით ასეთი ფორმის ხიდის აშენება გაცილებით რთულია, რადგანაც დატვირთვები ნაწილდება არათანაბრად.
ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა