ხელვაჩაური, აჭარა - Khelvachauri, Adjara

ხელვაჩაური

1
ტურისტული ადგილი
413 Area
ფართობი, კმ2
52,119 Population
მოსახლეობა

ხელვაჩაურის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ხელვაჩაური აჭარაში მდებარე მუნიციპალიტეტია. მისი ტერიტორია ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში აუთვისებია ადამიანს. ეს რაიონი დიდ ინტერესს იწვევს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით, არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებითა და უნიკალური ლანდშაფტით. სახელწოდება ხელვაჩაური ხელვაჩაძეების გვარიდან მომდინარეობს. მუნიციპალიტეტში განვითარებული დარგებია: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა და გადამამუშავებელი მრეწველობა. რაიონის ერთ-ერთ მთავარ რესურსს ტყე წარმოადგენს. ხელვაჩაურში გადის საერთაშორისო მნიშვნელობისსენაკიფოთი სარფისსაავტომობილო გზა. რაიონში არის კულტურის ცენტრი და მუზეუმები. ხელვაჩაური ტურისტულად განვითარებულია, რასაც საინტერესო კულტურული ძეგლებისა და ბუნების სილამაზის ერთობლიობა განაპირობებს. დიდი პოპულარობით სარგებლობს გონიოს ციხე, მაჭახელასა და მტირალას ეროვნული პარკები და ცნობილი თაღოვანი ხიდები. ამ მხარეში მოგზაურობისას შეძლებთ დატკბეთ ულამაზესი ჩანჩქერებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით მდიდარი ტყეებითა და შესანიშნავი ხედებით ქალაქ ბათუმსა და მაჭახელას ხეობაზე. 


გეოგრაფია და კლიმატი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარაში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხელვაჩაური, რომელიც ქალაქ ბათუმში მდებარეობს. 2009–2011 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქ ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო. ბათუმს გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი, დაბა მახინჯაური და დაბა ხელვაჩაური. მუნიციპალიტეტი 11 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: მახინჯაური, ორთაბათუმი, ახალშენი, ფერია, შარაბიძეები, თხილნარი, ჭარნალი, სარფი, მაჭახელა, კირნათი და აჭარისწყალი. ხელვაჩაურს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქ.ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით კი - შავი ზღვა. რაიონის მთავარი მდინარეა ჭოროხი. მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთა-გორიანია, იგი ბორცვიანი მთიწინეთის ზონაშია. ხელვაჩაურში გავრცელებულია ფოთლოვანი, ზირითადად წიფლის ტყეები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნოტიო-სუბტროპიკული ჰავაა, რაც
მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე რელიეფის სირთულით და შავ ზღვასთან სიახლოვით არის განპირობებული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12.8°C-ია.


რა ვნახოთ

ხელვაჩაური ძალიან ლამაზი რაიონია, მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. აქ ნახავთ ისტორიულ ციხე სიმაგრეებს, ტაძრებსა და აჭარაში ძალიან გავრცელებულ ლამაზ, თაღოვან ხიდებს. უმნიშვნელოვანესი ძეგლია გონიოს ციხე, რომელიც წერილობით წყაროებში პირველად I საუკუნეში იხსენიება. ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა დროის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობების ნანგრევები, 12 წყალსადენი, აბანოები, საკანალიზაციო კოლექტორები, დიდი რაოდენობით ადგილობრივი და იმპორტული კერამიკული ნაწარმი, მინის ჭურჭელი, მონეტები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და ა. შ. არქეოლოგიური მასალის საფუძველზე გამოირკვა, რომ ქალაქი წარმოქმნილია ძვ. წ. VIII– VII სს. ნამოსახლარზე. გარდა გონიოს ციხისა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე გვხვდება შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ხელვაჩაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. გარდა უდიდესი ისტორიისა და კულტურისა ეს რაიონი საოცარი ბუნებითაც იზიდავს ტურისტებს. მაჭახელასა და მტირალას ეროვნული პარკები შესანიშნავია ლაშქრობისთვის, პიკნიკებისა და განტვირთვისთვის. შრიალა ტყეები, ულამაზესი ჩანჩქერები და ხეობებსა და ქალაქ ბათუმზე გადაშლილი ხედები სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. ხელვაჩაური ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებსაც ძალიან უყვართ. სარფში, გონიოსა და კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ მახინჯაურში კი კომფორტულ დასვენებასა და მზიან სანაპიროზე შოკოლადისფერი რუჯის მიღებას შეძლებთ. 


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


დიდაჭარის ქ. №23, ქ. ბათუმი, საქართველო
41.587666, 41.648557
0 422 25 93 13; 0 422 25 91 00
khelvachauri.mun@gmail.com
მანძილი დედაქალაქიდან
381 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+3
მაჭახელას ეროვნული პარკი, აჭარა - Machakhela National Park, Adjara
მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწ...

გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park
გვარას ციხე

გვარას ციხე — წინაფეოდალური ხანის ციხე, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ეროვნული პარ...

ტყუპი ჩანჩქერი, მაჭახელას ეროვნული პარკი, აჭარა - Twin Waterfall, Machakhela National Park, Adjara
ტყუპი ჩანჩქერი

ტყუპი ჩანჩქერი - ჩანჩქერი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში, მაჭახელას ეროვ...

იხილეთ ასევე

მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 - 350 მეტრ სიმაღლე...

გვარას ციხე — წინაფეოდალური ხანის ციხე, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ეროვნული პარკში. მდებარეობს მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესა...

მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი - მდებაორეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში....

ტყუპი ჩანჩქერი - ჩანჩქერი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე.47 მეტრის სიმ...

ჩხუტუნეთის ( ყალივაკეს ან ყალაბონის ) ციხე - მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, მდინარე მაჭახელას მარცხენა ...

გონიო — შავი ზღვისპირა კურორტი აჭარაში, ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის უბანში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხნივ. ისტორიაარქეოლოგიური მონაცემების მი...

გონიოს ციხე, აფსაროსი — (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორტ გონიოში. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ...

სარფი — შავიზღვისპირა კურორტი და სოფელი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ტობაშის ნაპირებზე. სოფელი საერთაშორისო მნიშვნელობის გ...

სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი - ჯვარგუმბათოვანი ეკლესია აჭარაში, სარფში, საქართველო თურქეთის საზღვართან.წმ. ანდრია პირველწოდებული...

ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი - მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სარფში.მონუმენტი ეძღვნება წმინდა ანდრია პირველწოდებული...

მირვეთი — სოფელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონ...

მირვეთის თაღოვანი ხიდი - მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში, აჭარისწყლის გადასახვევიდან 7 კმ-ის დაშორებით. ხიდი სავარაუდოდ...

მირვეთის ჩანჩქერი — სოფელ მირვეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენ...

ცხემლარას თაღოვანი ხიდი შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახალეზე,  სოფელ ცხემლარაში.ხიდი აგებულია ვ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხელვაჩაური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!